საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

24 сент. 2015 г.

კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“.

შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა 2015 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“.
გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელოთ სკოლებში, რომ ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი იყოს.

კონკურსის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა; სასწავლო პროცესის სტიმულირება სრულყოფა, სწავლისადმიინტერესის გაღვივება; ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება; შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება. 
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლეს.
კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:                  
  • 15/10/2015 16:00 სთ - ელექტრონული განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადა;
  • 16/10/2015,16:00 სთ - კვლევის გეგმის/პირველადი იდეის და შევსებული 
საგანაცხადო  ფორმის  კანცელარიაში შემოტანის ბოლო ვადა;
  • 23/10/2015 - პირველი ეტაპის შედეგების გამოცხადება;
  • 30/11/2015,17:00 სთ - მეორე ეტაპზე საკონკურსო განაცხადის  ელექტრონულ 
ბაზაში რეგისტრაციის ბოლო ვადა;
  • 01/12/2015,18:00 სთ განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ და საილუსტრაციო ნახაზი/მოდელი/მაკეტი რაიონულ რესურსცენტრში, ან ფონდის 
კანცელარიაში რეგისტრაციის ბოლო ვადა;
  • 10.12.2015-საკონკურსო კომისიის მიერ ფინალისტების შერჩევა;
  • 18.12.2015-საკონკურსო კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენა

დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე - http://rustaveli.org.ge/index.php?module=topic&page=detals&topic_id=18&id=1782


23 сент. 2015 г.

1 сент. 2015 г.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისიტრო საქართველოს თვდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით აცხადებს ვიდეორგოლების კონკურსს ,,თანამედროვე გმირები”.


კონკურსის მიზანია, თანამედროვე ჯარის პოპულარიზაცია და პატრიოტული სულისკვეთების გაზრდა.
კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა უნდა მოამზადონ ვიდეორეპორტაჟები 2008 წლის 8 აგვისტოს ომის გმირების შესახებ, სადაც მათ უნდა გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება აგვისტოს ომის გმირების მიმართ. 
კონკურსის პირობები:
  • ვიდეორეპორტაჟის ავტორი/ავტორები შესაძლებელია იყვნენ VII-XII კლასის მოსწავლეები;
  • ვიდეოს გადაღების მეთოდი შეზღუდული არ არის (შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც პროფესიონალური კამერა, ისე მობილური კამერა და სხვა);
  • ვიდეორეპორტაჟის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს;
  • სკოლამ უნდა წარმოადგინოს ზემოთაღნიშნულ თემაზე გადაღებული არაუმეტეს 3 ვიდეორგოლი;
  • საკონკურსო რეპორტაჟი სკოლის ადმინისტრაციის მიერ უნდა აიტვირთოს ინტერნეტსივრცეში. ვიდეორგოლის სახელწოდებაში მითითებული უნდა იყოს სკოლის დასახელება.
სკოლის ადმინისტრაციამ სკოლის ოფიციალური ელფოსტის საშუალებით მისამართზე: konkursebi@mes.gov.ge უნდა გადააგზავნოს შემდეგი ინფორმაცია:
  • ინტერნეტსივრცეში ატვირთული ვიდეოს ბმულის მისამართი;
  • ინფორმაცია (სახელი, გვარი, კლასი, საკონტაქტო ინფორმაცია) ვიდეორგოლის ავტორის შესახებ;
  • ელფოსტის ,,Subject” ველში მიუთითეთ სკოლის დასახელება.
ვადები:
  • კონკურსის გამოცხადების ვადად განისაზღვროს 15 სექტემბერი;
  • მოსწავლეების მიერ ვიდეორგოლების მომზადება არაუგვიანეს 8 ოქტომბერი;
  • სკოლის ადმინისტრაციის მიერ ვიდეორგოლების ბმულების ელფოსტაზე გადაგზავნა არაუგვიანეს 9 ოქტომბერი.
გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან სხვადასხვა კომპიუტერული ტექნიკით.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ აქ. 

12 июн. 2015 г.

მხიარული სტარტების ფინალი







































4 июн. 2015 г.

2014-15 სასწავლო წლის ბოლოს  1ა კლასში (პერაგოგი ნ.ჩალაძე) ჩატარდა პროექტ- გაკვეთილი" 1 წელი სკოლაში"
სადაც მოსწავლეებმა გამოამჟღავნეს 1წლის განმავლობაში შეძენილი ცოდნა ქართულში მათემატიკასა და ხელოვნებაში. პატარებმა შექმნეს სამუშაო ჯგუფები, ემბლემები მოამზადეს ლექსები, სიმღერები , მონაწილეობა მიიღეს მცირე ვიქტორინაში და დაჯილდოვდნენ  წამახალისებელი სიგელებით. 





2 июн. 2015 г.