16 нояб. 2010 г.
10 нояб. 2010 г.
სკოლის ეზოს გამწვანება
მოსწავლეთა თვითმმართველობამ თხოვნით მიმართა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენელს კახა გაგნიძეს , რომელიც არის ჩვენი სკოლის VII გ კლასის მოსწავლის თამარ გაგნიძის მშობელი , სკოლის ეზოს გასამწვანებლად გადმოეცათ 20 ძირი ხის ნერგი .
10.11.10 – ში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენელმა კახა გაგნიძემ მოიტანა 20 ძირი ხის ნერგები . სკოლის თვითმმართველობის წევრებმა ჩაატარეს აქცია ეკლოგიის დღესთან დაკავშირებით . სკოლის სხვა მოსწავლეებთან ერთად დარგეს 20 ძირი ხის ნერგი . მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ამ დაგეგმილ აქციაში
8 нояб. 2010 г.
4 нояб. 2010 г.
" რა ღირს ცოცხალი ბუნება "
ღონისძიები ორგანიზატორი: ალინა შალამბერიძე .
დაწვრილებით იხილეთ ღონისძიებები
2 нояб. 2010 г.
" აი–ია"
დაწვრილებით იხილეთ სკოლაში ჩატარებული ღია გაკვეთილები
1 нояб. 2010 г.
"შემოდგომა რუსთავში "
დაწვრილებით იხილეთ სკოლაში გამოცხადებული და ჩატარებული კონკურსები
29 окт. 2010 г.
25 окт. 2010 г.
კონკურსი
ცნობილი რუსთაველები და უცნობი გმირები
საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრა აცხადებს კონკურს , რომელშიც მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ მოსწავლეებს მე–5 –დან მე–11 კლასის ჩათვლით
კონკურსის პირობები:
მონაწილეობის მსურველებმა წარმოადგინონ კონკურსის თემაზე შექმნილი ბუკლეტები, სურათები, ინტერვიუები, კედლის გაზეთები, ვიდეო მასალები.
კონკურსის ბოლო ვადაა 20 ნოემბერი
30 авг. 2010 г.
21 июн. 2010 г.

14.06.2010 წელს საქართველოში აღინიშნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე. ამ დღესთან დაკავშირებით შერატონ მეტეხი პალასში ჩატარდა ღონისძიება. ამ ღონისძიებაში მიწვეული იქნენ ჩვენი სკოლის წარმომადგენლები , რომლებმაც დაამზადეს ვიდეო რგოლი ინვალიდობის თემასთან დაკავშირებით და მიიღეს მონაწილეობა კონკურსში "ადაპტირებული გარემო უკეთესი მომავლისათვის" . ამ ღონისძიებაზე გაიმართა შესღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ შესრულებული ნამუშევრები გამოფენა–გაყიდვა, შემდეგ დებატები და დასკვნით ნაწილში მოხდა დაჯილდოვება სხვადასხვა ნომინაციაში. 10 июн. 2010 г.
ჩვენ არ შეგვიძლია კაცობრიობის პრობლემების ერთი ხელის დაკვრით გადაჭრა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ პრობლემების დაძლევა, თანამშრომლობა და თანადგომა.
ქ. რუსთავის მე–20 საჯარო სკოლაში გაიმართა ნახატების გამოფენა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა მხარდასაჭერად.

ჩვენი მიზანია შთავუნერგოთ მოსწავლეებს ის , რომ თუ ადამიანს რაიმე მისგან დამოუკიდებელ მიზეზების გამო ცხოვრების წესის შეცვლა მოუწია.
ნახატების გამოფენაში აქტიური მონაწილეიბა მიიღეს VI-III-IV-V-VII კლასის მოსწავლეებმა.
აგრეთვე სკოლამ მიიღო კონკურსში მონაწილეობა „ადაპტირებული გარემო უკეთესი მომავლოსათვის“დამზადდა ვიდეო რგოლი ინვალიდების თემაზე, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს სკოლის ფსიქოლოგმა ლიანა ყულოშვილმა, რელიგიის მასწავლებელმა ნინო ბიძინაშვილმა და XI კლასის მოსწავლეებმა : შორენა გორგაძე და გიორგი მეფარიშვილი.
26 мар. 2010 г.
4 дек. 2009 г.
"ჯანსაღი ცხოვრების წესი ”
სსიპ № 20 სკოლაში 10 ნოემბერს 2009 წელს სკოლის ფსიქოლოგის ინიციატივით და სკოლის ოერგანიზატორთან ერთობლივი მუშაობით ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით
”ჯანსაღი ცხოვრების წესი”.
ღონისძიების დევიზი : ”გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს”
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ოთხი პარალელური მე -8 კლასისმოსწავლეები .ღონისძიებას მიეცა კონკურსის სახე. მოსწავლეებმა თავის კლასის სახელით ჟიურის განსახილველათ წარმოადგინეს ტავიანთი ხელით დამზადებული პლაკატები, სლაიდები და კლიპები, ბუკლეტები და გაუკეთეს თავიანთ ნამუშევრებს შესაბამისი პრეზენტაცია. .ღონისძიების დასასრულს მოზარდებმა იხილეს ფილმი სახელწოდებით ” საბედისწერო ნაბიჯი” , რომელშიც ერთ-ერთი ნარკომანის ცხოვრებაა ასახული: დაწვრილებით იხილეთ აქ
5 нояб. 2009 г.
მერიის გარდამავალი თასი ”სკოლბურთში” 2009 წელი
2009 წ. 9 ოქტომბერს ჩატარდა კენჭისყრა ”სკოლბურთში” მერიის თასზე . ეს ტურნირი მესამე წელია , რაც ტარდება და ჩვენ ყოველთვის ვიღებთ მონაწილეობას. წელს ტურნირში მონაწილეობა მიიღო ოცმა სკოლამ. სკოლები დაყვეს ორ ქვეჯგუფად. ტურნირი ჩატარდა ოლიმპიური სისტემით ჩვენ სკოლას მოუწია ოთხი შეხვედრის ჩატარება.ტურნირში ჩვენმა სკოლამ დაიკავა მე-3 საპრიზო ადგილი.








