საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

28 сент. 2014 г.

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღე

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეს ჩვენი მოსწავლეები შეუართდნენ ქალაქი თვითმართველობის აქციას და გვირგვინებით შეამკეს  ჟიული შარტავას ძეგლი რუსთავში

18 сент. 2014 г.

15 სექტემბერი ახალი სასწავლო წლის დასაწყისი

ახალი მიზნებით, ახალი შემართებით მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად



15 сент. 2014 г.

11 сент. 2014 г.

ქალაქ რუსთავის N 20 საჯარო სკოლის დირექტორი

ქალაქ რუსთავის N 20 საჯარო სკოლის დირექტორად არჩეულია ქალბატონი ირმა იჩქიტიძე.


"Spell the Word"

მე-20 საჯარო სკოლაში 2014 წლის მარტში ჩატარდა სასკოლო კონკურსი "Spell the Word"
კონკურსი ჩატარდა რაუნდებად გამოვლინდა 3 გამარჯვებული მოსწავლე. საფინალო კონკურსი გაიმართა მე-4 საჯარო სკოლაში და იქაც გამოვლინდა ჩვენი სკოლის სამივე ფინალისტი გამრჯვებულად. მოსწავლეებმა გადაინაწილეს სამივე ადგილი. გამარჯვებულები არიან: დავით დავრაშელიძე, ზურა ბედიანაშვილი, ვასილი ვაზაგაევი.

აღნიშნულ კონკურს ორგანიზება გაუწია ინგლისურის მასწავლებელმა ქეთინო მამიაშვილმა.



19 мар. 2014 г.

კინო კლუბი

დღეს,19 მარტს 14:30 საათზე შედგა “კინო კლუბის”პრეზენტაცია,რომელზეც მოსულმა სტუმარმა ქალბატონმა ქეთევან გალადაძემ,რომელიც კინომცოდნეა ისაუბრა კინოს შექმნის ისტორიაზე,ბავშვებს სულ პირველად გადაღებული ფილმები აჩვენა და გააცნო მათი შემქმნელები.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 12 კინოს ჩვენება. ყოველი ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია აღნიშნული ფილმის შესახებ.ამ კლუბში მოსწავლეები ასევე ისწავლიან კინო სცენარის წერას და მათივე შექმნილი სცენარით გადაიღებენ ფილმს,მასტერკლასს კი ცნობილი რეჟისორები ჩაუტარებენ.
დღეს გაიმართა  პირველი კინოს ჩვენება სახელად “ოთხასი დარტყმა” და გაიმართა დისკუსია მის შესახებ,რომელსაც ესწრებოდა 40 მოსწავლე.

27 янв. 2014 г.

მიმდინარე სასწავლო წლის დეკემბერში მე 4ა კლასში ჩატარდა სახალწლო ღონისძიება,სადაც მე-4 კლასის მოსწავლეებმა გამოამჟღავნეს ცოდნა საახალწლო ტრადიციების  შესახებ ჩინეთში, ინგლისში ,ინდოეთსა და ეგვიპტეში,,

8 янв. 2014 г.

აქტიურო მოქალაქეებო ! გამოვლინდა ქვემო ქართლის აქტიური კლუბები ივლისი- დეკემბერის პერიოდში... მაშ ასე, გთავაზობთ ათეულს: 1. დაბა კაზრეთის #1 სკოლა, კლუბი "საფიხვნო" - 146 ქულა 2. რუსთავის #15 სკოლა, კლუბი "მე- აქტიური მოქალაქე" - 141 ქულა 3. რუსთავის #20 სკოლა, კლუბი "friendship club" - 124 ქულა 4. რუსთავის #17 სკოლა, კლუბი "თემიდა" - 121 ქულა 5. ბოლნისის #5 სკოლა. კლუბი "ლიბერალი" 103 ქულა 6. კოდის სკოლა, კლუბი "თანასწორობა" - 97 ქულა 7. რუსთავის #24 სკოლა, კლუბი "WALL" - 84 ქულა 8. მარნეულის #3 სკოლა, კლუბი " ნათელი მომავალი" - 78 ქულა 9. რუსთავის #26 სკოლა, კლუბი "Liberty team" - 72 ქულა 10. მარტყოფის #2 სკოლა, კლუბი " მოქალაქე" - 69 ქულა

12 дек. 2013 г.

