საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

29 мар. 2011 г.

დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

7 მარტს Xბ კლასმა გამართა დედის დღისადმის მიძღვნილიღონისძიება. იხილეთ დაწვრილებით

" გაზაფხულია ჩემს ქვეყანაში"


1 ა კლასში 2011 წლის 16 მარტს ჩატარდა გაზაფხულისა და დედის დღისადმი მიძღვნილი საკლასო საათი, " გაზაფხულია ჩემს ქვეყანაში" მოსწავლეებმა აღწერეს ამ წელიწადის დროს ბუნებაში მიმდინარე ცვლილებები, გაიხსენეს გაზაფხულის დღესასწაულები, განსაკუთრებით კი დედის დღე.პირველკლასელებმა დედის სითბო მზის სითბოს შეადარეს და მისი სხივები თავიანთი დედიკოების სახელებით მორთეს ბოლოს მოეწყო კონკურსი ვინ უკეთ გამოიცნობდა შვილის საყვარელ ფერს. საკლასო საათზე წარმოთქვეს ლექსები. სიმღერები უძღვნეს გაზაფხულსა და საყვარელ დედიკოებს.

17 мар. 2011 г.

საბავშვო ბაღის დამამთავრებელი ჯგუფის აღსარდელები სტუმრად მე–20 საჯარო სკოლაში

17 მარტს ჩვენ სკოლას ესტუმრნენ ქ.რუსთავის მე–20 საბავშო ბაღის დამამთავრებელი ჯგუფის აღსაზრდელები. პატარებისთვის მე–4 კლასის მოსწავლეებმა მოუმზადეს პატარა ღონისძიება. მასწავლებლებთან ერთად პრეზენტაციების გამოყენებით პატარებმა გაიმეროს ანგარიში 10 –ის ფარგლებში, შეადგინეს ანდაზები და რებუსები, გამოიცნეს გამოცანები. შემდეგ პატარები თავიანთ უფროს მეგობრებთან ერთად ესტუმრნენ კომპიუტერულ კაბინეტს, სადაც მასწავლებლების და მე–4 კლასის მოსწავლეებთან ერთად ითამაშეს რამოდენიმე საგანმანათლებლო, ქართული თამაშები. დამშვიდობებისას პატარებს გადაეცათ მე–4 კლასის მოსწავლეების მიერ დამზადებული ბარათები.

10 мар. 2011 г.

პოეზიის 45 წუთი




გაკვეთილის მიზანია დაუახლოვდნენ მოსწავლეები წიგნს, შეიგრძნონ მისი მადლი, განივითარონ მხატვრულად აზროვნების უნარი, რაც ხელს შეუწყობს მათში თვითშეფასების სურვილის გაღვივებას. ვრცლად

"მაგდანას ლურჯა"




2011 წლის 28 თებერვალს მეოთხე კლასში ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი ქართულ ენაში ტემაზე ე. გაბაშვილის
"მაგდანას ლურჯა" ეკრანიზაცია

1 мар. 2011 г.

გამოფენა –გაყიდვა "მარჯვე ხელები"


2 მაის ჩვენ სკოლაში ტრადიციულად გაიმართა ყიდვა –გაყიდვა "მარჯვე ხელები", რომელზეც წარმოდგენილი იყო ბავშვების მიერ შრომი გაკვეთილებზე დამზადებული ნამუშევრები. მრავლად იყო წარმოდგენილი თექით შექმილი ჩანთები, შარფები, თმაზე გასაკეთებელი სამაგრები.