საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

27 апр. 2017 г.

ინგლისური ენის სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულები

დასრულდა შიდა სასკოლო ოლიმპიადა ინგლისურ ენაში. ოლიმპიადა მიმდინარეობდა სამ ტურად და თითოეული ტური სხვადასხვა სირთულისა და მიმართულების დავალებებს შეიცავდა. ინგლისურის ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო მეორე-მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა. პირველ ეტაპზე 136 მონაწილე იყო, მეორე ეტაპზე 59 მონაწილიდან გადავიდა შემდეგ ტურში ორი ტურის შედეგად თავის ასაკობრივ ჯგუფში ყველაზე მაღალი შედეგის მქონე 18 მოსწავლე. საბოლოო შედეგები ასეთია: ინგლისური ენის ოლიმპიადის გამარჯვებულთა რეიტინგული სია # მოსწავლის გვარი, სახელი პირადი ნომერი კლასი რეიტინგული ქულა 1 ხვედელიძე მარიამი მე-2 გ 149 2 კახნიაშვილი მარიკა მე-2 დ 137 3 ელჩიევი სამირ მე-2 დ 135 4 ფეოდოროვი მარიამ მე-3 დ 120 5 გაროზაშვილი ხატია მე-3 დ 115 6 ბოყოველი მარიამ მე-3 გ 106 7 ბერიანიძე ნიკა მე-4 ა 98 8 მაზიაშვილი ლაშა მე-4 გ 112 9 გოგობერიშვილი გვანცა მე-5 ბ 112 10 გილიგაშვილი ანრი მე-5 გ 112 11 ქოჩიაშვილი მარიამი მე-6 ა 115 12 ბედიანაშვილი საბა მე-6 გ 132 13 ვაზაგაევი ვასიკო მე-7 ა 173 14 ბედიანაშვილი ზურა მე-7 ა 172 15 გრიგორიანი დიანა მე-8 გ 174 16 ვართასაშვილი ანა მე-8 ბ 164 17 გზობავა ანი მე-11 ბ 135 18 ბაქრაძე თამარი მე-11 ა 147

26 апр. 2017 г.

დასუფთავების აქცია

22 აპრილი - დედამიწის დღეა. ჩვენი სკოლა ხშირად თანამშრომლობს და იღებს მონაწილეობას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში. ერთ-ერთი მათგანი იყო დასუფთვების აქცია, რომელიც ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებელ მარინა ბოსტოღანაშვილის ინიციატივით, მოაწყვეს 22 აპრილს. შაბათი დღე ქარიანი და ცივი აღმოჩნდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ღონისძიებისთვის. დასუფთავების აქციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს მე-7ა (დამრიგებელი: მ. მიმინოშვილი), მე-7გ (დამრიგებელი: მ.ბოსტოღანაშვილი), მე-8ა (დამრიგებელი: მ. კოპაძე), მე-8ბ (დამრიგებელი: ქ. მამულაშვილი), მე-7ბ (მ.მამნიაშვილი), მე-10ა (დამრიგებელი: მ.ალთუნაშვილი), მე-9ბ (დამრიგებელი: ქ.ფოფხაძე). პოლიეთილენისა და ნარჩენებისგან ეზო გაასუფთავეს მე-6ა, მე-6ბ, მე-9ა, მე-9გ, მე-10ბ კლასის მოსწავლეებმა, რის გამოც სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლის ანა სარალიძის მიერ მადლობა დაიმსახურეს აღნიშნულ აქციაში მონაწილეობისათვის.

24 апр. 2017 г.

ვიდეო-რგოლების კონკურსი

პროექტ ,,საზოგადოებრივი პროკურატურის’’ კამპანიის - „მოზარდები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ’’ ფარგლებში, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ თეატრში, რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის ვიდეო-რგოლების კონკურსი გაიმართა. კონკურსში მონაწილეობა ჩვენი სკოლის მოსწავლეებმაც მიიღეს. ვიდეო-რგოლის შექმნაზე იმუშავეს მარიამ ჯიმშიაშვილმა (მე-11ა კლ), ანდრო როსნაძემ (მე-12 კლ), თამთა ქიმბარიშვილმა (მე-11 კლ), ფილმში მონაწილეობა მიიღეს: მარიამ ზაველურმა (მე-11 კლ), ლაზარე ხოფერიამ (მე-11 კლ) და ლაზარე კუპრაძემ (მე-5აკლ). ტექნიკური დახმარება მოსწავლეესბ გაუწია ისტ-ის პედაგოგმა ქართლოს სამარგულიანმა. კონკურსი რუსთავის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ქალაქის მერიის ხელშეწყობით ჩატარდა და მასში ქალაქის 17 საჯარო სკოლა მონაწილეობდა. მოსწავლეთა მიერ გადაღებული, ოჯახში ძალადობის ამსახველი ვიდეორგოლები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა. ჩვენი სკოლის ვიდეო-რგოლმა სიგელი და მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.

