საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

7 окт. 2019 г.

სასწავლო პროექტი ,,სკოლის ნიჭიერი 2019"

პროექტის ხელმძღვანელი: ეკატერინე შანშაშვილი

პროექტის მიზანია ნიჭიერი, შემოქმედებითი უნარით დაჯილდოებული მოსწავლეებისთვის ხელშეწყობა, მათი შესაძლებლობების გაცნობა და წარმოჩენა სასკოლო საზოგადოებისათვის.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია მე-20 საჯარო სკოლის I-XII კლასის მოსწავლეებს. მონაწილეებს შეუძლიათ წარმოადგინონ ქორეოგრაფიული, მუსიკალური, ინსტრუმენტის გამოყენებით მუსიკალური ნომერი ან მხატვრული ლექსი, იუმორი, მონოლოგი, სპორტული, მხატვრული თუ განსაკუთრებული ნიჭის გამომხატველი ერთი ნომერი.
პროექტი ტარდება სამ ტურად.
I ტური ტარდება ოქტომბრის თვეში. წარმოდგენილი ნომერი არ უნდა აღემატებოდეს 2 წთ-ს. ჟიურისა და მაყურებლის მიერ გამოვლენილი ყველა საუკეთესო ნომრის შემსრულებელი გადადის II ტურში.
II ტური ტარდება ნოემბრის თვეში. შეფასება იქნება 5-ბალიანი სისტემით. საუკეთესო ქულების დაგროვების შემთხვევაში 3-5 მუსიკალური, ქორეოგრაფიული, არტისტული და განსხვავებული ნომრის შემსრულებლები გადადიან III ტურში. ასევე შეუძლიათ 3 მონაწილე მაყურებლის მიერ იქნას გამოვლენილი და გადაყვანილი III ტურში.
III ტურში მონაწილეებიდან 5-ბალიანი სისტემით გამოვლინდება 5 ნომინანტი: მუსიკალური ქორეოგრაფიული და არტისტული ნომრის შემსრულებელი, ასევე ჟიურის რჩეული და მაყურებლის რჩეული. ფინალური ტური და დაჯილდოება ჩატარდება დეკემბერში. მონაწილეები დაჯილდოვდებიან სიგელებითა და პრიზებით. საუკეთესო შედეგების მქონე ერთ-ერთი მონაწილე კი მოიპოვებს ,,2019 წლის სკოლის ნიჭიერის“ ტიტულს.
პროგრამა:
1. საინფორმაციო შეხვედრა - 30 სექტემბერი
2. ინფორმაციის განთავსება სკოლის გვერდზე - 1 ოქტომბერი
3. მონაწილეთა რეგისტრაცია - 1-9 ოქტომბერი
4. ღონისძიების მომზადების სამუშაოები - 10-16 ოქტომბერი
5. I ტური - 18 ოქტომბერი
6. მეორე ტურში გადასული მონაწილეებისთვის ნომრების შერჩევა-დამუშავება - 21-30 ოქტომბერი
7. II ტურის ჩატარების ორგანიზება - 4-8 ნოემბერი
8. II ტური - 15 ნოემბერი
9. III ტურში მონაწილეთა მომზადება - 19-30 ნოემბერი
10. ფინალის მოსამზადებელი სამუშაოები - 2-6 დეკემბერი
11. III ტური - 12 დეკემბერი

30 сент. 2019 г.

წრე "ჟურნალისტები"

წრე "ჟურნალისტები"

წრე “ჟურნალისტებში” გაწევრიანებული მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა მორიგი შეხვედრა. 

ინტერვიუ აიღეს ჩვენი სკოლის ღვაწლმოსილი პენსიონერი პედაგოგის - ციალა ღონღაძისაგან.


"მეზღაპრეები"

II  კლასების მოსწავლეებისათვის მუშაობს  დამატებითი წრე „ მეზღაპრეები“, რომლის მიზანია კითხვის, საუბრისა და წერის უნარების დახვეწა

წრის მორიგი შეხვედრა 07,11,2019

17 апр. 2018 г.

დედაენი დღესთან დაკავშირებით, მე_2 ა კლასის მოსწავლეებმა შექმნეს წიგნები, იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით.

დედაენი დღესთან დაკავშირებით, მე_2 ა კლასის მოსწავლეებმა შექმნეს წიგნები, იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით.



26 мар. 2018 г.

,,გახდი იურისტი"


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიერ  ჩატარებულ ტრენინგებში ჩვენი სკოლის მე-11ა კლასის მოსწავლე  ქეთი ნოზაძე  იღებდა  მონაწილეობას.  მის მიერ შერცეული ტრენინგ-კერსი იყო   "გახდი იურისტი" ,  ქეთიმ გაიარა  წარმატებით და გადაეცა  დამადასტურებელი  სერტიფიკატი.
ქეთიმ დაწერა  თემა  პროექტის შესახებ , რომელიც 10 საუკეთესო ნაშრომს შორის მოხვდა. 



7 февр. 2018 г.

ეტალონის კონკურსი

სკოლაში ჩატარდა ,,ეტალონის" მუნიციპალური  თამაში, რომელშიც ჩვენის სკოლის 8-11 კლასის 38- მა  მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
თამაშის მეორე ეტაპია ნახევარ-ფინალი, რომელიც ტარდება იმ მოსწავლეებს შორის, რომლებიც  მაღალ ქულებს მიიღებენ წინა ეტაპზე. ჩვენი სკოლიდან ნახევარ ფინალში გადავიდა 5 მოსწავლე:
  1. თამარ ნებიერიძე
  2. ლუკა ჯიხვაშვილი
  3. მარი ბრეგვაძე
  4. ნია მურჯიკნელი
  5. გიორგი გოგოლაძე 

ვულოცავთ ჩვენ მოსწავლეებს და წარმატებებს უსურვებთ! 

6 февр. 2018 г.

Miksike- ოლიმპიადა

მათემატიკურ ონლაინ ოლიმპიადაში Pranglimine-2018 http://ge.miksike.eu/ აქტიურად მონაწილეობდა ჩვენი სკოლა. ფინალში გავიდა სამი მოსწავლი:
ლუკა ფოცხვერაძე- მე-2 კლასი
ბარბარე აროშვილი - მე-3 კლასი
ლილე ოხანაშვილი მე-8 კლასი.

ფინალი ჩატარდა ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, რომელზეც გაემგზავრა:
ლუკა ფოცხვერაძე
ბარბარე აროშვილი