საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

18 окт. 2016 г.

ვებინარი

13.10 საქართველოს დროით 17 საათზეჩატარდა ვებინარი. ვებინარის მთავარი თემა თემა იყო :ანიმაციის მეთოდები და მოსწავლეთა ინტეგრაცია" . ვებინარს უძღვებოდა პოლონელი საერთაშორისო ექსპერტი Greta Prazdziel-Papuga.




საინფორმაციო შეხვედრა დებატ სკოლის ფარგლებში

13.10.2016 ში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო  მცირე გრანტების კონკურსშისკოლისადმი მხარდაჭერა. პროექტი ტარდება მეგობრობის ხიდი "ქართლოსი" (გორი) და სამოქალაქო განათლების ცენტრის (ვარშავა) პატრონაჟით. საინფორმაციო შეხვედრას უძღვებოდნენ ტუტორები ნინო გიორგაძე და გიორგი მაჭარაშვილი. ჩამოიწერა სკოლის პრობლემები და მოსწავლეებთან ერთად გაიმართა მსჯელობა პრობლემის მოგვარების გზებზე
















13 окт. 2016 г.

ტრენინგი მე-6 კლასელებისათვის

13 ოქტომბერს ხატია პაპიაშვილმა ჩაატარა ტრენინგი მე-6 კლასის მოსწავლეებთან. ტრენინგის თემა იყო: "ეკოლოგიური პრობლემები", სადაც განხილული იყო შესაძლო შედეგები და პრობლემის მოგვარების გზები. ბავშვებმა გამოთქვეს საკუთარი აზრი პრობლემასთან დაკავშირებით. მათ გაუჩნდათ სურვილი პროექტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღონ დასუფთავების აქციაში, რომელსაც უახლეს მომავალში ვგეგმავთ.




11 окт. 2016 г.

გავუფრთხილდეთ ბუნებას

11 ოქტომბერს ჩვენ სკოლაში პროექტების - ,,ფოტოსინთეზი 2017'' და ,,ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემია  2017'' - ფარგლებში ჩვენი სკოლის 
გუნდის  "ზვირქლემატის" ინიციატივით მოეწყო საუბრები დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან ეკოლოგიის თემაზე. უფროს კლასელებმა სთხოვეს პატარებს ფურცელზე გადმოეცათ მათი ნააზრევი , როგორ უნდა გაუფრთხილდეთ ბუნებას.
 მოეწყო გამოფენა "გავუფრთხილდეთ ბუნებას" გამოფენაზე გამოიფინა დაწყებითი კლასების მე-2- მე- 4 კლასელი პატარების ნახატები
ბავშვებმა ნახსტებით გაგვიზიარეს თავიანთი შეხედულებები ბუნებასა და ეკოლოგიაზე.









მოსწავლეთა თვითმართველობის არჩევნების შედეგები

N სახელი გვარი  კლასი ხმების რაოდენობა
1 ლიზი სიხარულიძე 7ა 16
2 პავლე არუსია 7ბ 14
3 ელვინა მამედოვა 7გ 15
4 ანაბელა ბუკუკიშვილი 8ა 11
5 ნინო მურჯიკნელი 8ბ  12
6 ანი მჭედლიძე 8გ 17
7 ნანუკა დუდაშვილი 9ა 19
8 ხატია ქურდაძე 9ბ 11
9 ლანა კაპანაძე 9გ 12
10 ლევან ცუცქირიძე  10ა 12
11 ანი დუღაშვილი 10ბ 12
12 მატვალა ჯიმშიაშვილი 11ა 16
13 ნოდარ გელაშვილი 11ბ 11
14 ინგა ალავიძე 12ა 12
15 მარიამ გიგაური  12ბ 16

მოსწავლეთა თვითმართველობის არჩევნები

11 ოქტომბერს რუსთავის N 20 საჯარო სკოლაში ჩატარდა მოსწავლეთა თვითმართველობის არჩევნები













3 окт. 2016 г.

2016-2017 სასწავლო წლის საზეიმო ღონისძიება



კიდევ ერთხელ აწკრიალდა სკოლის ზარი!....  აჟრიამულდა გარემო, 106 პირველკლასელი მიუჯდა დღეს მერხს, რომელზეც  ,,დედაენასთან" ერთად ბუკი, ფერადი ბუშტები და ქართული ზღაპრები დახვდათ.  ყველა: მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები, სკოლის კურსდამთავრებულები შეიკრიბნენ საზეიმო ღონისძიებაზე. მათ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ირმა იჩქიტიძემ, დეპუტატმა თენგიზ ტაბატაძემ, სკოლის დირექტორის მოადგილემ ქალბატონმა მანანა ჯიმშელაძემ, სკოლის ოქროს მედალოსანმა, აწ უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა სოფიკო ჩიხრაძემ, ვერცხლის მედალოსანმა სამედიცინოს სტუდენტმა ანა თაყაძემ, პირველკლასელებმა.





  

წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ მეოცესკოლელებო! თვალებში სიხარული, გულში - სითბო და სიყვარული არ დაგლეოდეთ! იმედია, ამ სკოლის კედლებში შეძენილი ცოდნა ნაყოფიერი აღმოჩნდება ყველა თქვენგანისთვის და თქვენს აღმზრდელებსაც გაახარებთ თქვენი მიღწევებით.