საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

8 окт. 2014 г.

ინტეგრირებული გაკვეთილი ფიზიკა მათემატიკა

9 ოქტომბერს IX ა კლასში ჩატარდა ფიზიკა-მათემატიკის ღია გაკვეთილი. (ფიზიკის მასწავლებელი ნელი ღოლიჯაშვილი, მათემატიკის მასწავლებელი ნინო მარგველაშვილი)გაკვეთილის თამა "ვექტორი, ვექტორის გამოყენება".



გაკვეთილის მიზანი იყო მათემატიკიდან მიღებული ცოდნა გამოეყენებინათ ფიზიკური პროცესების, კერძოდ სხეულთა მოძრაობის აღწერისას. მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში. შეასრულე დავალებები ვექტორების გამოყენებით, შემდეგ კი მოახდინეს შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია.
მოსწავლეებმა შეძლეს ვექტორის ცნებები გააზრება, როგორც მათემატიკის ასევე ფიზიკის თვალსაზრისით, შეძლეს ვექტორების გამოყენებით რეალური პროცესების აღწერა.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა შეაფასეს გაკვეთილი, ასევე ჯგუფების მუშაობა.
გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი ირმა იჩქიტიძე, მათემატიკის კათედრის წევრები ქეთინო ფოფხაძე, ციალა ღონღაძე, საბუნებისმეტყველო კათედრიდან მარინა ბოსტოღანაშვილი. ტექნიკური მხარდაჭერა საინფორმაციო მენეჯერი ხათუნა ციხელაშვილი.

0 коммент.:

Отправить комментарий