საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

21 июн. 2010 г.


14.06.2010 წელს საქართველოში აღინიშნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე. ამ დღესთან დაკავშირებით შერატონ მეტეხი პალასში ჩატარდა ღონისძიება. ამ ღონისძიებაში მიწვეული იქნენ ჩვენი სკოლის წარმომადგენლები , რომლებმაც დაამზადეს ვიდეო რგოლი ინვალიდობის თემასთან დაკავშირებით და მიიღეს მონაწილეობა კონკურსში "ადაპტირებული გარემო უკეთესი მომავლისათვის" . ამ ღონისძიებაზე გაიმართა შესღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ შესრულებული ნამუშევრები გამოფენა–გაყიდვა, შემდეგ დებატები და დასკვნით ნაწილში მოხდა დაჯილდოვება სხვადასხვა ნომინაციაში.
ჩვენმა სკოლამ მიიღო 200 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი კონკურსში მონაწილეობისათვის.

10 июн. 2010 г.




ჩვენ არ შეგვიძლია კაცობრიობის პრობლემების ერთი ხელის დაკვრით გადაჭრა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ პრობლემების დაძლევა, თანამშრომლობა და თანადგომა.




ქ. რუსთავის მე–20 საჯარო სკოლაში გაიმართა ნახატების გამოფენა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა მხარდასაჭერად.



ჩვენი მიზანია შთავუნერგოთ მოსწავლეებს ის , რომ თუ ადამიანს რაიმე მისგან დამოუკიდებელ მიზეზების გამო ცხოვრების წესის შეცვლა მოუწია.



ნახატების გამოფენაში აქტიური მონაწილეიბა მიიღეს VI-III-IV-V-VII კლასის მოსწავლეებმა.



აგრეთვე სკოლამ მიიღო კონკურსში მონაწილეობა „ადაპტირებული გარემო უკეთესი მომავლოსათვის“დამზადდა ვიდეო რგოლი ინვალიდების თემაზე, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს სკოლის ფსიქოლოგმა ლიანა ყულოშვილმა, რელიგიის მასწავლებელმა ნინო ბიძინაშვილმა და XI კლასის მოსწავლეებმა : შორენა გორგაძე და გიორგი მეფარიშვილი.