საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

28 янв. 2015 г.

AYV/EMT კონფერენცია "არა ძალადობას"

ჩვენმა მასწავლებლებმა: გალინა აბულაძემ და ხათუნა ციხელაშვილმა  მონაწილეობა მიიღეს  AYV/EMT კონფერენციაში "არა ძალადობას"
განათლებისა და მართვის გუნდი EMT 2015 წლის 27 იანვარს 17:00 საათზე მართავს კონფერენციას სახელწოდებით " EMT/AYV არა ძალადობას".

კონფერენციის მონაწილეები იქნებიან სხვადასხვა სკოლის მასწავლებლები, Adobe Youth Voices საერთაშორისო პროგრამის კურსდამთავრებული პედაგოგები, და უფროსკლასელი მოსწავლეები, საჯარო და კერძო სკოლებიდან.
კონფერენციაზე წარდგება მოხსენებები, თუ როგორ შეიძლება პედაგოგებმა აიმაღლონ კვალიფიკაცია: როგორ შექმნან და გამოიყენონ საგანმანათლებლო რესურსები, როგორიცაა პოსტერები და ვიდეოები.

25 янв. 2015 г.

წარჩინებული მოსწავლეების მშობლების დაჯილდოება

  ეს დღე გამორჩეული და სასიამოვნო იყო. სკოლის დირექტორის ინიციატივით სკოლაში მოწვეული იყვნენ დაწყებითი-საბაზო და საშუალო საფეხურის წარმატებული მოსწავლეების მშობლები, რომელთაც გადაეცათ ,,მადლობის ფურცელი".
დაჯილდოებაზე  პირველი სემესტრის საქმიანობის შეჯამება პრეზენტაციის სახით დამსწრე საზოგადოებას აჩვენა სკოლის საინფორმაციო მენეჯერმა ხათუნა ციხელაშვილმა.




   ღონისძიებას ესწრებოდა რუსთვის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან წარმომადგენელი ქალბატონი  ნინო ცინდელიანი, რუსთავის რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ბატონი მუსტაფა ჩირიში.
დაჯილდოების ცერემონია გაამრავალფეროვნეს მოსწავლეებმა  ღონისძიებით (ხელმძღვანელი: მაია ვეფხოშვილი, ნინო ბიძინაშვილი)
ეს დღე სასიამოვნო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოწვეული თითოეული მშობელისა და მოსწავლისათვის.
გვიმრავლოს წარმატებული მოსწავლეები და გახარებული მშობლები!...