22 აპრილი - დედამიწის დღეა.
ჩვენი სკოლა ხშირად თანამშრომლობს და იღებს მონაწილეობას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში. ერთ-ერთი მათგანი იყო დასუფთვების აქცია, რომელიც ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებელ მარინა ბოსტოღანაშვილის ინიციატივით, მოაწყვეს 22 აპრილს. შაბათი დღე ქარიანი და ცივი აღმოჩნდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ღონისძიებისთვის. დასუფთავების აქციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს მე-7ა (დამრიგებელი: მ. მიმინოშვილი), მე-7გ (დამრიგებელი: მ.ბოსტოღანაშვილი), მე-8ა (დამრიგებელი: მ. კოპაძე), მე-8ბ (დამრიგებელი: ქ. მამულაშვილი), მე-7ბ (მ.მამნიაშვილი), მე-10ა (დამრიგებელი: მ.ალთუნაშვილი), მე-9ბ (დამრიგებელი: ქ.ფოფხაძე). პოლიეთილენისა და ნარჩენებისგან ეზო გაასუფთავეს მე-6ა, მე-6ბ, მე-9ა, მე-9გ, მე-10ბ კლასის მოსწავლეებმა, რის გამოც სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლის ანა სარალიძის მიერ მადლობა დაიმსახურეს აღნიშნულ აქციაში მონაწილეობისათვის.
0 коммент.:
Отправить комментарий