საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

27 мая 2015 г.

დამოუკიდებლობის და პოლიციის დღესთან  დაკავშირებით დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მოაწყეს ნახატების გამოფენა სახელწოდებით "ჩვენი მეგობარი პოლიციელი"






22 мая 2015 г.

2014-15 სასწავლო წლის ბოლოს  1ა კლასში (პერაგოგი ნ.ჩალაძე) ჩატარდა პროექტ- გაკვეთილი" 1 წელი სკოლაში"
სადაც მოსწავლეებმა გამოამჟღავნეს 1წლის განმავლობაში შეძენილი ცოდნა ქართულში მათემატიკასა და ხელოვნებაში. პატარებმა შექმნეს სამუშაო ჯგუფები, ემბლემები მოამზადეს ლექსები, სიმღერები , მონაწილეობა მიიღეს მცირე ვიქტორინაში და დაჯილდოვდნენ  წამახალისებელი სიგელებით.





21 мая 2015 г.

პროექტი ,,სიკვდილთან წაგებული თამაში " პრეზენტაცია

21 მაის , 14.30 სთ სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა პროექტის ,,სიკვდილთან  წაგებული თამაში "  პრეზენტაცია .
პრეზენტაცია დაიწყეს 9გ კლასის მოსწავლეებმა : ანა გზობავა , ანა გურასაშვილი, მარიამ კალატოზიშვილი . მათ წარმოადგინეს ანტინარკოტიკული აქციის ფარგლებში გადაღებული სოციალური რეკლამა და მიაწოდეს დარბაზსს ინფორმაცია ნარკოტიკული ნივთიერებების სახეობებზე , საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე


















20 мая 2015 г.

,,სული ლექსით გვიდგას"

ქართველი ემიგრანტის, მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ჯიმშერ ბედიანაშვილისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ კონკურსში ,,სული ლექსით მიდგას", რომელიც მეხუთე წელია რუსთავის #5 საჯარო სკოლაში ტარდება, ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ აკაკი გორგიაშვილმა I ადგილი მოიპოვა.
ვულოცავთ აკაკის ამ წარმატებას და  იმედი გვაქვს  არაერთხელ მოგვხიბლავს ის თავისი პოეტური ნიჭით!...

გთავაზოთ აკაკი გორგიაშვილის კონკურსზე წარდგენილ ლექსებს:
                      
                     * * *

სისხლით
და ნაღველით შეთითხნილ ღობეზე,
ყვავილებს ხატავდა უნიჭოდ მხატვარი,
 
პალიტრა დაღვრილი, ფერებად მოლბერტზე,
 
ელოდა ნაცრისფერ სიძველეს, საძვალის,
წიაღში. სად წმინდა ნაწილი მამათა,
 
სუიციდს განიცდილებს და ვერ წეს აგებულთ,
 
უშრეტი ცეცხლით მწველ ცოდვიან მავანთა,
 
ლოცვას ვერ ბედავდნენ, და თითქოს წაგებულს,
ტოვებდნენ ბრძოლის ველს, რომელსაც სიცოცხლე,
უწოდეს სახელად, სულმოკლე გვამებმა,
 
შენთვის თუ არ ძალგიძს, მაშ სხვისთვის ილოცე,
აბჯარი გახიე დოგმათა, თავნებავ.
ცივი მზე სველ კედლებს ცრემლივით გალუმპავს,
ფასეულს, უფასო ნივთებად გარდაქმნის,
 
ვის ზურგისშექცევა დააზრობს, დაღუპავს,
თუ მწვანე ცხენზე ზის სიკვდილი სად დაქრის?
სადაა ამ წამში, როს ყოველ კუთხეში,
 
უხმობენ,საბრალო ცოდვილთა სულები,
და ბედთან ჩარევის მეთოდი უხეში,
 
ყელამდე მოვიდა.და თითქოს ულევი,
გვამია ამ ქსელის თითოეულ კუთხეში,
 
სიკვდილის უფლება,არა გვაქვს მოკვდავებს,
სიცოცხლის უფლებას გვართმევს თვით სამყარო, და გმობს,
ეს კაცთ მოდგმა,დოგმებთან მოდავეს.
მაინც მსურს ნათელი ბნელისგან გავყარო
 და არა, ისე ვით სამყაროს შექმნისას,
 
ხერხემალდამტვრეულს, დავაგდებ ბელზებელს.
გავტეხავ ლურჯ კოლბას, უტყვ სულთა სევდისას,

და ფრთებად შევასხამ, სიმართლეს ბევრზე ბევრს
 ღიმილით გააღებს, ქოხის კარს მეთევზე,
თვლის უფლის წყალობას არ აქვსო საზღვარი,
ვარდისფერ ყვავილებს ხატავდა კედელზე,
 
მზის სხივთა პალიტრით, ნათელი მხატვარი.


          
* * *
შენ ჩემში ყვავილობ,
მე-თებერვალები
ზამთრის ურცხვ ღამეებს
მოვყევი სიზმრებში
ვნებისგან დამცხრალი
დახარე თვალები
და
შეგრჩი დაწერილ
რითმებად თითებში.

     ვიხსენებ უნაკლო
   
მუხლებს და თეძოებს
   
სიზმარის სიცხადეს
   
ვნატრობ და მოველი
   
თვალს ვავლებ ცარიელ
   
შუკებს და ეზოებს
     სულში ჩამისახლდა
     ჟულიენ სორელი.

პატივს არ დავეძებ
აქ
მხოლოდ ვნებაა
და
შენში სინაზის
სხივებად
ვსხივდები
ვსვამ
სასმელს, მომთენთავს
ეს
გრძნობა შვებაა.
ყველა მოლეკულით
ატომით
მინდები.

     
თუ ახლავს ნოემბერს
     
სუსხი და ტკივილი
       თებერვლის
სიზმრიან
     
 ღამეში დაგიცდი...
     
ფარდაგებს დაგიგებ
       ვარდის
და გვირილის
       ხალათად
მზის სხივის
     
 სინათლე ჩაიცვი.

შენ ჩემში ყვავილობ
მე
-თებერვალები
ზამთრის
ურცხვ ღამეებს
მოჰყევი სიზმრებში...
ვნებისგან დაცლილი
დახარე თვალები
და
შემრჩი გარითმულ
ფრაზებად თითებში

14 мая 2015 г.

დასუფთავების აქცია მე-3 გ კლასი

გარემოს დაცვის და ჯანსაღი ცხოვრების შესახებ მიღებული ინფორმაციის ,შემდეგ პედაგოგმა ირმა ოსიტაშვილმა თავის კლასთან ერთად მოამზადა პლაკატები და ფლაერები სისუფთავის დაცვის შესახებ!დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია და მოუწოდწბდნენ სხვებსაც რომ დაეცვათ სისუფთვე!