საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

30 дек. 2019 г.

პროექტი ,,ხელნაკეთი რესურსების შემქნა"

პროექტი ,,ხელნაკეთი რესურსების შექმნა"

https://drive.google.com/drive/folders/1_tSDSPUsBX1o9Wx67Li_WOzDzjGcgRx_

ფოტომასალა  https://drive.google.com/drive/folders/1m2YyoMoJLCSRkjJ7Qp2Dv8JRXoCAvjz-




27 нояб. 2019 г.

წრე - ,,მეტყველების კულტურა’’


,,მეტყველების კულტურა’’

წრის მუშაობის დაწყების დრო 1 ოქტომბერი, კვირაში ორი დღე: სამშაბათი და ხუთშაბათი

პედაგოგი: ეკატერინე ქვრივიშვილი


სამიზნე ჯგუფი: V; VI; VII; VIII; IX  კლასის მოსწავლეები

ინფორმაცია წრის ხელმღვანელის  შესახებ:

ეკატერინე ქვრივიშვილი

მუსიკის მასწავლებელი

სქემაში ჩართული 2016 წლიდან

სსიპ ქალაქ რუსთავის N 20  საჯარო სკოლა

        2019 წლის 1 ოქტომბერს შეიქმნა ,,მეტყველების კულტურის’’-წრე, სადაც ბავშვები სწავლობენ მხატვრულ კითხვას. სწავლების ეს ფორმა ემსახურება, ახალგაზრდობის მეტყველების კულტურის დახვეწას, რის შემდეგაც ისინი ეუფლებიან სწორ კითხვას, რომელსაც იყენებენ შემდგომ სხვადასხვა სასკოლო აქტივობებში და ცხოვრებაში. წრის მუშაობა ავლენს ახალგარდებში სხვადასხვა უნარ-ჩვევებს.

წრეში გაერთიანებულია ამავე სკოლის 22 მოსწავლე, კერძოდ - V; VI; VII; VIII; IX კლასი

წრის მუშაობა ტარდება კვირაში ორი დღე: სამშაბათი და ხუთშაბათი

რესურსები: მალიკო მრევლიშვილის ,,მეტყველების კულტურა’’- გ. ტაბიძის, შ. ნიშნიანიძის, მ. ლებანიძის, ა.კალანდაძის პოეზია, კლასიკური მუსიკა.

აქტუალობა: უჭირთ მეტყველება, არ იციან სწორი კითხვა, ვერ ახერხებენ ხელოვნების სხვადასვა დარგების გაერთიანებას(მუიკა, პოეზია, მხატვრობა და ა.შ)

სტანდარტები:
 მუსიკა მუს. IX. 3. მოსწავლეს შეუძლია კომპოზიციების შექმნა მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით
ინდიკატორები: 
  • დასახული მიზნის შესაბამისად იყენებს კომპიუტერულ პროგრამებს (მუსიკის ჩაწერა, ფაქტურის, ტემბრის შერჩევა, აკორდული თანხლება);
  • იყენებს თეორიულ ცოდნას (მუსიკის ანბანის, მუსიკალური ფორმის, ჰარმონიის საკითხები) კომპოზიციის შექმნის დროს;

მუს. IX. 4.  მოსწავლეს  შეუძლიასასწავლო  პროექტში მონაწილეობა.
ინდიკატორი 
  • მონაწილეობს კონცერტის, წარმოდგენის, ტელე/რადიო გადაცემის  დადგმაშიჟურნალის მომზადებაში;
  • მონაწილეობს პროექტის წარდგენასა და შეფასებაში.

..VIII.5. მოსწავლეს  შეუძლია  დაგეგმოს  და  შეასრულოს  სხვადასხვა სახის სამუშაო.

ინდიკატორები

  • ხატავს და ამზადებს სასკოლო წარმოდგენის კოსტიუმებისა და დეკორაციის დეტალებს;
  • კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით ქმნის ზეიმებისა და თეატრალური წარმოდგენების აფიშებს, მოსაწვევ და მისალოც ბარათებს;

ქართ. VIII. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი გამოსვლის მოსამზადებლად სტრატეგიების არჩევა და გამოყენება

ინდიკატორი 

  • ამოიცნობს და მეტყველებისას იყენებს იმგვარ მინიშნებებს, როგორებიცაა ტონის ცვალებადობა, ხმის სიმაღლე (ხმის აწევ-დაწევა), ან საუბრის სიჩქარე, რათა მოამზადოს აუდიტორია ახალი და მნიშვნელოვანი აზრის გასაცნობად;
  • აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე წინასწარ ამზადებს და სათანადო სიტუაციებში იყენებს დამხმარე (ვიზუალურ, ელექტრონულ, მუსიკალურ და . .) მასალას;
  • აუდიტორიის გათვალისწინებით მოამზადებს კონკრეტულ ტექსტს და მსმენელთა ყურადღების მისაპყრობად იყენებს სხვადასხვა ხერხს (მაგ. იუმორს, ანეკდოტებს, სტატისტიკურ მონაცემებს, ემოციურ მეტყველებას და სხვ.).




         წრის სამუშაო პროგრამა

            2019-2020 სასწავლო წელი

          პირველი სემესტრი


თარიღი 
  სამუშაო პროგრამა 
1.10  
წრის მუშაობის მიზნის გაცნობა.ძირითადი საკითხები, მუშაობის სტილი,         მუშაობის განრიგი.
3. 10                  
სამეტყველო აპარატის გავარჯიშება ფიზიკურ ვარჯიშებთან ერთად.
8. 10  
სუნთქვის სავარჯიშოები, ხმის დიაპაზონის გახსნა, ხმის დიაპაზონის გაძლიერება.
10.10    
ვისწავლო ძირითადი ბგერების სწორი წარმოთქმა.
15.10
;;შ’’თანხმოვანი. გავაცნო შიშინა ბგერები და მივუსადაგო შესაბამისი ენისგასატეხები.
17.10
სისინა თანხმოვანი, ბგერა,,ს’’ შესაბამის ენისგასატეხებთან ერთად.
22.10  
,,თ’’ თანხმოვანი და ენისგასატეხები.
24.10
ნასწავლი მასალის შეჯამება და წაკითხვა კუპლეტების ლექსებიდან.
29.10
ურთულეს თანხმოვანთა ჯგუფი, ენისგასატეხებთან ერთად.
31.10
ზუზუნა ბგერა,,ზ’’თანხმოვანი.
5.11 
დანარჩენი თანხმოვნების თავმოყრა.
7.11
მოსწავლეებს მივცე დავალებად მოეძებნონ მცირე მოცულობის ნაწარმოები, საიდანაც ამოიღებენ ნაწყვეტს სამუშაოდ, მეტყველების დასახვეწად.
12.11
ახალ მასალაზე მუშაობა, ტექსტის გაეჩევა, სწორი მახვილი.
14.11 
ღონისძიების დაგეგმვა.
19.11
მოსამზადებელი, წარსადგენი თემა საქართველოს არჩევა სახელწოდება ,,სხვა საქართველო სად არის’’.
21.11
მშობლების აქტიური ჩართვა. სხვადასხვა პოეტების საინტერესო ლექსების არჩევა
26.11
ლიტერატურული კომპოზიციის შექმნა.
28.11 
დასრულებული ფორმით კომპოზიციის ჩვენება, მაყურებლის წინაშე
29.11
კომპოზიციის განხილვა მოსწავლეებთან ერთად, წრის მუშაობის შემდეგი ნაბიჯების გადადგმა