დაწყებითი განათლების პროექტის ფარგლებში დირექტორის, ირმა იჩქიტიძის მიერ ხორციელდება ფორმალური დაკვირვება საგაკვეთილო პროცესში. პროექტში ჩართულია პირველი-მეექვსე კლასების მათემატიკისა და ქართულის ენისა და ლიტერატურის პედაგოგები.
დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს გაკვეთილებზე დასწრება, სადაც მასწავლებლები იყენებენ პროექტის სესიებზე შესწავლილ აქტივობებსა და შექმნილ სასწავლო რესურსებს.
G-PriEd-ის პროექტის ფორმალური დაკვირვება მოხდა პირველ კლასში მაია ციცქიშვილის, თეა გოზალიშვილის, მადლენა მამისმედიშვილის, მანანა ბოსტოღანაშვილის კითხვისა და მათემატიკის გაკვეთილებზე, მეორე კლასში ნინო ჩალაძის, ეკა შანშაშვილისა და ნინო ხარატიშვილის, მესამე კლასში ნინო ჯიმშელაძის, მეოთხე კლასში - ირმა ოსიტაშვილის, თეა შუბითიძისა და ბელა კუჭუხიძის გაკვეთილებზე, ასევე მათემატიკის გაკვეთილზე ნანი შევარდენიძესა და ნინო მარგველშვილთან, ქართულის გაკვეთილზე - მარინე ტაბატაძესა და თამარ ბუბუნაურთან.
0 коммент.:
Отправить комментарий