სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წელი და გარდაცვალებიდან 100 წლის აღსანიშნავად მოამზადა საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტი. აკაკი წერეთლის პირადი საარქივო ფონდი ხელნაწერთაეროვნულ ცენტრშია დაცული, შესაბამისად, ამ უმნიშვნელოვანესი საზოგადო მოღვაწისცხოვრებისა და საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით ცენტრი საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს, უმაღლეს სასწავლებლებსა და დაინტერესებულ პირებს ფართოსაზოგადოებას სთავაზობს
საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტს:
„აკაკი წერეთლი - ბედნიერი ნიჭის შემოქმედი“
(14- 18 დეკემბერი)
პროექტი აგრეთვე მოიცავს საჯარო სალექციო კურსს
15 დეკემბერი. 15:00 სათი - ნანა ფრუიძე -,,უცნობი აკაკი“
16 დეკემბერი. 15:00 საათი - ელდარ ნადირაძე -„აკაკი წერეთლის წმინდანად შერაცხვის საკითხი“
17 დეკემბერი 15:00 საათი - ანდრო ბუაჩიძე -,, აკაკი როგორც ლირიკოსი. ‘’
პროგრამის შესახებ ვრცლად იხილეთ ბმულში და
ამონარიდები სხვადასხვა ლიტერატურიდან ვიქტორინისთვის.https://drive.google.com/file/d/0B5S223S8eipSVHBtWEVMaWhUOTA/view
-- https://drive.google.com/file/d/0B5S223S8eipSS2VzWUNNM1FCSE0/view
0 коммент.:
Отправить комментарий