საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

19 апр. 2012 г.

იუმორისტული ფესტივალი "მსკ"

2012 წლის 24 მარტს სკოლაში ჩატარდა იუმორისტული ფესტივალი "მსკ"
ფესტივალში მონაწილეობდნენ ჩვენი სკოლის გუნდები:
მე-8 ა კლასი გუნდი "კომედიქსი"
მე-8 გ კლასი გუნი "მხიარული რაინდები"
მე-9 ბ კლასი გუნდი "ვიაგრა"
მე-10 ა კლასი გუნდი "ჩორნიე გლაზა"
ფესტივალი გაიმართა სკოლის თვითმართველობის ინიციატივით. ფესტივალს ორგანიზება გაუწიეს სკოლის კოორდინატორმა ლია ყულოშვილმა, თვითმართველობის თავჯდომარემ გიორგი მაწარაშვილმა, თვითმართველობის წევრმა ნინო მაცაბერიძემ.
გუნდებს რეჟისორობას უწევდა ზეზვა ცაბაძე.
ჟიურის წევრები:
სკოლის დირექტორი ქალბატონი ნელი ღოლიჯაშვილი;
მე-11ა კლასის მოსწავლე არჩილ კიკნაძე;
მე-11 ა კლასის მოსწავლე ნინო ნიკვაშვილი;
მე-11 ა კლასის მოსწავლე გიროგი ვარდიშვილი;
სტუმარი შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელი სკოლებს შორის ქალაქის მაშტაბით დემეტრე სამყურაშვილი.
ღონისძიების ტექნიკური მხარის უზრუნველყოფა მე-9 ა კლასის მოსწავლე გიორგი მზექალაშვილი, პედაგოგი ნინო ბიძინაშვილი და სკოლის ადმინისტრაცია.
ჩვენი აზრით იუმორისტული ფესტივალი სიხალისეს შეჰმატებს ჩვენი სკოლის მოსწავლეების ერთმანეთან დაახლოებას და ახალ-ახალი იდეების  დანერგვასაც. აგრეთვე ეს ფესტივალი იქნება ერთგვარი მოტივაცია ჩვენი სკოლის დანარჩენი კლასების მოსწალეებისთვისაც.
გუნდების გამოსვლამ აღაფრთოვანა როგორც ჟიურის წევრები ასევე მაყურებელი.
შედეგებით გაიმარჯვა  გუნდმა "მხიარული რაინდები", რომელთაც გადაეცათ სიგელი  I ადგილისათვის და თასი.
ხოლო დანარჩენ გუნდებს გადაეცათ სიგელები "ფესტივალში აქტიური მონაწილეობისათვის. ფესტივალში მონაწილე ყველა გუნდი წავა ექსკურსიაზე.

10 апр. 2012 г.

სკოლის ეზოს გამწვანება





5 апр. 2012 г.

"ქალაქებისა და სოფლების გეოგრაფია, ურბანიზაცია"

9 ა კლასში 30 მარტს ჩატარდა ღია გაკვეთილი გეოგრაფიაში. პედაგოგი ლია ჯოჯუა.




თემა "ქალაქებისა და სოფლების გეოგრაფია, ურბანიზაცია".მოსწავლეებმა იმუშავეს საქართველოს თემატურ რუქებზე და მოახდინეს ქალაქების კლასიფიკაცია, სხვადასხვა ნიშნების საფუძველზე. ახალი მასალა შემოწმდა მეთოდით 321. გაკვეთილმა საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა.მოსწავლეებმა გააკეთეს პროგნოზი თუ როგორ შეიცვლება საქართველოს ქალაქების სტრუქტურა მომავალში