19 апр. 2017 г.

კალიგრაფიის კონკურსი

სკოლა ,,ლაზარეს" ინიციატივით წლებია ტარდება კალიგრაფიის კონკურსი. ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ ამ კონკურსში. წელს სკოლაშივე ჩატარდა და გამოიფინა კალიგრაფიის ნიმუშები. სკოლის ჟიურის მიერ შეირჩა და კალიგრაფიის კონკურსზე გადაიგზავნა 35 მოსწავლის ნამუშევარი. კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობა მიიღეს II, III, IV, VI, VII, VIII, IX, X და XI კლასის მოსწავლეებმა. კონკურსის ორგანიზატორთა მიერ გამოვლინდნენ გამარჯვებულები. მეორე ტურში გადავიდა ჩვენი სკოლის 6 მოსწავლე: 1. კახი გელიაშვილი (მე-3ა კლ) 2. ლიზი ბედოიძე (მე-3ა კლ) 3. ლიზი გოგოლაძე (მე-3ა კლ) 4. თამთა კორინთლი (მე-9ა კლ) 5. სალომე მაჭარაშვილი (მე-9ა კლ) 6. თამთა ქიმბარიშვილი (მე-11ა კლ) მეორე ეტაპი ჩატარდება სკოლა ,,ლაზარეში", სადაც მონაწილეები შეასრულებენ კალიგრაფიულ შედევრს. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს!....

ქართული ენის X რესპუბლიკური ოლიმპიადა

საქართველოს მასშტაბით ქართული ენის X რესპუბლიკური ოლიმპიადის შესარჩევი ტური 8 აპრილიდან დაიწყო და რუსთავის რუსთაველის სკოლა-ლიცეუმში ჩატარდა. ჩვენი სკოლიდან მონაწილეობას იღებდა II-VI კლასის 27 მოსწავლე. ქართული ენის ოლიმპიადა მიზნად ისახავდა ქართველ და არაქართველ მოსწავლეებში ქართული ენისადმი ინტერესის გაზრდას, მოსწავლეებში წერითი და ზეპირმეტყველების კულტურის გამომუშავებას, კითხვისა და წიგნიერებისადმი ინტერესის გაძლიერებას, ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნების მეტად აღქმისა და გაცნობიერების უნარის გაზრდას. ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენასა და მათ წახალისებას. წელს ოლიმპიადა კამპანია „ვსწავლობთ ქართულად“ ფარგლებში იმართება. პროექტში საქართველოში მცხოვრები უცხოელი მოსწავლეებიც არიან ჩართულები, რომლებიც საკუთარ მიღწევებს სწორედ ოლიმპიადაზე გამოავლენენ. ოლიმპიადის პირველი ტური 8 აპრილს ჩატარდა სამი მიმართულებით: საუკეთესო კალიგრაფი, მხატვრული კითხვის ოსტატი, საუკეთესო მუსიკალური ნომერი. ჩვენმა მოსწავლეებმა ოლიმპიადაში თავი ისახელეს და სამივე კატეგორიაში მოიპოვეს წარმატება. საუკეთესო კალიგრაფთა შორის მოხვდა მე-6ა კლასის მოსწავლე დეა გონგაძე (მასწავლებელი: მარინე ტაბატაძე), მხატვრული კითხვის ოსტატთა მეორე ტურში გადავიდა მე-4ბ კლასის მოსწავლე ანა ზამთარაძე (მასწავლებელი: თეა შუბითიძე), ხოლო საუკეთესო მუსიკალური ნომრით მეორე ტურში მე-6ბ კლასის მოსწავლე ბაჩო პაქსაშვილი (მასწავლებელი: მაია ვეფხოშვილი) წარსდგება ჟურის წინაშე. წარმატებებს ვუსურვებთ ქართული ენის X რესპუბლიკური ოლიმპიადის დახურვის ცერემონია ტრადიციულად აპრილის თვეში გაიმართება და იგი დედა ენის დღეს მიეძღვნება. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს!....

