საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

20 февр. 2012 г.

საქართველო ოკუპაცია


პროექტების კონკურსი

”საქართველოს ოკუპაციის ეპიზოდები 1921 წლიდან დღემდე”

ჩვენმა სკოლამაც წარმოადგინა პროექტი 
"მოდიოდა სიკვდილი ცელით 

7 февр. 2012 г.

"კალიგრაფიის კონკურსი "


31 янв. 2012 г.

ხელოვნების მასწავლებელმა ნონა ხიდეშელმა დაწყებით კლასებში მოაწყო ნახატების გამოფენა:
"ზამთრის ფანტაზია"
ესთეტიკის კათედრამ მოსწავლეები საუკეთესო ნამუშევრებისათვის  დააჯილდოვა დიპლომებით:

24 янв. 2012 г.





2011 წლის 6 დეკემბერს ჩატარდა ინტეგრირებული ღია გაკვეთილი 2 ა კლასში ( პედაგოგი ნინო ჩალაძე ), გაკვეთილის თემა იყო ნ. აღნიაშვილის მოთხრობა  "ასე მოუხდებათ!", მოსწავლეებმა გაიხსენეს შეძენილი ცოდნა ცხოველებზე, კერძოდ ძუძუმწოვრებზე, დაძებნეს სხვადასხვა შინაარსის წინადადებები, მეგობრულად იმუშავეს ჯგუფებში, დიდი ცნობისმოყვარეობა აღუძრა მათ აქტივობამ " ჯადოსნური პარკი" გაკვეთილი იყო  ხალისიანი და სასიამოვნო.


23 янв. 2012 г.

მხიარული ახალი წელი




2011 წლის 24 დეკემბერს 2 ა კლასში ( პედაგოგი: ნინო  ჩალაძე )  ჩატარდა საახალწლო ღონისძიება,  მხიარული შეჯიბრებებითა და მხატვრული ნომრებით,  მოსწავლეებმა თოვლის ბაბუასთან ერთად გამართეს მხიარული მეჯლისი და მოილხინეს.

14 дек. 2011 г.

8 дек. 2011 г.

8 დეკემბერს მე 6 გ კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი სახელწოდებით "შემი აფხაზეთი"

7 дек. 2011 г.

სკოლის ეზოს გამწვანება



18 нояб. 2011 г.

ქ.რუსთავის #20 საჯარო სკოლის მასწავლებელები საინფორმაციო შეხვედრაზე "მასწავლებელთა სახლში"

8 нояб. 2011 г.

13 ოქტომბერს გამართულ რუსთავის მეზეუმის მიერ გამოცხადებულ კონკურსში "ვიცოდე ჩვენი ქალაქის ისტორია" მონაწილეობა მიიღეს მე–11 კლასის მოსწავლეებმა:
გია კიკილაშვილი– 11ა კლასი
მარიამ ბარბაქაძე –11 ა კლასი
გიორგი კახეთელიძე – 11გ კლასი
ლაშა ბეშიძე – 11ბ კლასი.
მასწავლებელი: ნინნო ჩხიკვაძე.
 მოსწავლეებმა სრული ინფორმაცია მიიღეს რუსთავის ისტორიის შესახებ

3 нояб. 2011 г.

ვაჟა –ფშაველას 150 წლისთავთან დაკავშირებული კვირეული


ამა წლის 24.10 –დან 30.10 –ის ჩათვლით მე –20 საჯარო სკოლაში ჩატარდა ვაჟა –ფშაველას 150 წლისთავთან დაკავშირებული კვირეული. ამ თარიღს მიეძღვნა მრავალი ღონიძიება. მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთები, გამოაკრეს ნახატები ვაჟას პერსონაჟებისა, დაწერეს ესე "ჩემი თვალით დანახული ვაჟა". გაიმართა მხატვრული კითხვის კონკურსი "ჩვენ ვკითხულობთ ვაჟა–ფშაველას". კვირეულის დასასრულს ჩატარდა ღონისძიება "ვაჟას საუკუნო საგზალი", სადაც კიდევ ერთხელ გამოხატეს მოწიწება უკვდავი შემოქმედის მიმართ.

13 июн. 2011 г.

ვიქტორინა "აბა, გამოიცანი"


მიმდინარე საწავლო წლის 18 მაისს ჩატარდა ვიქტორინა "აბა, გამოიცანი" 1ა კლასში (პედაგოგი ნინო ჩალაძე), კლასში შეიქმნა 4 გუნდი სასწავლო დისციპლინების მიხედვით ( ქართული, მათემატიკა, ბუნება და ხელოვნება.) მოსწავლეებმა წარმოადგინეს ემბლემები გუნდების მიხედვით, გამოამჟღავნეს კარგი ცოდნა სხვადასხვა საგნებში და გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი , რომელმაც ყველაზე მეტი ქულა მოაგროვა, ეს იყო ხელოვნების გუნდი.

28 мая 2011 г.

საატესტატო გამოცდები

23 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით სკოლაში მიმდინარეობა სატესტატო გამოცდები .

1. 23 მაისი - ქართული ენა და ლიტერატურა;

2. 24 მაისი - უცხოური ენა;

3. 25 მაისი - ისტორია;

4. 27 მაისი - გეოგრაფია;

5. 28 მაისი - ფიზიკა;

6. 30 მაისი - ქიმია;

7. 31 მაისი - ბიოლოგია;

8. 1 ივნისი - მათემატიკა.



· სკოლის გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს უწყვეტ ნაკადად. კერძოდ, ყოველ საგამოცდო დღეს მოსწავლეები გამოცდაზე დაბარებულნი იქნებიან ყოველ ერთ საათში.

· საგამოცდო პროცესი იყოფა ორ ნაწილად. საგამოცდო დღის პირველი ნაწილი 9:00 საათზე და გრძელდება 14:00 საათამდე, ხოლო საგამოცდო დღის მეორე ნაწილი რეგიონების მიხედვით იწყება 15:00 საათზე და გრძელდება 18:00 საათამდე.

ყვეყველა გამოცდაზე გამოყოფილია მაქსიმუმ ერთი საათი და 40 წუთი.

მხიარული სტარტები


სასწავლო წლის დასასრულს ჩვენი სკოლის პირველ კლასელებმა "მხიარული სტარტები " გამართეს
"მხიარული სტარტებში " ბავშვებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს პატარების მშობლებმა და მასწავლებლებმა .
მონაწილეობა მიიღეს I ბ (დამრიგებელი ნინო ხარატიშვილი ) და Iგ (დამრიგებელი მაიკა კორაშვილი) კლასის მოსწავლეებმა.
I ბ კლასის გუნდს ერქვა "ჭიამაიები", ხოლო
Iგ კლასის გუნდს ერქვა "მერცხლები".

ბავშვებმა ძალიან მხიარულად გაატარეს ეს დღე.

I ა კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი მათემატიკაში თემაზე" რა ვიცით? რა ვისწავლეთ? ", რომელიც ინტეგრირებული იყო ბუნებასთან და ხელოვნებასთან. მოსწავლეებმა შეაჯამეს მიღებული ცოდნა საინტერესო აქტივობებით, რომელიც დაიგეგმა პედაგოგის მიერ. გაკვეთილზე გამოყენებული იქნა კომპიუტერი, რომელზეც ბავშვებმა შეასრულეს სავარჯიშოები დამოუკიდებლად. გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები.

პედაგოგი ნინო ჩალაძე.