კონკურსის მიზანია, თანამედროვე ჯარის პოპულარიზაცია და პატრიოტული სულისკვეთების გაზრდა.
კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა უნდა მოამზადონ ვიდეორეპორტაჟები 2008 წლის 8 აგვისტოს ომის გმირების შესახებ, სადაც მათ უნდა გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება აგვისტოს ომის გმირების მიმართ.
კონკურსის პირობები:
- ვიდეორეპორტაჟის ავტორი/ავტორები შესაძლებელია იყვნენ VII-XII კლასის მოსწავლეები;
- ვიდეოს გადაღების მეთოდი შეზღუდული არ არის (შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც პროფესიონალური კამერა, ისე მობილური კამერა და სხვა);
- ვიდეორეპორტაჟის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს;
- სკოლამ უნდა წარმოადგინოს ზემოთაღნიშნულ თემაზე გადაღებული არაუმეტეს 3 ვიდეორგოლი;
- საკონკურსო რეპორტაჟი სკოლის ადმინისტრაციის მიერ უნდა აიტვირთოს ინტერნეტსივრცეში. ვიდეორგოლის სახელწოდებაში მითითებული უნდა იყოს სკოლის დასახელება.
სკოლის ადმინისტრაციამ სკოლის ოფიციალური ელფოსტის საშუალებით მისამართზე: konkursebi@mes.gov.ge უნდა გადააგზავნოს შემდეგი ინფორმაცია:
- ინტერნეტსივრცეში ატვირთული ვიდეოს ბმულის მისამართი;
- ინფორმაცია (სახელი, გვარი, კლასი, საკონტაქტო ინფორმაცია) ვიდეორგოლის ავტორის შესახებ;
- ელფოსტის ,,Subject” ველში მიუთითეთ სკოლის დასახელება.
ვადები:
- კონკურსის გამოცხადების ვადად განისაზღვროს 15 სექტემბერი;
- მოსწავლეების მიერ ვიდეორგოლების მომზადება არაუგვიანეს 8 ოქტომბერი;
- სკოლის ადმინისტრაციის მიერ ვიდეორგოლების ბმულების ელფოსტაზე გადაგზავნა არაუგვიანეს 9 ოქტომბერი.
გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან სხვადასხვა კომპიუტერული ტექნიკით.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ აქ.
0 коммент.:
Отправить комментарий