ჩვენს სკოლას დღეს მზიან ამინდთან ერთად ჟრიამულით ესტუმრნენ რუსთავის N 17; 20 და 25 ბაგა-ბაღის აღსაზრდელები აღმზრდელებსა და მშობლებთან ერთად.
პატარებმა დაათვალიერეს საკლასო ოთახები,სადაც ნახეს როგორ ეუფლებოდნენ ცოდნას პირველკლასელები. 1-ლი ა კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი ნინო ჩალაძე) თავიანთი ნახატები გადასცეს საჩუქრად და ლექსების თქმაშიც გამოიწვიეს ბაღის აღსაზრდელები.
ბავშვებმა დაათვალიერეს მოსწავლეების მიერ თექის წრეზე დამზადებული ნამუშევრების გამოფენა. (ხელმძღვანელი: მარინა მამნიაშვილი), ბიბლიოთეკა, რესურს-ოთახი, სკოლის ბუფეტი, სადაც ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ პატარებს.
ბოლოს კი დარბაზში შეიკრიბნენ, სადაც დაესწრნენ მე-4 კლასის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილ ღონისძიებას (მასწავლებლები: მანანა ბოსტოღანაშვილი, თეა გოზალიშვილი, ინგა ჭოხონელიძე, მარინა სიხუაშვილი). მეოთხეკლასელებთან ერთად იმღერეს და იცეკვეს კიდეც. შეხვედრამ თბილ და მხიარულ გარემოში ჩაიარა.

0 коммент.:
Отправить комментарий