საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

2 мая 2015 г.

სკოლბურთი

პარასკევს ნახევარფინალური თამაში გამართა ჩვენი სკოლის გუნდმა  რუსთვის #5 საჯარო სკოლის გუნდთან. აქ მოხვედრამდე ჩვენ დავამარცხეთ ჯერ რუსთავის #26 საჯარო სკოლის, შემდეგ კი რუსთვის #4 საჯარო სკოლის ფეხბურთელთა გუნდები.
თამაში ძლიერ მეტოქესთან დაძაბული აღმოჩნდა და სამწუხაროდ, ფინალს გამოვეთიშეთ. მიუხედავად ამისა, სკოლის ფეხბურთელთა გუნდი იმსახურებს მადლობას. იმედი გვაქვს, სამომავლოდ შეძლებს წარმატებების მოპოვებას.









პარლამენტში

ჩვენი სკოლის უფროსკლასელები აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა პროექტებსა და აქტივობებში. ერთ-ერთი მათგანია რუსთავის ახალგაზრდული ფორუმი, რომლის ინიციატივით რუსთავის სკოლის მოსწავლეები ქუთაისს ესტუმრნენ და პარლამენტის სხდომას დაესწრნენ, შეხვდნენ და გაესაუბრნენ პარლამენტარ ზვიად ძიძიგურს.
ექსკურსია საინტერესო და შთაბეჭდილებებით აღსავსე გამოდგა.




1 мая 2015 г.

რუსთავის N 17; 20 და 25 ბაგა-ბაღის აღსაზრდელები ეწვივნენ მე-20 საჯარო სკოლას

ჩვენს სკოლას დღეს მზიან ამინდთან ერთად ჟრიამულით ესტუმრნენ რუსთავის N 17; 20 და 25 ბაგა-ბაღის აღსაზრდელები აღმზრდელებსა და მშობლებთან ერთად.
პატარებმა დაათვალიერეს საკლასო ოთახები,სადაც ნახეს როგორ ეუფლებოდნენ ცოდნას პირველკლასელები. 1-ლი ა კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი ნინო ჩალაძე) თავიანთი ნახატები გადასცეს საჩუქრად და ლექსების თქმაშიც გამოიწვიეს ბაღის აღსაზრდელები.
ბავშვებმა დაათვალიერეს მოსწავლეების მიერ თექის წრეზე დამზადებული ნამუშევრების გამოფენა. (ხელმძღვანელი: მარინა მამნიაშვილი), ბიბლიოთეკა, რესურს-ოთახი, სკოლის ბუფეტი, სადაც ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ პატარებს.
ბოლოს კი დარბაზში შეიკრიბნენ, სადაც დაესწრნენ მე-4 კლასის მოსწავლეების  მიერ წარმოდგენილ ღონისძიებას (მასწავლებლები: მანანა ბოსტოღანაშვილი, თეა გოზალიშვილი, ინგა ჭოხონელიძე, მარინა სიხუაშვილი). მეოთხეკლასელებთან ერთად იმღერეს და იცეკვეს კიდეც. შეხვედრამ თბილ და მხიარულ გარემოში ჩაიარა.