საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

4 июн. 2012 г.

 მიმდინარე სასწავლო წლის  მაისში მე-20 საჯარო სკოლის   II  კლასებში (
დამრიგებლები: ნ.ჩალაძე  ნ. ხარატიშვილი  მ. კორაშვილი)  დაიგეგმა
სასწავლო - აღმზრდელობითი პროექტი " დედამიწა ჩვენი სახლია" მოსწავლეებმა
მოიძიეს ინფორმაცია დედამიწაზე ადამიანის გაუფრთხილებლობის გამო
გამოწვეული ეკოლოგიური კატასტროფების შესახებ, გადაშენების პირას მყოფი
ცხოველებისა და მცენარეების შესახებ, მიუძღვნეს მათ კედლის გაზეთები,
ხოლო  II ა კლასის მოსწავლემ ვასიკო ვაზაგაევმა წარმოადგინა სლაიდ-შოუ "
საქართველოს  წითელი წიგნი" ,  II გ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს
კლიპი "  გავუფრთხილდეთ დედამიწას", მოსწავლეებმა იმსჯელეს იმ უარყოფით
შედეგებზე, რომელსაც იწვევს გარემოს დაბინძურება,   II ბ  კლასის
მოსწავლეებმა გაგვაცნეს მცენარეთა როლი ადამიანის ცხოვრებაში და
ჰერბარიუმებით გაალამაზეს გამოფენა ფოიეში.
2 ივნის, მასწავლებლის სახლში გაიმართა კომფერენცია სახელად "Successful English Language Teaching in a Changing Digital world" კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ მაკმილანის გამომცემლობის უცხოელი წარმომადგენლები: დეივ სპენსერი, სუხანჰოლდენი, ტერეზა დუგუელი, ჯო გრემი და სხვები. კონფერეცია გამოირჩეოდა მრავალფეროვანი აქტივობებია და სიახლეებით. მასწავლებლები დასაჩუქრდნენ ფასიანი საჩუქრებით. ქ.რუსთავის N20 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ნინო მეზვრიშვილი ესწრებოდა ზემოთ ხსენებულ კონფერენციას და იქიდან დადებითი ემოციებით დამუხტული დაბრუდა

15 мая 2012 г.

ესთეტიკის კათედრის კვირეული

კვირეული დაიწყო 23.04.2012 – დასრულდა 27.04.2012
1. გამოფენა "მარჯვე ხელები"
" ხელოვნებათმცოდნეობა"
"წიგნები და ნახატები"
მასწავლებელი მარინა მამნიაშვილი.
2. ჩვენი სკოლის მე–10 ა კლასის მოსწავლის "გიორგი ქურთაულის პერსონალური გამოფენა"– მასწავლებელი ნინო ჭუნაშვილი.
3. კედლის გაზეთები თემაზე "გამოჩენილი მხატვრები"
4. ფინალური შიდა სასკოლო შეჯიბრი "მაგიდის ჩოგბურთში"– მასწავლებელი შ. შალამბერიძე და მიხეილ ქეშელაშვილი.
5. თოჯინების თეატრი – მასწავლებელი მარინა სიხუაშვილი, ბელა კუჭუხიძე.
მე–4 კლასელებმა აჩვენეს ტოჯინების თეატრი პირველ კასელებს

19 апр. 2012 г.

იუმორისტული ფესტივალი "მსკ"

2012 წლის 24 მარტს სკოლაში ჩატარდა იუმორისტული ფესტივალი "მსკ"
ფესტივალში მონაწილეობდნენ ჩვენი სკოლის გუნდები:
მე-8 ა კლასი გუნდი "კომედიქსი"
მე-8 გ კლასი გუნი "მხიარული რაინდები"
მე-9 ბ კლასი გუნდი "ვიაგრა"
მე-10 ა კლასი გუნდი "ჩორნიე გლაზა"
ფესტივალი გაიმართა სკოლის თვითმართველობის ინიციატივით. ფესტივალს ორგანიზება გაუწიეს სკოლის კოორდინატორმა ლია ყულოშვილმა, თვითმართველობის თავჯდომარემ გიორგი მაწარაშვილმა, თვითმართველობის წევრმა ნინო მაცაბერიძემ.
გუნდებს რეჟისორობას უწევდა ზეზვა ცაბაძე.
ჟიურის წევრები:
სკოლის დირექტორი ქალბატონი ნელი ღოლიჯაშვილი;
მე-11ა კლასის მოსწავლე არჩილ კიკნაძე;
მე-11 ა კლასის მოსწავლე ნინო ნიკვაშვილი;
მე-11 ა კლასის მოსწავლე გიროგი ვარდიშვილი;
სტუმარი შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელი სკოლებს შორის ქალაქის მაშტაბით დემეტრე სამყურაშვილი.
ღონისძიების ტექნიკური მხარის უზრუნველყოფა მე-9 ა კლასის მოსწავლე გიორგი მზექალაშვილი, პედაგოგი ნინო ბიძინაშვილი და სკოლის ადმინისტრაცია.
ჩვენი აზრით იუმორისტული ფესტივალი სიხალისეს შეჰმატებს ჩვენი სკოლის მოსწავლეების ერთმანეთან დაახლოებას და ახალ-ახალი იდეების  დანერგვასაც. აგრეთვე ეს ფესტივალი იქნება ერთგვარი მოტივაცია ჩვენი სკოლის დანარჩენი კლასების მოსწალეებისთვისაც.
გუნდების გამოსვლამ აღაფრთოვანა როგორც ჟიურის წევრები ასევე მაყურებელი.
შედეგებით გაიმარჯვა  გუნდმა "მხიარული რაინდები", რომელთაც გადაეცათ სიგელი  I ადგილისათვის და თასი.
ხოლო დანარჩენ გუნდებს გადაეცათ სიგელები "ფესტივალში აქტიური მონაწილეობისათვის. ფესტივალში მონაწილე ყველა გუნდი წავა ექსკურსიაზე.