2016-2017 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული

დამთავრდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა, რომლის მე-3 ტურში ჩვენი სკოლის 4 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას: მარიამ გიგაური (მე-12ა) და თეა კუცია (მე-11ა) ქართულ ენასა დალიტერატურაში, ნინო ბრეგვაძე (მე-10ა) გეოგრაფიასა და ივანე ჯიმშელაძე (მე-12ა ) ფრანგულ ენაში. გამარჯვებულთა შორის მოხვდა ივანე ჯიმშელაძე. მან მესამე ტურში დააგროვაშესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% და რეიტინგულ სიის პირველ ათეულში მოხვდა. ვულოცავთ ვანოს წარმატებას ყველას!....

თავისუფალი გაკვეთილები სკოლაში

სკოლიდან წარდგენილი საპროექტო განაცხადის განხილვის შედეგად, თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შექმნილი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ჩვენი პროექტები: "კოდირების შემსწავლელი კლუბი", "მსოფლიო რელიგიების გზაჯვარედინზე", "რაგბი", "მთარგმნელთა კლუბი". "კინო სკოლაში" დაფინანსდა. მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებს სურვილის მიხედვით შეეძლებათ დაესწრნონ თვისუფალ გაკვეთილებს. ,,კოდირების შემსწავლელი კლუბი" უკვე დაკომპლექტებულია და თავისუფალ გაკვეთილებს ისტ-ის პედაგოგი ქართლოს სამარგულიანი უძღვება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ http://skolebi.edu.ge/free-lessons/12

10 апр. 2017 г.

,,ვერცხლის წყალი"

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ჩატარებულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის მე-10ა კლასის მოსწავლეებმა ნინო და მარი ბრეგვაძეებმა (პედაგოგი მარიან ბოსტოღნაშვილი-მჭედლიძე). ისინი ჟიურის წინაშე წარსდნგნენ თემით ,,ვერცხლის წყალი", რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. დაჯილდოება გაიმართა თბილ და სასიამოვნო გარემოში.

7 апр. 2017 г.

კინო - კლუბი


6 აპრილს 4 ა კლასში   ჩვენი სკოლის კინო კლუბმა მოაწყო ქართული ანიმაციური ფილმის ჩვენება „მტრობა“. ფილმის ჩვენებამდე კინოკლუბის წევრებმა ისაუბრეს მტრობის შესახებ, მის გამომწვევ მიზეზებზე. ფილმი საინტერესო აღმოჩნდა მაყურებლისთვის. ჩვენების შემდეგ მოსწავლეებმა გაიხსენეს ის ფრაზები, რომლებიც მოეწონათ მულტფილმიდან. ასევე დახატეს პერსონაჟები და გაავლეს პარალელები თავიანთ მოსაზრებებსა და ანიმაციის მთავარ სათქმელს შორის.


6 апр. 2017 г.

ცეკვის საერთაშორისო ოლიმპიადაზე

თბილისის ძიუდოს აკადემიის დარბაზში 1-2 აპრილს ცეკვის 2017 წლის საერთაშორისო ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა რუსთავის სხვადასხვა საცეკვაო გუნდმა მიიღო. ჩემპიონატში რუსთავიდან გუნდები: თანამედროვე და სპორტული ცეკვების სტუდიები " Hot Chocolate" , "მოზაიკა", Fresh Star, Super Stars მონაწილეობდნენ. სკოლებს შორის ჩატარებულ ჩერლიდინგში კი რუსთავის №22, №13, №5 და №25 სკოლებთან ერთად ჩვენი სკოლის მოცეკვავე გოგონებიც იღებდნენ მონაწილეობას.წელს პირველად იასპარეზეს ჩვენმა მოსწავლეებმა. მათთვის ეს იყო დიდი გამოცდილება და მომავალი ასპარეზობისათვის მოტივაციის გაზრდის საშუალება. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ჩემპიონატში სულ 4000-მდე მოცეკვავე მონაწილეობდა, მათ შორის უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის წარმომადგენლები.

3 апр. 2017 г.