საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

24 сент. 2015 г.

"FLEX"


2016-2017 აკადემიური წლისათვის "FLEX" პროგრამის ფარგლებში შეირჩევა 80 ფინალისტი. გამარჯვებულების მგზავრობა, ამერიკაში და უკან, სრულად დაფარული იქნება. ისინი ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან ყოველთვიური სტიპენდიითა და ჯანმრთელობის დაზღვევით. აშშ-ში ყოფნისას ქართველ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, გააცნონ თავიანთი კულტურა ამერიკელებს და ასევე, გაეცნონ ამერიკულ კულტურას სკოლაში სწავლის, ოჯახურ ცხოვრებასა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის გზით.
"FLEX" პროგრამის ფინალისტები შეირჩევიან ვაშინგტონის დამოუკიდებელი კომისიის მიერ, რომელიც შედგება ამერიკელი სპეციალისტებისაგან განათლების დარგში. შერჩევის პროცესი დაფუძნებულია კონკურსზე. კონკურსი კომპლექსურია და განისაზღვრება წერილობით შევსებული ანკეტის, რეკომენდაციების, ინგლისური ენის ცოდნის დონისა და კანდიდატის მიერ გამომჟღავნებული ერთწლიანი გაცვლითი გამოცდილებისათვის მზადყოფნის საფუძველზე. 
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის (1) მე-9, მე-10 და მე-11 კლასის, (2) 1999 წლის 1 იანვრიდან 2001 წლის 16ივლისამდე დაბადებულ მოსწავლეებს, რომელთაც (3) ბოლო 5 წლის მანძილზე არ უცხოვრიათ აშშ-ში 3 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში, (4) არიან საქართველოსმოქალაქეები და (5) ფლობენ ინგლისურ ენას. "FLEX" პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ჩვენ ვიწვევთ ყველა უფროსკლასელს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამისკრიტერიუმებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს (შშმპ). ასაკობრივი და სასკოლო კრიტერიუმი ასეთი პირებისათვის განსხვავებულია: მე-8,მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის- 1998 წლის 15 თებერვლიდან 2001 წლის 16 ივლისამდე.
2015 წლის შემოდგომასა და ზამთარში ამერიკული საბჭოების წარმომადგენლები ტესტირებას ჩაატარებენ საქართველოს დედაქალაქსა და რამდენიმე რეგიონულ ცენტრში.
რუსთავი              25 სექტებმერი 2015წ. 10:00სთ                   საჯარო სკოლა #4,  ლეონიძის #26ა
მონაწილეებმა ტესტირების ცენტრში გამოცხადებისას თან უნდა იქონიონ: დაბადების მოწმობის დედანი (ან პირადობა, ან პასპორტი), ერთი ახლადგადაღებული 3X4სმფოტოსურათი და კალამი. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველ სკოლის მოსწავლეებს უფლება აქვთ ტესტირება გაიარონ ზემოთ ჩამოთვლილი ცენტრებიდანმხოლოდ ერთ-ერთში. მონაწილე, რომელიც ტესტირებას გაივლის ორ სხვადასხვა ცენტრში, იქნება დისკვალიფიცირებული. 
ფინალისტების შერჩევა მიმდინარეობს სამ ეტაპად. მონაწილეები პირველ ტურში გაივლიან ინგლისური ენის 15-წუთიან ტესტს. მეორე ტურში გადასული კონკურსანტებსდაევალებათ რამდენიმე თემის დაწერა, ხოლო ამ ტურის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მიიღებენ მონაწილეობას მესამე ტურში. ნახევარფინალისტი მოსწავლეებიშეავსებენ ანკეტას, დაწერენ კომპლექსური ინგლისურის ტესტს და გაივლიან გასაუბრებას. ფინალისტები გამოვლინდებიან 2016 წლის მაისის დასაწყისში. ისინი იმავეწლის ზაფხულში გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში და დაბრუნდებიან საქართველოში 2017 წლის ივნისის თვეში.
ყოველწლიურად რესურსცენტების საშუალების აღნიშნულ ინფორმაციას ვაწვდით თითოეულ სკოლას, რისთივისაც გვინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენ წელსაც შევეცადეთ ყველა რესურსცენრისთვის მიგვეწოდებინა საინფორმაციო ბროშურები და პლაკატები, რომლებიც გამიზნულია სკოლებში ინფორმაციის გასავრცელებლად. მოგმართავთ თხოვნით, საინფომაციო მასალა მიაწოდოთ თქვენს რეგიონში არსებულ სკოლებს.

