საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

23 февр. 2015 г.

პროექტი თემაზე ,,გზავნილი საზოგადოებას".

,,რუსთავის მოსწავლეთა ფორუმი" გთავაზობთ ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ და პოპულარულ პროექტს თემაზე ,,გზავნილი საზოგადოებას".
    თუ გსურს გამოავლინო შენი ნიჭი ფართო საზოგადოების წინაშე და დაამტკიცო, რომ ხარ ლიდერი ლიდერთა შორის, მაშინ ეს პროექტი შენთვისაა!
   პროექტი გათვლილია  IX, X, XI და XII  კლასის მოსწავლეებისათვის. ჩვენი თვითმიზანია შესაძლებლობა მივცეთ რუსთაველ ახალგაზრდებს, გამოავლინონ ორატორული ნიჭი და საჯაროდ ისაუბრონ მათთვის მნიშვნელოვან თემებზე.
  პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ორი ეტაპის გავლა; 
1) აპლიკაციის შევსება


ან გამოგვიგზავნეთ თქვენი სამაოტივაციო წერილი (მიუთითეთ თქვენი : სახელი , გვარი , ასაკი , სკოლა , კლასი , მობილური ტელეფონი და რატომ გსურთ ამ პროექტში მონაწილეობა ) მისამართზე -  natia_tavdumadze@yahoo.com

2) გასაუბრება

  გასაუბრების შედეგად  შეირჩევა 10 საუკეთესო  სპიკერი, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ფინალურ ეტაპზე.
     ,,გზავნილი საზოგადოებას" არის სათაური თემისა, სადაც ფინალისტებმა უნდა ისაუბრონ საქართველოში არსებულ პრობლემებზე და მათ გადაჭრის გზებზე.   გამოსვლის ხანგრძლივობაა 4 - 5 წუთი.
     გამარჯვებულს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, ყველა ფინალისტს გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
I - ადგილზე გასულს გადაეცემა 70 ლარიანი მაღაზია ბიბლუსის ვაუჩერი
II - ადგილზე გასულს გადაეცემა 40 მაღაზია ბიბლუსის ვაუჩერი.
პატივისცემით  
ა.ა.ი.პ რუსთავის ახალგაზრდული ცენტრი!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით :
ნათია თავდუმაძე 593 47 45 18

0 коммент.:

Отправить комментарий