საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

27 нояб. 2013 г.

მიმდინარე წლის ნოემბერსა და დეკემბერში მე-20 სკოლის პედაგოგის მიერ დაიგეგმა და  მიმდინარეობს პროექტი მე-4  კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით. პროექტის მიზანია მოსწავლეებმა უფრო უკეთ  და ვრცლად გაიცნონ ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას,იგი  მოიცავს რამდენიმე ეტაპს კედლის გაზეთების, კალიგრაფიული ნამუშევრების შექმნას ვაჟას შემოქმედებისა და მოღვაწეობის შესახებ, მისი მოთხრობების პერსონაჟების გაცოცხლებას, პროექტის ავტორია .ჩალაძე მონაწილეობსკოლის ყველა მე-4 კლასის მოსწავლე.შეიქმნა ხელნაწერი წიგნ და მოსწავლეთა მხატვრული კითხვის პრეზენტაციის ამსახველი კლიპი პროექტს დაასრულებს ლიტერატურულ- შემოქმედებითი საღამო

18 нояб. 2013 г.

30.10.2013  ჩატარდა  გაკვეთილი სახელწოდებით " ისტორიული გეოგრაფია" . ისტორიის  და გეოგრაფიის  ინტეგრირებით.
ისტორიის მასწავლებელი - ეკატერინე მამუკელაშვილი
გეოგრაფიის მასწავლებელი - ზაზა ჯალიაშვილი.
გაკვეთილის მიზანი იყო  მოსწავლეებს დაენახათ, როგორ ცვლიდნენ ისტორიული მოვლენების მსოფლიო პოლიტიკურ რუქას. გამოყენებული იქნა მრავალფეროვანი მეთოდები. მოსწავლეები მუშაობდნენ ჯგუფებში და შემდეგ მოახდინეს ნამუშევრების პრეზენტაცია 

15 нояб. 2013 г.

ჩვენი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ ანა წერეთელმა გაიმარჯვა ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნული ოლიმპიადის II ტურში. რის შედეგადაც მახვდა ბაქსვუდის ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში. 20 დღის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის გაკვეთილებსა და აქტივობებში იღებდა მონაწილეობას.  ბანაკში მონაწილე  150 მოსწავლიდან შეირჩა 8 მოსწავლე, რომლებიც გაემგხავრნენ ინგლისში კერძოდ საუთჰემპტონში და ორი კვირის განმავლობაში ცხოვრობდენ ინგლისში. მათ შორის არის ჩვენი სკოლის მოსწავლე ანა წერეთელი.

ვულოცავთ ანას ამ დიდ წარმატებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებთ