საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

26 февр. 2015 г.

კონფერენცია თემაზე "დედამიწას სიცხე აქვს"

26 თებერვალს სკოლაში საბუნებისმეტყველო კათედრის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით. (ორგანიზატორი: ფიზიკის მასწავლებელი ნელი ღოლიჯაშვილი)
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, ისაუბრეს მოძიებულ ფაქტებზე ფს აუდიტორიას გააცვნეს გლობალური დათბობის საფრთეები და ადამიანების მოვალეობა ამ პრომლემის თვიდან ასაცილებლად.











დებატები რუსთავის მხრეთცოდნების მუზეუმში თემაზე 25 თებერვალი

25 თებერვალს რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მოეწყო დებატები. მონაწილეობა მიიღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა: ხათია პაპიაშვილმა, საბა გაფრინდაშვილმა , ანი გზობავამ, ანა გურასაშვილმა, ალექსანდრე საცერაძემ , მარიამ კალატოზიშვილმა





25 февр. 2015 г.

24 февр. 2015 г.

იმიტირებული სასამართლო

21 თებერვალს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქ.რუსთავის #16 და #11 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი იქნა იმიტირებული სასამართლო, სადაც ნაფიც მსაჯულად მონაწილეობას იღებდა ჩვენი სკოლის მოსწავლე სოფო ჩიხრაძე


ტრენინგი დაწყებითი კლასების პედაგოგებისათვის

14,15 და21 თებერვალს ქალაქის დაწყებითი კლასების პედაგოგები გადამზადდნენ კითხვის საათის ჩატარებასთან დაკავშირებით.
ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა საჯარო სკოლის კოლეგებთან ერთად ტრენინგებში.



23 февр. 2015 г.

პროექტი თემაზე ,,გზავნილი საზოგადოებას".

,,რუსთავის მოსწავლეთა ფორუმი" გთავაზობთ ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ და პოპულარულ პროექტს თემაზე ,,გზავნილი საზოგადოებას".
    თუ გსურს გამოავლინო შენი ნიჭი ფართო საზოგადოების წინაშე და დაამტკიცო, რომ ხარ ლიდერი ლიდერთა შორის, მაშინ ეს პროექტი შენთვისაა!
   პროექტი გათვლილია  IX, X, XI და XII  კლასის მოსწავლეებისათვის. ჩვენი თვითმიზანია შესაძლებლობა მივცეთ რუსთაველ ახალგაზრდებს, გამოავლინონ ორატორული ნიჭი და საჯაროდ ისაუბრონ მათთვის მნიშვნელოვან თემებზე.
  პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ორი ეტაპის გავლა; 
1) აპლიკაციის შევსება


ან გამოგვიგზავნეთ თქვენი სამაოტივაციო წერილი (მიუთითეთ თქვენი : სახელი , გვარი , ასაკი , სკოლა , კლასი , მობილური ტელეფონი და რატომ გსურთ ამ პროექტში მონაწილეობა ) მისამართზე -  natia_tavdumadze@yahoo.com

2) გასაუბრება

  გასაუბრების შედეგად  შეირჩევა 10 საუკეთესო  სპიკერი, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ფინალურ ეტაპზე.
     ,,გზავნილი საზოგადოებას" არის სათაური თემისა, სადაც ფინალისტებმა უნდა ისაუბრონ საქართველოში არსებულ პრობლემებზე და მათ გადაჭრის გზებზე.   გამოსვლის ხანგრძლივობაა 4 - 5 წუთი.
     გამარჯვებულს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, ყველა ფინალისტს გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
I - ადგილზე გასულს გადაეცემა 70 ლარიანი მაღაზია ბიბლუსის ვაუჩერი
II - ადგილზე გასულს გადაეცემა 40 მაღაზია ბიბლუსის ვაუჩერი.
პატივისცემით  
ა.ა.ი.პ რუსთავის ახალგაზრდული ცენტრი!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით :
ნათია თავდუმაძე 593 47 45 18

"Photo-Synthesis" კონკურსის გამარჯვებული


ნინო და ანდრო გადავიდზნენ რეგიონალურ ტურში, რომელიც გაიმართება 7 მარტს თბილისში ევროპულ სახლში 14:00 საათზე
წარმატებებს ვუსურვებთ !!!


სკოლის კომისიამ გამოავლინა კონკურსის გამარჯვებული სურათი " ცოცხალი სამყარო და ბიომრავალფეროვნება"- სურათის ავტორია მე-10 კლასის მოსწავლე ანდრო როსნაძე.




ლაიქებით გამარჯვებულია მე-9 კლასის მოსწავლე ნინო ბრეგვაძე  


18 февр. 2015 г.

შეხვედრა მედიაპროექტ ,,ეტალონის" ავტორთან

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, მედიაპროექტ ,,ეტალონის’’ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი 18 თებერვალს რუსთავის #21 საჯარო სკოლას ეწვია.

                         
სტუმარმა რუსთავის საჯარო სკოლების დირექტორებს, პედაგოგებსა და მოსწავლეებს გადაცემასთან დაკავშირებული სიახლეები გააცნო და მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხა, შეხვედრის დასასრულს კი აქტიური მოსწავლეები ,,ეტალონის’’ კითხვების კრებულით დაასაჩუქრა. 
ღონისძიებას რუსთავის მერი დავით ჯიქია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
რუსთავის #20 საჯარო სკოლიდან შეცედრაზე იმყოფებოდნენ დაწყებითი კლასების კოორდინატორი მარინა ბოსტოღანაშვილი, ბიბლიოთეკარი ნანა დათაშვილი,მოსწავლეები: თიკა სულთანიშვილი და მარიამ გიგაური.


12 февр. 2015 г.

ურთიერთდასწრება

ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასი მასწავლებელი ირმა ოსიტაშვილი დაესწრო მე-15 საჯარო სკოლის მაწავლებლის ეკა წიცელაშვილის გაკვეთილს. შემდგომში ვგეგმავთ უფრო აქტიურ თანამშრომლობას სკოლებს შო


რის