საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

20 апр. 2015 г.

კონკურსში მოპოვებული I ადგილი

18 აპრილს 11:00 საათზე, «დიდუბე პლაზაში” კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით, გაიმართა კონფერენცია  საქართველოს 26 ქალაქიდან შეკრებილი მოსწავლეებისათვის.


პროექტ "ახალგაზრდები თანაბარი არჩევნებისა და თანაბარი შესაძლებლობების" ფარგლებში 35 სკოლამ წარადგინა  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებული საკონკურსო ვიდეო-რგოლები და პოსტერები. მათ შორის ჩვენი სკოლის ნამუშევრებიც იყო.
ვიდეო-რგოლი შეიქმნა მოსწავლეებისა და მასწავლებლების ერთობლივი შრომით.ფსიქოლოგების ლიანა ყულოშვილია და ეკა ტაბატაძის ჩანაფიქრს ნახატებით ხორცი შეასხა დიანა ბადალიანმა. მასწავლებელ ქართლოს სამარგულიანისა და ხათუნა ციხელაშვილის დახმარებით კი ვიდეო რგოლიც შეიქმნა, რომელიც გაახმოვანა დავით კეკელიამ.
კონფერენციაზე კოალიციამ წარმოადგინა კონკურსში მონაწილე ქალაქებიდან წარმოდგენილი  მასალები, რომელსაც წინ უძღოდა მოსწავლეების მიერ გაკეთბული პრეზენტაციები.



ბოლოს ორგანიზატორებმა დააჯილდოვეს გამარჯვებული მონაწილეები.
ჩვენი სკოლის ვიდეო-რგოლმა   I ადგილი და საპრიზო 500 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი მოიპოვა. აღსანიშნავი იყო ორგანიზატორების მიერ ჩვენს ნამუშევარზე გაკეთებული შეფასებები. დარბაზის მოითხოვნით კი განმეორებით აჩვენეს ჩვენი ვიდეო-რგოლი.



კონფერენციას ესწრებოდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.
დღის ბოლოს, კონფერენციის მონაწილეებთან ერთად სიმბოლურად დავადასტურეთ ახალგაზრდულ ქსელში გაერთიანება  ხელმოწერებით. 

კონფერენციის მონაწილეებმა გადავიღეთ როგორც ერთიანი, ასევე გამარჯვებული სკოლის სახელით სამახსოვრო ფოტოები.


კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი «ახალგაზრდები თანაბარი არჩევნებისა და თანაბარი შესაძლებლობებისათვის» საინტერესო და წარმატების მომტანი აღმოჩნდა ჩვენთვის.  პროექტის მიზანი, რომელიც იყო ახალგაზრდებში საარჩევნო კულტურისა და მოტივაციის ამაღლება სამოქალაქო უფლებებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად, თბილისსა და რეგიონებში სამოქალაქო მოძრაობის გააქტიურება ახალგაზრდების (მათ შორის შშმ ახალგაზრდების) მონაწილეობით, ნამდვილად  აღმოჩნდა მოტივაციის გაზრდის ხელშემწყობი.
წარმატებები არ მოგვკლებოდეს!...
.

0 коммент.:

Отправить комментарий