საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

21 апр. 2015 г.

კიდევ ერთი წარმატება...

19 აპრილს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ჩატარდა  მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი ოლიმპიადის დასკვნითი ეტაპი.
ჩვენი სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ანა თაყაძემ  გეოგრაფიის სექციაზე წარდგენილი ნამუშევრით I ხარისხის დიპლომი მოიპოვა. (ხელმძღვანელი: ზაზა ჯალიაშვილი).
ვულოცავთ ანის მოპოვებულ წარმატებას!...

20 апр. 2015 г.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი

ახალგაზრდა ინიციატორების მიერ რუსთავის ახალგაზრდობის ცენტრთან ერთად ბავშვთა უფლებების პოპულარიზაციის მიზნით  ჩატარდა მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი.
18 აპრილს ღია ცის ქვეშ, რუსთავის პარკში მოხდა წარდგენილი ფილმების ჩვენება,  რომელიც გამარჯვებულების დაჯილდოვებით დასრულდა.
ჩვენი სკოლიდან წარდგენილი იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმი ,,გარემოების მსხვერპლი", რომლის  სცენარის შექმნასა და გადაღებაზე იმუშავა გოგონების ჯგუფმა ია გელაშვილის, თამთა ქიმბარიშვილისა და თამარ ბეშიძის შემადგენლობით (ხელმძღვანელი: ნინო ბიძინაშვილი). სამუშო ჯგუფს დიდი დახმარება გაუწია  ამიკო ღლიღვაშვილმა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ფილმის წარმატების მოპოვებაში.
ფილმში მთვარი როლი მოირგო მე-10 ბ კლასის მოსწავლე ელენე ჯავახიშვილმა. გადაღებაში  აქტიურად ჩაერთვნენ მე-10 ბ კლასის მოსწავლეებიც.


წარმოდგენილმა ფილმმა ჟიურის მოწონება დაიმსახურა და ჩვენმა სკოლამ III ადგილი მოიპოვა. განსაკუთრებით დადებითი იყო მაყურებლის შეფასება.
გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატები და საჩუქრები.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ წარმატებას და ველოდებით მათ ახალ-ახალ ნაბიჯებს ამ სფეროში!...

კონკურსში მოპოვებული I ადგილი

18 აპრილს 11:00 საათზე, «დიდუბე პლაზაში” კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით, გაიმართა კონფერენცია  საქართველოს 26 ქალაქიდან შეკრებილი მოსწავლეებისათვის.


პროექტ "ახალგაზრდები თანაბარი არჩევნებისა და თანაბარი შესაძლებლობების" ფარგლებში 35 სკოლამ წარადგინა  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებული საკონკურსო ვიდეო-რგოლები და პოსტერები. მათ შორის ჩვენი სკოლის ნამუშევრებიც იყო.
ვიდეო-რგოლი შეიქმნა მოსწავლეებისა და მასწავლებლების ერთობლივი შრომით.ფსიქოლოგების ლიანა ყულოშვილია და ეკა ტაბატაძის ჩანაფიქრს ნახატებით ხორცი შეასხა დიანა ბადალიანმა. მასწავლებელ ქართლოს სამარგულიანისა და ხათუნა ციხელაშვილის დახმარებით კი ვიდეო რგოლიც შეიქმნა, რომელიც გაახმოვანა დავით კეკელიამ.
კონფერენციაზე კოალიციამ წარმოადგინა კონკურსში მონაწილე ქალაქებიდან წარმოდგენილი  მასალები, რომელსაც წინ უძღოდა მოსწავლეების მიერ გაკეთბული პრეზენტაციები.



ბოლოს ორგანიზატორებმა დააჯილდოვეს გამარჯვებული მონაწილეები.
ჩვენი სკოლის ვიდეო-რგოლმა   I ადგილი და საპრიზო 500 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი მოიპოვა. აღსანიშნავი იყო ორგანიზატორების მიერ ჩვენს ნამუშევარზე გაკეთებული შეფასებები. დარბაზის მოითხოვნით კი განმეორებით აჩვენეს ჩვენი ვიდეო-რგოლი.



კონფერენციას ესწრებოდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.
დღის ბოლოს, კონფერენციის მონაწილეებთან ერთად სიმბოლურად დავადასტურეთ ახალგაზრდულ ქსელში გაერთიანება  ხელმოწერებით. 