10 апр. 2012 г.

სკოლის ეზოს გამწვანება





5 апр. 2012 г.

"ქალაქებისა და სოფლების გეოგრაფია, ურბანიზაცია"

9 ა კლასში 30 მარტს ჩატარდა ღია გაკვეთილი გეოგრაფიაში. პედაგოგი ლია ჯოჯუა.




თემა "ქალაქებისა და სოფლების გეოგრაფია, ურბანიზაცია".მოსწავლეებმა იმუშავეს საქართველოს თემატურ რუქებზე და მოახდინეს ქალაქების კლასიფიკაცია, სხვადასხვა ნიშნების საფუძველზე. ახალი მასალა შემოწმდა მეთოდით 321. გაკვეთილმა საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა.მოსწავლეებმა გააკეთეს პროგნოზი თუ როგორ შეიცვლება საქართველოს ქალაქების სტრუქტურა მომავალში

13 мар. 2012 г.

ჩვენი სკოლის მოსწავლეები ასევე წარმატებით ურთიერთობენ თავიანთ  ტოლ ინგლისურ ენოვან ბავშვებთან ინტერნეტის საშუალებით  ცვლიან წერილებს, ფოტოებს და ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ ინტერესება და კულტურულ ღირებულებებს. 

21 февр. 2012 г.

საქართველოს ფორუმი 2012

 საქართველოს ფორუმი 2012  მონაწილეობა მიიღეს პირველი კლასების მასწავლებლებმა: თეა გოზალიშვილმა, ინგა ჭოხონელიძემ, ნათელა რაზმაძემ.
მათი პროექტი სახელწოდებით " ზღაპრად მოყოლილი ამბავი "  იხილეთ პროექტი აქ

20 февр. 2012 г.

"ყველაზე ჭკვიანი"


2011 წლის დეკემბერში  საზოგადოებრი მეცნიერებების კათედრაზე ჩატარდა შიდა სასკოლო ვიქტორინა "ყველაზე ჭკვიანი" მე–5 კლასებისათვის I შესარჩევი ტური.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებით და გადაეცათ მოსწავლეთა მიერ დამზადებული საჩუქრები.

შიდა სასკოლო ტურნირი მაგიდის ჩოგბურტში


შიდა სასკოლო ტურნირი მაგიდის ჩოგბურტში , გამარჯვებულების დაჯილდიოება

საქართველო ოკუპაცია


პროექტების კონკურსი

”საქართველოს ოკუპაციის ეპიზოდები 1921 წლიდან დღემდე”

ჩვენმა სკოლამაც წარმოადგინა პროექტი 
"მოდიოდა სიკვდილი ცელით 

7 февр. 2012 г.

"კალიგრაფიის კონკურსი "


31 янв. 2012 г.

ხელოვნების მასწავლებელმა ნონა ხიდეშელმა დაწყებით კლასებში მოაწყო ნახატების გამოფენა:
"ზამთრის ფანტაზია"
ესთეტიკის კათედრამ მოსწავლეები საუკეთესო ნამუშევრებისათვის  დააჯილდოვა დიპლომებით:

24 янв. 2012 г.





2011 წლის 6 დეკემბერს ჩატარდა ინტეგრირებული ღია გაკვეთილი 2 ა კლასში ( პედაგოგი ნინო ჩალაძე ), გაკვეთილის თემა იყო ნ. აღნიაშვილის მოთხრობა  "ასე მოუხდებათ!", მოსწავლეებმა გაიხსენეს შეძენილი ცოდნა ცხოველებზე, კერძოდ ძუძუმწოვრებზე, დაძებნეს სხვადასხვა შინაარსის წინადადებები, მეგობრულად იმუშავეს ჯგუფებში, დიდი ცნობისმოყვარეობა აღუძრა მათ აქტივობამ " ჯადოსნური პარკი" გაკვეთილი იყო  ხალისიანი და სასიამოვნო.


23 янв. 2012 г.

მხიარული ახალი წელი




2011 წლის 24 დეკემბერს 2 ა კლასში ( პედაგოგი: ნინო  ჩალაძე )  ჩატარდა საახალწლო ღონისძიება,  მხიარული შეჯიბრებებითა და მხატვრული ნომრებით,  მოსწავლეებმა თოვლის ბაბუასთან ერთად გამართეს მხიარული მეჯლისი და მოილხინეს.