14 дек. 2011 г.
8 дек. 2011 г.
7 дек. 2011 г.
18 нояб. 2011 г.
8 нояб. 2011 г.
გია კიკილაშვილი– 11ა კლასი
მარიამ ბარბაქაძე –11 ა კლასი
გიორგი კახეთელიძე – 11გ კლასი
ლაშა ბეშიძე – 11ბ კლასი.
მასწავლებელი: ნინნო ჩხიკვაძე.
მოსწავლეებმა სრული ინფორმაცია მიიღეს რუსთავის ისტორიის შესახებ
3 нояб. 2011 г.
ვაჟა –ფშაველას 150 წლისთავთან დაკავშირებული კვირეული
13 июн. 2011 г.
ვიქტორინა "აბა, გამოიცანი"
მიმდინარე საწავლო წლის 18 მაისს ჩატარდა ვიქტორინა "აბა, გამოიცანი" 1ა კლასში (პედაგოგი ნინო ჩალაძე), კლასში შეიქმნა 4 გუნდი სასწავლო დისციპლინების მიხედვით ( ქართული, მათემატიკა, ბუნება და ხელოვნება.) მოსწავლეებმა წარმოადგინეს ემბლემები გუნდების მიხედვით, გამოამჟღავნეს კარგი ცოდნა სხვადასხვა საგნებში და გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი , რომელმაც ყველაზე მეტი ქულა მოაგროვა, ეს იყო ხელოვნების გუნდი.
28 мая 2011 г.
საატესტატო გამოცდები
23 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით სკოლაში მიმდინარეობა სატესტატო გამოცდები .
1. 23 მაისი - ქართული ენა და ლიტერატურა;
2. 24 მაისი - უცხოური ენა;
3. 25 მაისი - ისტორია;
4. 27 მაისი - გეოგრაფია;
5. 28 მაისი - ფიზიკა;
6. 30 მაისი - ქიმია;
7. 31 მაისი - ბიოლოგია;
8. 1 ივნისი - მათემატიკა.
· სკოლის გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს უწყვეტ ნაკადად. კერძოდ, ყოველ საგამოცდო დღეს მოსწავლეები გამოცდაზე დაბარებულნი იქნებიან ყოველ ერთ საათში.
· საგამოცდო პროცესი იყოფა ორ ნაწილად. საგამოცდო დღის პირველი ნაწილი 9:00 საათზე და გრძელდება 14:00 საათამდე, ხოლო საგამოცდო დღის მეორე ნაწილი რეგიონების მიხედვით იწყება 15:00 საათზე და გრძელდება 18:00 საათამდე.
ყვეყველა გამოცდაზე გამოყოფილია მაქსიმუმ ერთი საათი და 40 წუთი.
მხიარული სტარტები
სასწავლო წლის დასასრულს ჩვენი სკოლის პირველ კლასელებმა "მხიარული სტარტები " გამართეს
"მხიარული სტარტებში " ბავშვებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს პატარების მშობლებმა და მასწავლებლებმა .
მონაწილეობა მიიღეს I ბ (დამრიგებელი ნინო ხარატიშვილი ) და Iგ (დამრიგებელი მაიკა კორაშვილი) კლასის მოსწავლეებმა.
I ბ კლასის გუნდს ერქვა "ჭიამაიები", ხოლო
Iგ კლასის გუნდს ერქვა "მერცხლები".
ბავშვებმა ძალიან მხიარულად გაატარეს ეს დღე.
I ა კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი მათემატიკაში თემაზე" რა ვიცით? რა ვისწავლეთ? ", რომელიც ინტეგრირებული იყო ბუნებასთან და ხელოვნებასთან. მოსწავლეებმა შეაჯამეს მიღებული ცოდნა საინტერესო აქტივობებით, რომელიც დაიგეგმა პედაგოგის მიერ. გაკვეთილზე გამოყენებული იქნა კომპიუტერი, რომელზეც ბავშვებმა შეასრულეს სავარჯიშოები დამოუკიდებლად. გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები.
პედაგოგი ნინო ჩალაძე.
7 апр. 2011 г.
ომის ნამდვილი სახე
2011 წლის 6 აპრილს სკოლაში ჩატარდა ღონისძიება "მათ სახელს სამშობლო სანთლებად აინთებს". ეს იყო პროექტის "ომის ნამდვილი სახე" –ს ბოლო ეტაპი . იხილეთ დაწვრილებით
5 апр. 2011 г.
1 ა კლასში ( პედაგოგი ნინო ჩალაძე) ა.წ. 30 მარტს ჩატარდა ღია ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებაში ისტ-ის გამოყენებით თემაზე „შინაური ცხოველების ნაშიერები“ . მოსწავლეებმა გამოამჟღავნეს კარგი ცოდნა შინაურ ცხოველებზე, პედაგოგმა დაუკავშირა ცხოველთა სახელები გრამატიკულ დამარცვლას, ხოლო მუსიკის მასწავლებელმა მარინა ბეკოშვილმა აღმავალი და დაღმავალი ბგერებით დამარცვლა მათი სახელები, მოსწავლეები გაახალისა კომპიუტერულმა თამაშმა გამოიცანი ცხოველები, რომელიც შეიქმნა ამ გაკვეთილისათვის სკოლის ისტ. მენეჯერის ხათუნა ციხელაშვილის მიერ. გაკვეთილმა მიიღო კარგი შეფასება.
29 мар. 2011 г.
დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
" გაზაფხულია ჩემს ქვეყანაში"
1 ა კლასში 2011 წლის 16 მარტს ჩატარდა გაზაფხულისა და დედის დღისადმი მიძღვნილი საკლასო საათი, " გაზაფხულია ჩემს ქვეყანაში" მოსწავლეებმა აღწერეს ამ წელიწადის დროს ბუნებაში მიმდინარე ცვლილებები, გაიხსენეს გაზაფხულის დღესასწაულები, განსაკუთრებით კი დედის დღე.პირველკლასელებმა დედის სითბო მზის სითბოს შეადარეს და მისი სხივები თავიანთი დედიკოების სახელებით მორთეს ბოლოს მოეწყო კონკურსი ვინ უკეთ გამოიცნობდა შვილის საყვარელ ფერს. საკლასო საათზე წარმოთქვეს ლექსები. სიმღერები უძღვნეს გაზაფხულსა და საყვარელ დედიკოებს.