საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

29 нояб. 2010 г.

მე–5 კლასელების მიერ დანახული მათემატიკა










მათემატიკის მასწავლებელმა გალინა აბულაძემ მე–5 კლასის მოსწავლეებს სთხოვა დაეხატათ მათი თვალით დანახული საგანი მათემატიკა. როგორია მათემატიკა პატარების ცნობიერებაში შეგიძლიათ იხილოთ ნახატების სახით

25 нояб. 2010 г.

სკოლის ეზოს დასუფთავება

25 ნოემბერს ქ.რუსთავის #20 სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად დაასაუფთავეს სკოლის ეზო.

22 нояб. 2010 г.

გალაქტიონ ტაბიძის დაბადების დღე


17 ნოემბერს გალაქტიონ ტაბიძის დაბადების დღეს ქ. რუსთავის მე–20 საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით :"ქარი ქრის ...ქარი ქრის". ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მზია ჩოქურმა მოკლედ ისაუბრა დიდი მწერლის ბიოგრაფიის შესახებ. მე–5 დან მე–12 კლასების ჩათვლით სკოლის მოსწავლეებმა გალაქტიონის შემოქმედებიდან წაიკითხეს ლექსები. მხატვრულ კითხვაში აქტიურად ჩაერთო სკოლის დირექტორი ქალბატონი ნელი ღოლიჯაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაყვალა ბერძენიშვილი.

საინფორმაციო მენეჯერმა მოსწავლეებს მოუმზადა და აჩვენა გალაქტიონის სახლ–მუზეუმი, სამუშაო ოთახი და ჩანაწერები, სადაც თვითონ პოეტი კითხულობს ნაწყვეტს თავისი შემოქმედებიდან .

16 нояб. 2010 г.

პოეზიის დღე


2010 წლის 12 ნოემბერს ჩვენს სკოლაში პოეზიის დღე აღინიშნა.
მე–8 ა კლასის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე წაიკითხეს მანანა ჩიტიშვილის ლექსები.

10 нояб. 2010 г.

სკოლის ეზოს გამწვანება


მოსწავლეთა თვითმმართველობამ თხოვნით მიმართა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენელს კახა გაგნიძეს , რომელიც არის ჩვენი სკოლის VII გ კლასის მოსწავლის თამარ გაგნიძის მშობელი , სკოლის ეზოს გასამწვანებლად გადმოეცათ 20 ძირი ხის ნერგი .
10.11.10 – ში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენელმა კახა გაგნიძემ მოიტანა 20 ძირი ხის ნერგები . სკოლის თვითმმართველობის წევრებმა ჩაატარეს აქცია ეკლოგიის დღესთან დაკავშირებით . სკოლის სხვა მოსწავლეებთან ერთად დარგეს 20 ძირი ხის ნერგი . მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ამ დაგეგმილ აქციაში

8 нояб. 2010 г.



5 ნოემბრეს ქ. რუსთავის #20 სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა მშობლების დახმარებით მოაწყეს შემოდგომის კუთხეე
ბი. ზოგიერთ კლასში კი ჩურჩხელებიც ამოავლეს და ფელამუში დააგემოვნეს .

4 нояб. 2010 г.

" რა ღირს ცოცხალი ბუნება "

2 ოქტომბერს საბუნებისმეტყველო საგნების კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ღონისძიება "რა ღირს ცოცხალი ბუნება" , რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ Vა კლასის (პედაგოგი :ალინა შალამბერიძე) Vგ კლასის (პედაგოგი მარიკა კოპაძე ) მოსწავლეები.

ღონისძიები ორგანიზატორი: ალინა შალამბერიძე .
დაწვრილებით იხილეთ ღონისძიებები

2 нояб. 2010 г.

" აი–ია"

I ბ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი "აი–ია" დამრიგებელი ნ.ხარატიშვილი.
დაწვრილებით იხილეთ სკოლაში ჩატარებული ღია გაკვეთილები

1 нояб. 2010 г.

"შემოდგომა რუსთავში "

2010 წლის 5 ნოემბერს ჩატარდება გამოფენა კონკურსი "შემოდგომა რუსთავში "
დაწვრილებით იხილეთ სკოლაში გამოცხადებული და ჩატარებული კონკურსები