საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

26 апр. 2016 г.

სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის შედეგები

23 აპრილს თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მორიგი სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდა, სადაც ჩვენი სკოლის ორი მოსწავლე საკონფერენციო თემების დასაცავად წარსდგნენ.
მე-10 ა კლასის მოსწავლემ მარიამ ჯიქიძემ გეოგრაფიაში (პედაგოგი ზაზა ჯალიაშვილი) და მე-12ა კლასის მოსწავლემ ლიზი წიკლაურმა ინგლისურ ენაში (პედაგოგი შორენა ბერინიძე)  პირველი ხარისხის დიპლომები დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, ლიზი წიკლაურის თარგმანი, რომელიც კომისიის მიერ ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად იქნა აღიარებული.
ვულოცავთ მარიამს და ლიზის, მათ პედაგოგებს  ამ აღიარებას და ვუსურვებთ კიდევ არა ერთ  წარმატებას!...









22 апр. 2016 г.

ქართული ენის კვირეული

ქართული ენის კვირეულის ფარგლებში სკოლის დარბაზში კიდევ ერთი ლამაზი ღონისძიება გაიმართა. (ხელმძღვანელები: მანანა წერეთელი, მარინე მიმინოშვილი)
ქართული ენის, ტკბილქართულის შესახებ ისაუბრეს მე-10 კლასის მოსწავლეებმა, ლექსებით შეამკეს, ქება შეასხეს ,,ხმათა ხავერდების და ღმერთების ენას" მე-5, მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეებმა. მუსიკალურად კი ღონისძიება გაალამაზა სკოლის მომღერალი ბიჭების გუნდმა (ხელმძღვანელი: მაია ვეფხოშვილი). მონაწილეებმა სასიამოვნო დღე აჩუქეს დამსწრე საზოგადოებას.
სკოლის დირექტორმა  სერტიფიკატებით დააჯილდოვა სასკოლო ოლიმპიადებში  - ქართული ენის, მათემატიკის, რუსული ენისა და ინგლისური ენის - მონაწილე მოსწავლეები, ხოლო გამარჯვებულებს დიპლომები და ფასიანი საჩუქრები (წიგნები) გადასცა.





























დედამიწის დღე - 22 აპრილი

დღეს დედამიწის დღეა.  
ჩვენი სკოლის მე-4გ კლასის მოსწავლეებმა ირმა ოსიტაშვილის ხელმძღვანელობით საერთაშორისო პროექტის "შევამკოთ მსოფლიო ყვავილებით" ფარგლებში ქ.რუსთავის N4 საჯარო სკოლის 4ა კლასისა და რუსთავის N7 სკოლის მე- 4 კლასის მოსწავლეებთან ერთად  მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში.
კონფერენციას ესწრებოდნენ  პროექტ ითვინინგის კოორდინატორი საქართველოში ქ-ნი ხატია მატკავა, N4 საჯარო სკოლის დირექტორი ბ-ნ მამუკა ხამხაძე და ჩვენი სკოლის დირექტორი ქ-ნი ირმა იჩქიტიძე. ასევე ითვინინგის ტრენერთა ტრენერი, ჩვენი სკოლის საინფორმაციო მენეჯერი ქ-ნი ხათუნა ციხელაშვილი, მასწავლებლები და მშობლები. 
კონფერენცია საინტერესოდ წარიმართა. ის ერთ-ერთი აქტივობა იყო საერთაშორისო პროექტისა, რომელიც  7 თვეა ხორციელდება  N4 საჯარო სკოლის მე-4ა კლასის მასწავლებელ ხათუნა ყოჩაშვილის ხელმძღვანელობით.
ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია ნარჩენებთან დაკავშირებით და სიმღერა-ლექსით გაალამაზეს ღონისძიება. 






სიყვარულის საღამო

ქართული ენის კვირეულის ფარგლებში სკოლის ლიტერატურული კლუბის წევრებმა (ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარინე ტაბატაძე) ერთი ლამაზი პოეზიის საღამო აჩუქეს მსმენელთ.
VIIა, VIIIბ და VIIIგ კლასის მოსწავლეებმა: ლანა კაპანაძემ, ქეთი მაღრაძემ, გიორგი ბარბაქაძემ, სოსო ოთინაშვილმა, ნანი თურქაძემ, ბარბარე ტურიაშვილმა, თამარ წიქარიშვილმა წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები სიყვარულზე.
მოსწავლეებს შეუერთდნენ პედაგოგებიც და საღამო სიყვარულზე შექმნილი ლექსებით დაამშვენეს მაყვალა ბერძენიშვილმა, მარინე მიმინოშვილმა, მანანა წერეთელმა, მარინე ტაბატაძემ. მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას მიმართა სკოლის დირექტორმა ქ-მა ირმა იჩქიტიძემ.



                                   












19 апр. 2016 г.

დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

     19 აპრილს დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა  შოთა რუსთველის სახელობის სკოლა-ლიცეუმში, სადაც სკოლა-ლიცეუმისა და რუსთავის #4 საჯარო სკოლასთან ერთად მონაწილეობას ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც იღებდნენ.
    მუსიკის პედაგოგის, მაია ვეფხოშვილისა, და ცეკვის პედაგოგის, ემზარ ბაშარაულის ხელმძღვანელობით ჩვენი სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულდა ქართველი კომპოზიტორის რ.ლაღიძის ,,სიმღერა სამშობლოზე", ცეკვა ,,რაჭული". შოთა ნიშნიანიძის ლექსით ,,შეიბ მახვილი" მაყურებლის წინაშე წარსდგა მე-5ბ კლასის მოსწავლე ლუკა ნიორაძე.
      მეგობარი სკოლის მოსწავლეებთან ერთად ღონისძიებას უძღვებოდა მე-10ა კლასის მოსწავლე ლადო ხუროშვილი. 
     ღონისძიებას ესწრებოდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი,  რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი სოფიკო ჯიქია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი თამარ ხეჩიკაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები.
      საპატიო სტუმრების წინაშე წარსდგნენ ქართულ სამოსში გამოწყობილი, სამი სკოლის დამეგობრებული გოგო-ბიჭები.ქართული ლექსით,სიმღერითა თუ ცეკვებით მადლიერება ერთად გამოხატეს მათ წინაშე, ვინც დღემდე მოგვიტანა ქართული ენა-ენა დედასავით სანუკვარი,მდიდარი და ტკბილხმოვანი. 
     „ვისურვოთ,რომ ქართული ენა -ჩვენი დედაენა თითოეული ჩვენგანის ცნობიერებაში არსებობდეს შეურყეველ, მტკიცებალავრიან ძეგლად,რომელსაც ვერანაირი დრო თუ განსაცდელი ვერას დააკლებს “ -ამ სიტყვებით მიმართა ბატონმა პაატამ მოსწავლეებს და წარმატებები უსურვა მათ.
    









    
     ღონისძიების დასასრულს დააჯილდოვეს რესპუბლიკური მაშტაბით ჩატარებული ოლიმპიადის სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლეები. ჩვენი სკოლიდან დაჯილდოვდნენ: ლიზი მაჭარაშვილი ( Iაკლასის მოსწავლე - საუკეთესო კალიგრაფი), ცოტნე ონიაშვილი ( IIდ კლასის მოსწავლე - საუკეთესო კალიგრაფი), ლუკა ნიორაძე (Vბ კლასის მოსწავლე - საუკეთესო დეკლამატორი) და ნინო პაქსაშვილი (VIIბ კლასის მოსწავლე - საუკეთესო შემსრულებელი).