საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

7 дек. 2010 г.

ინტელექტუალური თამაში "გვახსოვდეს ტაო–კლარჯეთი


6 დეკემბერს სკოლაში, რელიგიის მასწავლებლის ნინო ბიძინაშვილი ინიციატივით ჩატარდა ინელექტუალური კონკურსი სახელწოდებით ,,გახსოვდეთ ტაო - კლარჯეთი".
კონკურსის დასაწყისში 5 კლასის მოსწავლეებმა შესთავაზეს დამსწრე საზოგადოებას მცირე ლირიული შესავალი , რომლის მიზანი იყო მაყურებლებისთვის ემოციური განწყობილების შექმნა . მოსწავლეებმა წმინდა ილია მართლის , წმინდა დავით მეფსალმუნისა და სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის გამონათქვამებზე დაყრდნობით ისაუბრეს ქართველი ერის დიდებულ წარსულზე, ჩვენი წინაპრების ღვაწლზე, ჩვენ მოვალეობებზე ერისა და წინაპრების წინაშე. დასკვნის სახით მათ წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას ვიდეო კლიპი ,,ტაო კლარჯეთი ჩვენი ტკივილი და სიამაყე " , რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე.

0 коммент.:

Отправить комментарий