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.

პატივისცემით,
დოდო გოცირიძე

FLEX პროგრამის ასისტენტი

კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“.

შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა 2015 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“.
გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელოთ სკოლებში, რომ ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი იყოს.

კონკურსის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა; სასწავლო პროცესის სტიმულირება სრულყოფა, სწავლისადმიინტერესის გაღვივება; ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება; შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება. 
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლეს.
კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:                  
  • 15/10/2015 16:00 სთ - ელექტრონული განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადა;
  • 16/10/2015,16:00 სთ - კვლევის გეგმის/პირველადი იდეის და შევსებული 
საგანაცხადო  ფორმის  კანცელარიაში შემოტანის ბოლო ვადა;
  • 23/10/2015 - პირველი ეტაპის შედეგების გამოცხადება;
  • 30/11/2015,17:00 სთ - მეორე ეტაპზე საკონკურსო განაცხადის  ელექტრონულ 
ბაზაში რეგისტრაციის ბოლო ვადა;
  • 01/12/2015,18:00 სთ განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ და საილუსტრაციო ნახაზი/მოდელი/მაკეტი რაიონულ რესურსცენტრში, ან ფონდის 
კანცელარიაში რეგისტრაციის ბოლო ვადა;
  • 10.12.2015-საკონკურსო კომისიის მიერ ფინალისტების შერჩევა;
  • 18.12.2015-საკონკურსო კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენა

დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე - http://rustaveli.org.ge/index.php?module=topic&page=detals&topic_id=18&id=1782


23 сент. 2015 г.

1 сент. 2015 г.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისიტრო საქართველოს თვდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით აცხადებს ვიდეორგოლების კონკურსს ,,თანამედროვე გმირები”.


კონკურსის მიზანია, თანამედროვე ჯარის პოპულარიზაცია და პატრიოტული სულისკვეთების გაზრდა.
კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა უნდა მოამზადონ ვიდეორეპორტაჟები 2008 წლის 8 აგვისტოს ომის გმირების შესახებ, სადაც მათ უნდა გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება აგვისტოს ომის გმირების მიმართ. 
კონკურსის პირობები:
  • ვიდეორეპორტაჟის ავტორი/ავტორები შესაძლებელია იყვნენ VII-XII კლასის მოსწავლეები;
  • ვიდეოს გადაღების მეთოდი შეზღუდული არ არის (შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც პროფესიონალური კამერა, ისე მობილური კამერა და სხვა);
  • ვიდეორეპორტაჟის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს;
  • სკოლამ უნდა წარმოადგინოს ზემოთაღნიშნულ თემაზე გადაღებული არაუმეტეს 3 ვიდეორგოლი;
  • საკონკურსო რეპორტაჟი სკოლის ადმინისტრაციის მიერ უნდა აიტვირთოს ინტერნეტსივრცეში. ვიდეორგოლის სახელწოდებაში მითითებული უნდა იყოს სკოლის დასახელება.
სკოლის ადმინისტრაციამ სკოლის ოფიციალური ელფოსტის საშუალებით მისამართზე: konkursebi@mes.gov.ge უნდა გადააგზავნოს შემდეგი ინფორმაცია:
  • ინტერნეტსივრცეში ატვირთული ვიდეოს ბმულის მისამართი;
  • ინფორმაცია (სახელი, გვარი, კლასი, საკონტაქტო ინფორმაცია) ვიდეორგოლის ავტორის შესახებ;
  • ელფოსტის ,,Subject” ველში მიუთითეთ სკოლის დასახელება.
ვადები:
  • კონკურსის გამოცხადების ვადად განისაზღვროს 15 სექტემბერი;
  • მოსწავლეების მიერ ვიდეორგოლების მომზადება არაუგვიანეს 8 ოქტომბერი;
  • სკოლის ადმინისტრაციის მიერ ვიდეორგოლების ბმულების ელფოსტაზე გადაგზავნა არაუგვიანეს 9 ოქტომბერი.
გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან სხვადასხვა კომპიუტერული ტექნიკით.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ აქ.