საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

27 окт. 2016 г.

დაჯილდოებები

რუსთავის #20 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ოლიმპიადებში, როგორიცაა ,,კინგსი", ,,სმარტი" ,,ევერესტი", ,,რობინსონი".



                              


მათი  წარმატება დაჯილდოებულებთან ერთად ახარებთ თანაკლასელებს, მშობლებსა და მასწავლებლებს, რომლებიც მადლობის წერილებს იღებენ და სერტიფიკატებითაც ჯილდოვდებიან  კონკურსის ჩამტარებელი ორგანიზაციების მიერ.





26 окт. 2016 г.

ჩვენი სტუმრები

25 ოქტომბერს, რუსთავის N20 საჯარო სკოლაში მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების პროგრამის ფარგლებში სემინარი გაიმართა, რომელსაც ქვემო ქართლის გუბერნატორის აპარატის უფროსის მოადგილე ლევან ჟვანია და ჯიუ-ჯიცუს ფედერაციის ტექნ.დირექტორი, ოსტატი, მე-7 დანის მფლობელი ავთანდილ მიქაძე უძღვებოდნენ.
გუბერნატორის მორიგი ინიციატივა მიზნად ისახავს რეგიონის სასკოლო დაწესებულებებში ახალი პროგრამების დანერგვას შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტთა მონაწილეობით. მოსწავლე-ახალგაზრდობის ფსიქოლოგიური და ფიზიკური სრულყოფის მიზნით, იგეგმება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მოზარდების ჩაბმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მსოფლიოში აღიარებული საბრძოლო ხელოვნებებისა და ქართული ჭიდაობის მრავალსაუკუნოვან გამოცდილებაზე დამყარებული მეთოდოლოგიების გამოყენება.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მოსწავლეებში სხარტი აზროვნების ჩამოყალიბებას, სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად მზაობასა და სასურველი სპორტის სახეობების სწორად შერჩევას. აღნიშნული კი საგრძნობლად შეამცირებს დაავადებების რისკსა და რიცხვს ახალგაზრდებში, რაც მათი გონებრივი და ფიზიკური განვითარებისთვის აუცილებელი უკეთესი გარემოს შექმნის წინაპირობაა.

  




კიდევ ერთი აქტივობა ,,ფოტოსინთეზი 2017'' და ,,ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემია 2017'' - ფარგლებში

ჩვენი სკოლის მეექვსე კლასელებმა ანიმაციური ფილმის " ადამიანი, რომელიც ხებს რგავდა" ჩვენების  შემდეგ დაამზადეს პლაკატები, რომლის მთავარი თემა იყო "გავუფრთხილდეთ ბუნებას". მოეწყო გამოფენა და კონკურსის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული ნახატი.














20 окт. 2016 г.

ფილმის ჩვენება

20 ოქტომბერს ქ. რუსთავის N 20 საჯარო სკოლის გუნდი " ზვირქლემატი"-ს ინიციატივითმოეწყო ფილმის "ადამიანი , რომელიც ხეს რგავდა". ჩვენება მე-6 და მე-7 კლასებში. ფილმის მთავარი მიზანი იყო ბავშვების ცნობიერების ამაღლება , თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეულ ჩვენ მიერ დარგული ხე და რამდენად  დიდ გავლენას ახდენს ის გარემო ფაქტორებზე. ასევე მოსწავლეებმა გამოთქვეს მოსაზრებები ფილმის შინაარსა და ბუნების როლზე ადამიანის ცხოვრებაში.

19 окт. 2016 г.

წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოება

დღეს ჩვენი მე 10 კლასის  მოსწავლეები ნინო ბრეგვაძე და მარი ბრეგვაძე დააჯილდოვეს.









18 окт. 2016 г.

ვებინარი

13.10 საქართველოს დროით 17 საათზეჩატარდა ვებინარი. ვებინარის მთავარი თემა თემა იყო :ანიმაციის მეთოდები და მოსწავლეთა ინტეგრაცია" . ვებინარს უძღვებოდა პოლონელი საერთაშორისო ექსპერტი Greta Prazdziel-Papuga.




საინფორმაციო შეხვედრა დებატ სკოლის ფარგლებში

13.10.2016 ში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო  მცირე გრანტების კონკურსშისკოლისადმი მხარდაჭერა. პროექტი ტარდება მეგობრობის ხიდი "ქართლოსი" (გორი) და სამოქალაქო განათლების ცენტრის (ვარშავა) პატრონაჟით. საინფორმაციო შეხვედრას უძღვებოდნენ ტუტორები ნინო გიორგაძე და გიორგი მაჭარაშვილი. ჩამოიწერა სკოლის პრობლემები და მოსწავლეებთან ერთად გაიმართა მსჯელობა პრობლემის მოგვარების გზებზე