საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

19 апр. 2016 г.

დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

     19 აპრილს დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა  შოთა რუსთველის სახელობის სკოლა-ლიცეუმში, სადაც სკოლა-ლიცეუმისა და რუსთავის #4 საჯარო სკოლასთან ერთად მონაწილეობას ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც იღებდნენ.
    მუსიკის პედაგოგის, მაია ვეფხოშვილისა, და ცეკვის პედაგოგის, ემზარ ბაშარაულის ხელმძღვანელობით ჩვენი სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულდა ქართველი კომპოზიტორის რ.ლაღიძის ,,სიმღერა სამშობლოზე", ცეკვა ,,რაჭული". შოთა ნიშნიანიძის ლექსით ,,შეიბ მახვილი" მაყურებლის წინაშე წარსდგა მე-5ბ კლასის მოსწავლე ლუკა ნიორაძე.
      მეგობარი სკოლის მოსწავლეებთან ერთად ღონისძიებას უძღვებოდა მე-10ა კლასის მოსწავლე ლადო ხუროშვილი. 
     ღონისძიებას ესწრებოდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი,  რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი სოფიკო ჯიქია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი თამარ ხეჩიკაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები.
      საპატიო სტუმრების წინაშე წარსდგნენ ქართულ სამოსში გამოწყობილი, სამი სკოლის დამეგობრებული გოგო-ბიჭები.ქართული ლექსით,სიმღერითა თუ ცეკვებით მადლიერება ერთად გამოხატეს მათ წინაშე, ვინც დღემდე მოგვიტანა ქართული ენა-ენა დედასავით სანუკვარი,მდიდარი და ტკბილხმოვანი. 
     „ვისურვოთ,რომ ქართული ენა -ჩვენი დედაენა თითოეული ჩვენგანის ცნობიერებაში არსებობდეს შეურყეველ, მტკიცებალავრიან ძეგლად,რომელსაც ვერანაირი დრო თუ განსაცდელი ვერას დააკლებს “ -ამ სიტყვებით მიმართა ბატონმა პაატამ მოსწავლეებს და წარმატებები უსურვა მათ.
    









    
     ღონისძიების დასასრულს დააჯილდოვეს რესპუბლიკური მაშტაბით ჩატარებული ოლიმპიადის სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლეები. ჩვენი სკოლიდან დაჯილდოვდნენ: ლიზი მაჭარაშვილი ( Iაკლასის მოსწავლე - საუკეთესო კალიგრაფი), ცოტნე ონიაშვილი ( IIდ კლასის მოსწავლე - საუკეთესო კალიგრაფი), ლუკა ნიორაძე (Vბ კლასის მოსწავლე - საუკეთესო დეკლამატორი) და ნინო პაქსაშვილი (VIIბ კლასის მოსწავლე - საუკეთესო შემსრულებელი).



0 коммент.:

Отправить комментарий