საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

30 сент. 2015 г.

ჩვენ გვახსოვს


















თვითმართველობის არჩევნების დღე 7 ოქტომბერი


მე-7 -  მე-12 კლასის მოსწავლეთა საყურადღებოდ!












თვითმმართველობის წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო.
გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ კლასის დამრიგებლებთან



საარჩევნო კომისია 

28 сент. 2015 г.

Kings- ის სიგელების მფლობელები

სკოლის ადმინისტრაცია დიდ მადლობას უხდის მოსწავლეების, მასწავლებლებს და მშობლებს ოლიმპიადაში აქტიურობისათვის 














24 сент. 2015 г.

"FLEX"


2016-2017 აკადემიური წლისათვის "FLEX" პროგრამის ფარგლებში შეირჩევა 80 ფინალისტი. გამარჯვებულების მგზავრობა, ამერიკაში და უკან, სრულად დაფარული იქნება. ისინი ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან ყოველთვიური სტიპენდიითა და ჯანმრთელობის დაზღვევით. აშშ-ში ყოფნისას ქართველ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, გააცნონ თავიანთი კულტურა ამერიკელებს და ასევე, გაეცნონ ამერიკულ კულტურას სკოლაში სწავლის, ოჯახურ ცხოვრებასა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის გზით.
"FLEX" პროგრამის ფინალისტები შეირჩევიან ვაშინგტონის დამოუკიდებელი კომისიის მიერ, რომელიც შედგება ამერიკელი სპეციალისტებისაგან განათლების დარგში. შერჩევის პროცესი დაფუძნებულია კონკურსზე. კონკურსი კომპლექსურია და განისაზღვრება წერილობით შევსებული ანკეტის, რეკომენდაციების, ინგლისური ენის ცოდნის დონისა და კანდიდატის მიერ გამომჟღავნებული ერთწლიანი გაცვლითი გამოცდილებისათვის მზადყოფნის საფუძველზე. 
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის (1) მე-9, მე-10 და მე-11 კლასის, (2) 1999 წლის 1 იანვრიდან 2001 წლის 16ივლისამდე დაბადებულ მოსწავლეებსრომელთაც (3) ბოლო 5 წლის მანძილზე არ უცხოვრიათ აშშ-ში 3 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში, (4) არიან საქართველოსმოქალაქეები და (5) ფლობენ ინგლისურ ენას. "FLEX" პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ჩვენ ვიწვევთ ყველა უფროსკლასელსრომელიც აკმაყოფილებს პროგრამისკრიტერიუმებსმათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს (შშმპ). ასაკობრივი და სასკოლო კრიტერიუმი ასეთი პირებისათვის განსხვავებულიამე-8,მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის- 1998 წლის 15 თებერვლიდან 2001 წლის 16 ივლისამდე.
2015 წლის შემოდგომასა და ზამთარში ამერიკული საბჭოების წარმომადგენლები ტესტირებას ჩაატარებენ საქართველოს დედაქალაქსა და რამდენიმე რეგიონულ ცენტრში.
რუსთავი              25 სექტებმერი 2015. 10:00სთ                   საჯარო სკოლა #4,  ლეონიძის #26
მონაწილეებმა ტესტირების ცენტრში გამოცხადებისას თან უნდა იქონიონდაბადების მოწმობის დედანი (ან პირადობაან პასპორტი), ერთი ახლადგადაღებული 3X4სმფოტოსურათი და კალამიკონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველ სკოლის მოსწავლეებს უფლება აქვთ ტესტირება გაიარონ ზემოთ ჩამოთვლილი ცენტრებიდანმხოლოდ ერთ-ერთშიმონაწილერომელიც ტესტირებას გაივლის ორ სხვადასხვა ცენტრშიიქნება დისკვალიფიცირებული
ფინალისტების შერჩევა მიმდინარეობს სამ ეტაპადმონაწილეები პირველ ტურში გაივლიან ინგლისური ენის 15-წუთიან ტესტსმეორე ტურში გადასული კონკურსანტებსდაევალებათ რამდენიმე თემის დაწერახოლო ამ ტურის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მიიღებენ მონაწილეობას მესამე ტურშინახევარფინალისტი მოსწავლეებიშეავსებენ ანკეტასდაწერენ კომპლექსური ინგლისურის ტესტს და გაივლიან გასაუბრებასფინალისტები გამოვლინდებიან 2016 წლის მაისის დასაწყისშიისინი იმავეწლის ზაფხულში გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში და დაბრუნდებიან საქართველოში 2017 წლის ივნისის თვეში.
ყოველწლიურად რესურსცენტების საშუალების აღნიშნულ ინფორმაციას ვაწვდით თითოეულ სკოლას, რისთივისაც გვინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენ წელსაც შევეცადეთ ყველა რესურსცენრისთვის მიგვეწოდებინა საინფორმაციო ბროშურები და პლაკატები, რომლებიც გამიზნულია სკოლებში ინფორმაციის გასავრცელებლად. მოგმართავთ თხოვნით, საინფომაციო მასალა მიაწოდოთ თქვენს რეგიონში არსებულ სკოლებს.

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.

პატივისცემით,
დოდო გოცირიძე

FLEX პროგრამის ასისტენტი