მარინა ბოსტოღანაშვილი- ქიმია , ზაზა ჯალიაშვილი- გეოგრაფია
გაკვეთილი ქიმია ბიოლოგიაში თემაზე „რა არის ჰაერის მავნე ნივთიერებები“
გაკვეთილიოს მიზანი იყო მოსწავლეებს ამოეცნოთ დაბინძურების
წყაროები, დახასიათება მავნე ნივთიერებების, ზოგადი ეკოლოგიური მიმოხილვა და მათი პრობლემატიკის
აღწერა ამავე დროს გადაჭრის გზების ძიება როგორც მაკრო, ასევე მიკროგეოგრაფიულ სივრცეში.
გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით. კლასი დაიყო ჯგუფებად,
მოსწავლეებმა გამოიყენეს როგორც ქიმიის, ასევე გეოგრაფიის სახელმძღვანელოები, ინტერესი
საკმაოდ დიდი იყო, საკითხებში გარკვევის შემდეგ ჯგუფებმა გამოყვეს ძირითადი პრობლემები,
მოახდინეს პრეზენტაციები, სადაც გამოჩნდა რომ მთლიანობაში თემატიკა მოსწავლეებმა სწორი მიმართულებით დაამუშავეს, გამოთქვეს საკუთარი
მოსაზრებები, გაიმართა დისკუსია საგაკვეთილო მიზნები მიღწეულ იქნა.