საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

4 июн. 2012 г.

 მიმდინარე სასწავლო წლის  მაისში მე-20 საჯარო სკოლის   II  კლასებში (
დამრიგებლები: ნ.ჩალაძე  ნ. ხარატიშვილი  მ. კორაშვილი)  დაიგეგმა
სასწავლო - აღმზრდელობითი პროექტი " დედამიწა ჩვენი სახლია" მოსწავლეებმა
მოიძიეს ინფორმაცია დედამიწაზე ადამიანის გაუფრთხილებლობის გამო
გამოწვეული ეკოლოგიური კატასტროფების შესახებ, გადაშენების პირას მყოფი
ცხოველებისა და მცენარეების შესახებ, მიუძღვნეს მათ კედლის გაზეთები,
ხოლო  II ა კლასის მოსწავლემ ვასიკო ვაზაგაევმა წარმოადგინა სლაიდ-შოუ "
საქართველოს  წითელი წიგნი" ,  II გ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს
კლიპი "  გავუფრთხილდეთ დედამიწას", მოსწავლეებმა იმსჯელეს იმ უარყოფით
შედეგებზე, რომელსაც იწვევს გარემოს დაბინძურება,   II ბ  კლასის
მოსწავლეებმა გაგვაცნეს მცენარეთა როლი ადამიანის ცხოვრებაში და
ჰერბარიუმებით გაალამაზეს გამოფენა ფოიეში.
2 ივნის, მასწავლებლის სახლში გაიმართა კომფერენცია სახელად "Successful English Language Teaching in a Changing Digital world" კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ მაკმილანის გამომცემლობის უცხოელი წარმომადგენლები: დეივ სპენსერი, სუხანჰოლდენი, ტერეზა დუგუელი, ჯო გრემი და სხვები. კონფერეცია გამოირჩეოდა მრავალფეროვანი აქტივობებია და სიახლეებით. მასწავლებლები დასაჩუქრდნენ ფასიანი საჩუქრებით. ქ.რუსთავის N20 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ნინო მეზვრიშვილი ესწრებოდა ზემოთ ხსენებულ კონფერენციას და იქიდან დადებითი ემოციებით დამუხტული დაბრუდა