საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

7 дек. 2016 г.

Miksike ჩვენ სკოლაში

მიკსიკე საქართველოში http://ge.miksike.eu/, პროექტის ფარგლებში ჩვენ სკოლაში მოვიწვიეთ პროექტის დირექტორი Milla Pilv და Mihkel Pilv. შეხვედრას ესწრებოდნენ რუსთავის N 20; N4, N 17, N 21 საჯარო სკოლის მასწავლებლები. 
პროექტს „მიკსიკე საქართველოში“ ახორციელებს კომპანია მიკსიკ ე ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს (Estonian Development Cooperation) განვითარების პროგრამის მხარდაჭერით http://vm.ee/enჩვენი პროექტის მიზანია საქართველოს მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზება ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩასატარებლად როგორც საქართველოს სკოლებს შორის, ისე საქართველოსა და ესტონეთის და საქართველოსა და სხვა ქვეყნების სკოლებს შორის მიკსიკეს სასწავლო ონლაინგარემოში.
პროექტის ჩარჩოში საქართველოს სკოლებისათვის შეიქმნება ქართული საიტი, რომელიც მომხმარებლისათვის მისაწვდომი და უფასო იქნება. პროექტის მიმდინარეობისას დაგეგმილია შეჯიბრება ზეპირ მათემატიკურ ანგარიშში Pranglimine ( პრანგლიმინე ) .
პრანგლიმინე არის შეჯიბრება ზეპირი მათემატიკური ანგარიშის უნარის განსავითარებლად ონლაინრეჟიმში.
პროგრამა ავტომატურად ირჩევს და და აჩვენებს ეკრანზე სხვადასხვა მათემატიკურ მოქმედებებს, მონაწილემ კი სწრაფად უნდა გასცეს სწორი პასუხი. რაც უფრო სწრაფად და უშეცდომოდ უპასუხებს მომხმარებელი, მით მეტ ქულას დააგროვებს ის. შედეგი მყისიერად აისახება ცხრილში, სადაც მონაწილე დაინახავს საკუთარ ქულებს და დაკავებულ ადგილს. სავარჯიშო მოედანი, სადაც ვარჯიში შესაძლებელია ნებისმიერი მოქმედების მიხედვით, ხელმისაწვდომია მთელი დღე-ღამის განმავლობაში.
შეჯიბრება პრანგლიმინე დაიწყება 2016 წლის ოქტომბერში და გაივლის სამ ონლაინ ეტაპს. ამ სამი წინასწარი ეტაპის საფუძველზე შეირჩევა საუკეთესო მონაწილეები, რომლებსაც მიიწვევენ დასწრებულ ფინალზე საქართველოს ერთ-ერთი სკოლის კომპიუტერული კლასის ბაზაზე.








0 коммент.:

Отправить комментарий