,,მეტყველების კულტურა’’
წრის მუშაობის დაწყების დრო 1 ოქტომბერი, კვირაში ორი დღე: სამშაბათი და ხუთშაბათი
პედაგოგი: ეკატერინე ქვრივიშვილი
სამიზნე ჯგუფი: V; VI; VII; VIII; IX კლასის მოსწავლეები
ინფორმაცია წრის ხელმღვანელის შესახებ:
ეკატერინე ქვრივიშვილი
მუსიკის მასწავლებელი
სქემაში ჩართული 2016 წლიდან
სსიპ ქალაქ რუსთავის N 20 საჯარო სკოლა
2019 წლის 1 ოქტომბერს შეიქმნა ,,მეტყველების კულტურის’’-წრე, სადაც ბავშვები სწავლობენ მხატვრულ კითხვას. სწავლების ეს ფორმა ემსახურება, ახალგაზრდობის მეტყველების კულტურის დახვეწას, რის შემდეგაც ისინი ეუფლებიან სწორ კითხვას, რომელსაც იყენებენ შემდგომ სხვადასხვა სასკოლო აქტივობებში და ცხოვრებაში. წრის მუშაობა ავლენს ახალგარდებში სხვადასხვა უნარ-ჩვევებს.
წრეში გაერთიანებულია ამავე სკოლის 22 მოსწავლე, კერძოდ - V; VI; VII; VIII; IX კლასი
წრის მუშაობა ტარდება კვირაში ორი დღე: სამშაბათი და ხუთშაბათი
რესურსები: მალიკო მრევლიშვილის ,,მეტყველების კულტურა’’- გ. ტაბიძის, შ. ნიშნიანიძის, მ. ლებანიძის, ა.კალანდაძის პოეზია, კლასიკური მუსიკა.
აქტუალობა: უჭირთ მეტყველება, არ იციან სწორი კითხვა, ვერ ახერხებენ ხელოვნების სხვადასვა დარგების გაერთიანებას(მუიკა, პოეზია, მხატვრობა და ა.შ)
სტანდარტები:
მუსიკა მუს. IX. 3. მოსწავლეს შეუძლია კომპოზიციების შექმნა მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით.
ინდიკატორები:
- დასახული მიზნის შესაბამისად იყენებს კომპიუტერულ პროგრამებს (მუსიკის ჩაწერა, ფაქტურის, ტემბრის შერჩევა, აკორდული თანხლება);
- იყენებს თეორიულ ცოდნას (მუსიკის ანბანის, მუსიკალური ფორმის, ჰარმონიის საკითხები) კომპოზიციის შექმნის დროს;
მუს. IX. 4. მოსწავლეს შეუძლიასასწავლო პროექტში მონაწილეობა.
ინდიკატორი
- მონაწილეობს კონცერტის, წარმოდგენის, ტელე/რადიო გადაცემის დადგმაში, ჟურნალის მომზადებაში;
- მონაწილეობს პროექტის წარდგენასა და შეფასებაში.
ს.გ.VIII.5. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.
ინდიკატორები
- ხატავს და ამზადებს სასკოლო წარმოდგენის კოსტიუმებისა და დეკორაციის დეტალებს;
- კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით ქმნის ზეიმებისა და თეატრალური წარმოდგენების აფიშებს, მოსაწვევ და მისალოც ბარათებს;
ქართ. VIII. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი გამოსვლის მოსამზადებლად სტრატეგიების არჩევა და გამოყენება
ინდიკატორი
- ამოიცნობს და მეტყველებისას იყენებს იმგვარ მინიშნებებს, როგორებიცაა ტონის ცვალებადობა, ხმის სიმაღლე (ხმის აწევ-დაწევა), ან საუბრის სიჩქარე, რათა მოამზადოს აუდიტორია ახალი და მნიშვნელოვანი აზრის გასაცნობად;
- აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე წინასწარ ამზადებს და სათანადო სიტუაციებში იყენებს დამხმარე (ვიზუალურ, ელექტრონულ, მუსიკალურ და ა. შ.) მასალას;
- აუდიტორიის გათვალისწინებით მოამზადებს კონკრეტულ ტექსტს და მსმენელთა ყურადღების მისაპყრობად იყენებს სხვადასხვა ხერხს (მაგ. იუმორს, ანეკდოტებს, სტატისტიკურ მონაცემებს, ემოციურ მეტყველებას და სხვ.).
წრის სამუშაო პროგრამა
2019-2020 სასწავლო წელი
პირველი სემესტრი