საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

28 мая 2011 г.

საატესტატო გამოცდები

23 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით სკოლაში მიმდინარეობა სატესტატო გამოცდები .

1. 23 მაისი - ქართული ენა და ლიტერატურა;

2. 24 მაისი - უცხოური ენა;

3. 25 მაისი - ისტორია;

4. 27 მაისი - გეოგრაფია;

5. 28 მაისი - ფიზიკა;

6. 30 მაისი - ქიმია;

7. 31 მაისი - ბიოლოგია;

8. 1 ივნისი - მათემატიკა.



· სკოლის გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს უწყვეტ ნაკადად. კერძოდ, ყოველ საგამოცდო დღეს მოსწავლეები გამოცდაზე დაბარებულნი იქნებიან ყოველ ერთ საათში.

· საგამოცდო პროცესი იყოფა ორ ნაწილად. საგამოცდო დღის პირველი ნაწილი 9:00 საათზე და გრძელდება 14:00 საათამდე, ხოლო საგამოცდო დღის მეორე ნაწილი რეგიონების მიხედვით იწყება 15:00 საათზე და გრძელდება 18:00 საათამდე.

ყვეყველა გამოცდაზე გამოყოფილია მაქსიმუმ ერთი საათი და 40 წუთი.

მხიარული სტარტები


სასწავლო წლის დასასრულს ჩვენი სკოლის პირველ კლასელებმა "მხიარული სტარტები " გამართეს
"მხიარული სტარტებში " ბავშვებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს პატარების მშობლებმა და მასწავლებლებმა .
მონაწილეობა მიიღეს I ბ (დამრიგებელი ნინო ხარატიშვილი ) და Iგ (დამრიგებელი მაიკა კორაშვილი) კლასის მოსწავლეებმა.
I ბ კლასის გუნდს ერქვა "ჭიამაიები", ხოლო
Iგ კლასის გუნდს ერქვა "მერცხლები".

ბავშვებმა ძალიან მხიარულად გაატარეს ეს დღე.

I ა კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი მათემატიკაში თემაზე" რა ვიცით? რა ვისწავლეთ? ", რომელიც ინტეგრირებული იყო ბუნებასთან და ხელოვნებასთან. მოსწავლეებმა შეაჯამეს მიღებული ცოდნა საინტერესო აქტივობებით, რომელიც დაიგეგმა პედაგოგის მიერ. გაკვეთილზე გამოყენებული იქნა კომპიუტერი, რომელზეც ბავშვებმა შეასრულეს სავარჯიშოები დამოუკიდებლად. გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები.

პედაგოგი ნინო ჩალაძე.