მარინა ბოსტოღანაშვილი- ქიმია , ზაზა ჯალიაშვილი- გეოგრაფია

27 ნოემბერს, მე–20 საჯარო სკოლაში მე–9 ა კლასში ჩატარდა ინტეგრირებული


გაკვეთილი ქიმია ბიოლოგიაში თემაზე  „რა არის ჰაერის მავნე ნივთიერებები“
გაკვეთილიოს მიზანი იყო მოსწავლეებს ამოეცნოთ დაბინძურების წყაროები, დახასიათება მავნე ნივთიერებების, ზოგადი ეკოლოგიური მიმოხილვა და მათი პრობლემატიკის აღწერა ამავე დროს გადაჭრის გზების ძიება როგორც მაკრო, ასევე მიკროგეოგრაფიულ სივრცეში.

გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით. კლასი დაიყო ჯგუფებად, მოსწავლეებმა გამოიყენეს როგორც ქიმიის, ასევე გეოგრაფიის სახელმძღვანელოები, ინტერესი საკმაოდ დიდი იყო, საკითხებში გარკვევის შემდეგ ჯგუფებმა გამოყვეს ძირითადი პრობლემები, მოახდინეს პრეზენტაციები, სადაც გამოჩნდა რომ მთლიანობაში თემატიკა მოსწავლეებმა  სწორი მიმართულებით დაამუშავეს, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, გაიმართა დისკუსია საგაკვეთილო მიზნები მიღწეულ იქნა.

27 нояб. 2013 г.

მიმდინარე წლის ნოემბერსა და დეკემბერში მე-20 სკოლის პედაგოგის მიერ დაიგეგმა და  მიმდინარეობს პროექტი მე-4  კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით. პროექტის მიზანია მოსწავლეებმა უფრო უკეთ  და ვრცლად გაიცნონ ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას,იგი  მოიცავს რამდენიმე ეტაპს კედლის გაზეთების, კალიგრაფიული ნამუშევრების შექმნას ვაჟას შემოქმედებისა და მოღვაწეობის შესახებ, მისი მოთხრობების პერსონაჟების გაცოცხლებას, პროექტის ავტორია ნ.ჩალაძე მონაწილეობსკოლის ყველა მე-4 კლასის მოსწავლე.შეიქმნა ხელნაწერი წიგნ ი და მოსწავლეთა მხატვრული კითხვის პრეზენტაციის ამსახველი კლიპი პროექტს დაასრულებს ლიტერატურულ- შემოქმედებითი საღამო

18 нояб. 2013 г.

30.10.2013  ჩატარდა  გაკვეთილი სახელწოდებით " ისტორიული გეოგრაფია" . ისტორიის  და გეოგრაფიის  ინტეგრირებით.
ისტორიის მასწავლებელი - ეკატერინე მამუკელაშვილი
გეოგრაფიის მასწავლებელი - ზაზა ჯალიაშვილი.
გაკვეთილის მიზანი იყო  მოსწავლეებს დაენახათ, როგორ ცვლიდნენ ისტორიული მოვლენების მსოფლიო პოლიტიკურ რუქას. გამოყენებული იქნა მრავალფეროვანი მეთოდები. მოსწავლეები მუშაობდნენ ჯგუფებში და შემდეგ მოახდინეს ნამუშევრების პრეზენტაცია 

15 нояб. 2013 г.

ჩვენი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ ანა წერეთელმა გაიმარჯვა ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნული ოლიმპიადის II ტურში. რის შედეგადაც მახვდა ბაქსვუდის ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში. 20 დღის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის გაკვეთილებსა და აქტივობებში იღებდა მონაწილეობას.  ბანაკში მონაწილე  150 მოსწავლიდან შეირჩა 8 მოსწავლე, რომლებიც გაემგხავრნენ ინგლისში კერძოდ საუთჰემპტონში და ორი კვირის განმავლობაში ცხოვრობდენ ინგლისში. მათ შორის არის ჩვენი სკოლის მოსწავლე ანა წერეთელი.

ვულოცავთ ანას ამ დიდ წარმატებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებთ

5 июн. 2013 г.

მიმდინარე წელს გაზაფხული- ზაფხულის საზონის  ოლიმპიადაში"ევერესტი"  მესამე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა .მონაწილეთა შორის, საგანი ქართული ენა, გაიმარჯვა მე- 3 ა კლასის მოსწავლემ  ზურა ბედიანაშვილმა( პედაგოგი ნ. ჩალაძე). იგი  ქვეყნის  მაშტაბით საუკეთესო ათეულში მოხვდა.ზურა დააჯილდოვეს 2ივნისს სიგელითა და ფასანი საჩუქრით.

7 февр. 2013 г.




31.01.2013  ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი (ისტორია, გეოგრაფია) თემაზე "ისტორიული გეოგრაფია" X კლასში.