საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

22 мар. 2017 г.


შეჯიბრება პრანგლიმინეში ფინალში გავიდა ჩვენი მოსწავლე ლილე ოხანშავილი და პირველი კლასის მშობელი ბატონი ლევან კაპანაძე 

მიკსიკე საქართველოში http://ge.miksike.eu/
პროექტს „მიკსიკე საქართველოში“ ახორციელებს კომპანია მიკსიკ ე ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს (Estonian Development Cooperation) განვითარების პროგრამის მხარდაჭერით http://vm.ee/en ჩვენი პროექტის მიზანია საქართველოს მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზება ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩასატარებლად როგორც საქართველოს სკოლებს შორის, ისე საქართველოსა და ესტონეთის და საქართველოსა და სხვა ქვეყნების სკოლებს შორის მიკსიკეს სასწავლო ონლაინგარემოში.
პროექტის ჩარჩოში საქართველოს სკოლებისათვის შეიქმნება ქართული საიტი, რომელიც მომხმარებლისათვის მისაწვდომი და უფასო იქნება. პროექტის მიმდინარეობისას დაგეგმილია შეჯიბრება ზეპირ მათემატიკურ ანგარიშში Pranglimine ( პრანგლიმინე ) .
პრანგლიმინე არის შეჯიბრება ზეპირი მათემატიკური ანგარიშის უნარის განსავითარებლად ონლაინრეჟიმში.
პროგრამა ავტომატურად ირჩევს და და აჩვენებს ეკრანზე სხვადასხვა მათემატიკურ მოქმედებებს, მონაწილემ კი სწრაფად უნდა გასცეს სწორი პასუხი. რაც უფრო სწრაფად და უშეცდომოდ უპასუხებს მომხმარებელი, მით მეტ ქულას დააგროვებს ის. შედეგი მყისიერად აისახება ცხრილში, სადაც მონაწილე დაინახავს საკუთარ ქულებს და დაკავებულ ადგილს. სავარჯიშო მოედანი, სადაც ვარჯიში შესაძლებელია ნებისმიერი მოქმედების მიხედვით, ხელმისაწვდომია მთელი დღე-ღამის განმავლობაში.










0 коммент.:

Отправить комментарий