კონფერენციის მონაწილეებმა გადავიღეთ როგორც ერთიანი, ასევე გამარჯვებული სკოლის სახელით სამახსოვრო ფოტოები.


კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი «ახალგაზრდები თანაბარი არჩევნებისა და თანაბარი შესაძლებლობებისათვის» საინტერესო და წარმატების მომტანი აღმოჩნდა ჩვენთვის.  პროექტის მიზანი, რომელიც იყო ახალგაზრდებში საარჩევნო კულტურისა და მოტივაციის ამაღლება სამოქალაქო უფლებებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად, თბილისსა და რეგიონებში სამოქალაქო მოძრაობის გააქტიურება ახალგაზრდების (მათ შორის შშმ ახალგაზრდების) მონაწილეობით, ნამდვილად  აღმოჩნდა მოტივაციის გაზრდის ხელშემწყობი.
წარმატებები არ მოგვკლებოდეს!...
.

17 апр. 2015 г.

გიგა ღრუბელაშვილის წარმატება

გიგა ღრუბელაშვილმა მონაწილეობა მიიღე ჩაღლარის მიერ ორგანიზებულ კონკურსში და მუსიკალურ ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება.

ვულოცავთ გიგას!

ევერესტის ფინალისტები

ჩვენი სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები:

თამთა ვაზაგაევი და ლექსო ხომასურიძე გადავიდნენ ევერესტის ოლიმპიადის ფინალში .

ვულოცავთ პატარებს და წარმატებებს უსურვებთ!

16 апр. 2015 г.

საერთაშორისო კონკურსი ინგლისურ ენაში - ,,ლინგვისტ კენგურუ"


 ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
გაცნობებთ, რომ დაწყებულია რეგისტრაცია ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო კონკურსზე 
ინგლისურ ენაში - ,,ლინგვისტ კენგურუზე", რომელიც 2 მაისს ჩატარდება.
კონკურსის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით თანდართულ ფაილს.
იჩქარეთ, ,,ლინგვისტ კენგურუზე" რეგისტრაცია 29 აპრილს მთავრდება!
ინგლისურ ენაში რეგისტრაციის წესები მათემატიკურ კონკურსზე დარეგისტრირების წესების
ანალოგიურია, რომლესაც იხილავთ მთავარ გვერდზე ლინკში - ,,რეგისტრაციის წესები".
გთხოვთ, თუ მიმდინარე წლის 15 ივნისის ჩათვლით, თქვენ, ჩვენი ვებ გვერდის საშუალებით,
ვერ შეძლებთ  თქვენი შედეგების გაცნობას ,,ლინგვისტ კენგურუზე", ასევე - არ გადმოგეცემათ
სერტიფიკატები, აუცილებლად მოგვმართეთ დროულად!
აქვე იხილეთ ჩვენი ასოციაციის წარმატებული პროექტი:
საერთაშორისო მათემატიკურ კონკურს ,,კენგურუს" მონაწილეებს!
ვიმედოვნებთ, ,,კენგურუს" ტესტების შესავალში წაიკითხეთ, რომ სწორი პასუხები 22 აპრილს 
გამოქვეყნდება, ხოლო კონკურსის შედეგები - მაისის ბოლოს; ეს განპირობებულია იმით, რომ
,,კენგურუ" მსოფლიო კონკურსია და ყველა მონაწილე ქვეყანა ვალდებულოა დაიცვას საერთა-
შორისო წესები.
აქვე იმასაც დავსძენთ, რომ კონკურსზე დარეგისტრირებულმა რამდენიმე მოსწავლემ თუ მშობელმა,
განაცხადეს, რომ არ იცოდნენ კონკურსის ჩატარების დრო, რის გამოც ვერ მიიღეს კონკურსში მონა-
წილეობა. ნუ გვიწყენთ, მეგობრებო, მაგრამ ეს თქვენი ბრალია, რამეთუ 2014 წლის 1 დეკემბრიდან
2015 წლის 19 მარტამდე ინფორმაცია ,,კენგურუს" ჩატარების დროის შესახებ შვიდჯერ იყო გამო-
ქვეყნებული; ჩვენს საიტზე დადებულ ყოველ დოკუმენტში გარკვევით ეწერა ამის შესახებ. 



