საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

21 июн. 2010 г.


14.06.2010 წელს საქართველოში აღინიშნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე. ამ დღესთან დაკავშირებით შერატონ მეტეხი პალასში ჩატარდა ღონისძიება. ამ ღონისძიებაში მიწვეული იქნენ ჩვენი სკოლის წარმომადგენლები , რომლებმაც დაამზადეს ვიდეო რგოლი ინვალიდობის თემასთან დაკავშირებით და მიიღეს მონაწილეობა კონკურსში "ადაპტირებული გარემო უკეთესი მომავლისათვის" . ამ ღონისძიებაზე გაიმართა შესღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ შესრულებული ნამუშევრები გამოფენა–გაყიდვა, შემდეგ დებატები და დასკვნით ნაწილში მოხდა დაჯილდოვება სხვადასხვა ნომინაციაში.
ჩვენმა სკოლამ მიიღო 200 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი კონკურსში მონაწილეობისათვის.

10 июн. 2010 г.




ჩვენ არ შეგვიძლია კაცობრიობის პრობლემების ერთი ხელის დაკვრით გადაჭრა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ პრობლემების დაძლევა, თანამშრომლობა და თანადგომა.




ქ. რუსთავის მე–20 საჯარო სკოლაში გაიმართა ნახატების გამოფენა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა მხარდასაჭერად.



ჩვენი მიზანია შთავუნერგოთ მოსწავლეებს ის , რომ თუ ადამიანს რაიმე მისგან დამოუკიდებელ მიზეზების გამო ცხოვრების წესის შეცვლა მოუწია.



ნახატების გამოფენაში აქტიური მონაწილეიბა მიიღეს VI-III-IV-V-VII კლასის მოსწავლეებმა.



აგრეთვე სკოლამ მიიღო კონკურსში მონაწილეობა „ადაპტირებული გარემო უკეთესი მომავლოსათვის“დამზადდა ვიდეო რგოლი ინვალიდების თემაზე, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს სკოლის ფსიქოლოგმა ლიანა ყულოშვილმა, რელიგიის მასწავლებელმა ნინო ბიძინაშვილმა და XI კლასის მოსწავლეებმა : შორენა გორგაძე და გიორგი მეფარიშვილი.





26 мар. 2010 г.

დამრიგებლების სურვილების ასრულება.




10 მარტს მე 20 სკოლაში ფსიქოლოგის ლიანა ყულაშვილის და სკოლის ორგანიზატორის ქეთინო მამულაშვილის ხელმძღვანელობით თვითმართველობის მოსწავლეებმა დამრიგებლებს ჩაუტარეს ღონისძიება ქალის დღესთან 8 მარტთან დაკავშირებით. თვითმართველობის მოსწავლეებმა მასწავლებელებს გაუხალისეს ცხოვრება, შეუსრულეს სურვილები. ღონისძიება იყო ძალიან მხიარული ყველას შეუქმნა ამაღლებული განწყობა.


4 дек. 2009 г.

"ჯანსაღი ცხოვრების წესი ”



სსიპ № 20 სკოლაში 10 ნოემბერს 2009 წელს სკოლის ფსიქოლოგის ინიციატივით და სკოლის ოერგანიზატორთან ერთობლივი მუშაობით ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით

”ჯანსაღი ცხოვრების წესი”.

ღონისძიების დევიზი : ”გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს”

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ოთხი პარალელური მე -8 კლასისმოსწავლეები .ღონისძიებას მიეცა კონკურსის სახე. მოსწავლეებმა თავის კლასის სახელით ჟიურის განსახილველათ წარმოადგინეს ტავიანთი ხელით დამზადებული პლაკატები, სლაიდები და კლიპები, ბუკლეტები და გაუკეთეს თავიანთ ნამუშევრებს შესაბამისი პრეზენტაცია. .ღონისძიების დასასრულს მოზარდებმა იხილეს ფილმი სახელწოდებით ” საბედისწერო ნაბიჯი” , რომელშიც ერთ-ერთი ნარკომანის ცხოვრებაა ასახული: დაწვრილებით იხილეთ აქ



5 нояб. 2009 г.

მერიის გარდამავალი თასი ”სკოლბურთში” 2009 წელი

2009 წ. 9 ოქტომბერს ჩატარდა კენჭისყრა ”სკოლბურთში” მერიის თასზე . ეს ტურნირი მესამე წელია , რაც ტარდება და ჩვენ ყოველთვის ვიღებთ მონაწილეობას. წელს ტურნირში მონაწილეობა მიიღო ოცმა სკოლამ. სკოლები დაყვეს ორ ქვეჯგუფად. ტურნირი ჩატარდა ოლიმპიური სისტემით ჩვენ სკოლას მოუწია ოთხი შეხვედრის ჩატარება.
მწვრთნელი ინგა მარღიშვილი

ტურნირში ჩვენმა სკოლამ დაიკავა მე-3 საპრიზო ადგილი.

სრული ინფორმაცია იხილეთ აქ

27 мая 2009 г.



სკოლის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოვება
სურათები იხილეთ აქ ___