2-3 აპრილს შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმმა უმასპინძლა ქართული ენის IX რესპუბლიკურ ოლიმპიადას, რომელშიც ქ. რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების I-VI კლასის მოსწავლეებთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმაც ოლიმპიადის სხვადასხვა ნომინაციებში:
1. საუკეთესო კალიგრაფი
2. საუკეთესო მკითხველი (წაკითხული ტექსტის გააზრება)
3. ნორჩი გრამატიკოსი
4. მხატვრული კითხვის ოსტატი
5. საუკეთესო მუსიკალური ნომერი
2. საუკეთესო მკითხველი (წაკითხული ტექსტის გააზრება)
3. ნორჩი გრამატიკოსი
4. მხატვრული კითხვის ოსტატი
5. საუკეთესო მუსიკალური ნომერი
გამოვლენილ გამარჯვებულთა შორის არიან ჩვენი სკოლის მოსწავლეები:
1. ნომინაციაში საუკეთესო კალიგრაფი: I ა კლასის მოსწავლე ლიზი მაჭარაშვილი და II დ კლასის მოსწავლე ცოტნე ონიაშვილი;
2. ნომინაციაში მხატვრული კითხვის ოსტატი V ბ კლასის მოსწავლე ლუკა ნიორაძე
3. ნომინაციაში საუკეთესო მუსიკალური ნომერი VII კლასის მოსწავლე ნინო პაქსაშვილი.
მუსიკალური ნომრისა და მხატვრული კითხვის ოსტატის ნომინაციის მონაწილეებმა მონაწილეობა მიიღეს თბილისში გამართულ მეორე შესარჩევ ტურში.
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს!....
0 коммент.:
Отправить комментарий