                                ასოციაცია ,,ბალავარის" ადმინისტრაცია

“ENGLISH SPELLING COMPETITION”




რუსთავის მოსწავლეთა ფორუმის ორგანიზებით სსიპ რუსთავის მე-20 სკოლაში ჩატარდა კონკურსი “ENGLISH SPELLING COMPETITION” ,რომელშიც მონაწილეობა მიიღო მე-10,მე-16,მე-20,21-ე საჯარო სკოლებისა და კერძო სკოლა „რუსთველის“ მოსწავლეებმა.
კონკურსი გაიმართა 2 ტურად,პირველი ტური-წერითი,მეორე ზეპირი.ჟიურის წევრები იყვნენ  სსიპ  რუსთავის მე-20 საჯარო სკოლის ინგლისურის ენის პედაგოგები
: შორენა ბერიანიძე, ნანი პაპალაშვილი.
მეორე ეტაპზე გადავიდა 7 მოსწავლე:
ამირამ სვიმონიშვილი კერძო სკოლა "რუსთველი"
 თამთა ბენგლიანი მე-16 საჯარო სკოლა
 გიორგი ჯიოშვილი მე-10 საჯარო სკოლა
თამარ მაზიაშვილი 21-ე საჯარო სკოლა
თათია ჯანაშია 21-ე საჯარო სკოლა

 თიკა სულთანიშვილი მე-20 საჯარო სკოლა
 მარიამ გიგაური მე-20 საჯარო სკოლა

გამოვლინდა პირველ და მეორე ადგილზე გასული ორი მოსწავლე:
ამირამ სვიმონიშვილი - კერძო სკოლა"რუსთველი" .- პირველი ადგილი.
გიორგი ჯიოშვილი მე-10 საჯარო სკოლა- მეორე ადგილი.

ყველა მონაწილეს გადაეცა ორენოვანი სერთიფიკატი, გამარჯვებულებს კი ფასიანი პრიზები.ამ კონკურსმა რუსთაველ ახალგაზრდებს მისცა საშუალება განევითარებინათ მეტყველების უნარი და თავიანთი ნიჭი ფართო საზოგადოების წინაშე წარმოეჩინათ.

ჩვენი მოსწავლეების მორიგი წარმატება

ჩვენი სკოლის მოსწავლეებმამონაწილეობა მიიღეს ინოვაციებისა და განვითარების ფონდის პროექტში "სახელმწიფო 3.0", რომელიც მიზნად  ისახავსდა მოსწავლეებში ინოვაციური აზროვნების განვითარებას. 
პროექტის ფარგლებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს მე-9 გ კლასის მოსწავლეებმა. მათ საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს ქალაქის განვითარების შესახებ და შესაბამისად დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით და დიპლომებით.
ანა გურასაშვილი (სერთიფიკატი და დიპლომი)
სერტიფიკატები გადაეცათ:
ალეკო საცერაძეს
მარიამ კალატოზიშვილს
ანი გზობავას
დათო კალატოზიშვილს
მირიან ხელაძეს






15 апр. 2015 г.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი


ახალგაზრდა ინიციატორებისა და რუსთავის ახალგაზრდობის ცენტრის მიერ ბავშვთა უფლებების პოპულარიზაციის მიზნით გამოცხადებულ კლნკურსში აქტიურად ჩაერთვნენ ჩვენი სკოლის IX-XI კლასის მოსწავლეები. დაიწერა სცენარი და დაიწყო ფილმის გადაღებაზე მუშაობა. ასე შეიქმნა ფილმი ,,გარემოების მსხვერლი".

მსკ- ვიდეოები


მე-8 ა კლასის საშინაო დავალება
მე-9 ბ კლასის საშინაო დავალება









ბიბლიოთეკის ახალი შენაძენი









გამომცემლობა ,პალიტრას" მიერ გამოცხადებულ აქციაში მონაწილეობა აქტიურად მიიღო  ყველა კლასმა. მოსწავლეების მიერ შეგროვებული მაკულატურა გადაიცვალა წიგნებში. დღეიდან მათ საშუალება ექნებათ  სკოლის ბიბლიოთეკას ესტრუმრნონ და გაეცნონ 100 საინტერესო მოვლენას, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების ბიოგრაფიებს, ზღაპრებს....
წიგნები ელოდებიან პატარა მკითხველებს.