საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

29 дек. 2010 г.

ვიზიტი მოხუცებულთა თავშესაფარში "ქსენონი"



28 დეკემბერს ჩვენი სკოლის თვითმართველობის და ლია ყულოშვილის ინიციატივით მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები ესტუმრნენ მოხუცებულთა თავშესაფარს რუსთავში "ქსენონ"–ს.
მოხეცებულებს მიუტანეს ხილი, ტკბილელული , ბურღულეული, ტორტები და მიულოცეს დამდეგი შობა–ახალი წელი.
მოსწავლეებმა მოამზადეს გასართობი მინი–პროგრამა, რომლითაც ძალიან გაახალისეს მოხეუცებულები, ააცეკვეს და ამღერეს. ცეკვებში მასწავლებლებიც ჩაერთნენ.
მოხუცებულები მადლობლები და გახარებულები იყვნენ ჩვენი მოსწავლეების სტუმრობით და დიდი მადლობა დააბარეს სკოლის მისამართით, ყურადღებისთვის და საჩუქრებისთვის.

7 дек. 2010 г.

ინტელექტუალური თამაში "გვახსოვდეს ტაო–კლარჯეთი


6 დეკემბერს სკოლაში, რელიგიის მასწავლებლის ნინო ბიძინაშვილი ინიციატივით ჩატარდა ინელექტუალური კონკურსი სახელწოდებით ,,გახსოვდეთ ტაო - კლარჯეთი".
კონკურსის დასაწყისში 5 კლასის მოსწავლეებმა შესთავაზეს დამსწრე საზოგადოებას მცირე ლირიული შესავალი , რომლის მიზანი იყო მაყურებლებისთვის ემოციური განწყობილების შექმნა . მოსწავლეებმა წმინდა ილია მართლის , წმინდა დავით მეფსალმუნისა და სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის გამონათქვამებზე დაყრდნობით ისაუბრეს ქართველი ერის დიდებულ წარსულზე, ჩვენი წინაპრების ღვაწლზე, ჩვენ მოვალეობებზე ერისა და წინაპრების წინაშე. დასკვნის სახით მათ წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას ვიდეო კლიპი ,,ტაო კლარჯეთი ჩვენი ტკივილი და სიამაყე " , რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე.

1 дек. 2010 г.

ინკლუზიური განათლება



2010 წლის 10 ნოემბერს სკოლის ინკლუზიური განათლების კოორდინატორის თხოვნით სკოლაში გვესტუმრნენ ინკლუზიური განათლების კოორდინოტარი ქვემო ქართლის რეგიონიდან თამარ გამცემლიძე და მულტიდისციპლინალური გუნდის კოორდინატორი ქველო ქართლის რეგიონიდან მარიკა ჩუთლაშვილი. საუბარი იყო ინკლუზიური განათლების და ნერგვისადმი ხელშეწყობაზე , პედაგოგების ინფორმირება, კონსულტაციები. კონსულტაციები სსსმ მოსწავლეთა თავისებურებებზე. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შინაარსსა და მიზნებზე.
შეხვედრას ესწრებოდა 22 მასწავლებელი