საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

7 окт. 2019 г.

სასწავლო პროექტი ,,სკოლის ნიჭიერი 2019"

პროექტის ხელმძღვანელი: ეკატერინე შანშაშვილი

პროექტის მიზანია ნიჭიერი, შემოქმედებითი უნარით დაჯილდოებული მოსწავლეებისთვის ხელშეწყობა, მათი შესაძლებლობების გაცნობა და წარმოჩენა სასკოლო საზოგადოებისათვის.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია მე-20 საჯარო სკოლის I-XII კლასის მოსწავლეებს. მონაწილეებს შეუძლიათ წარმოადგინონ ქორეოგრაფიული, მუსიკალური, ინსტრუმენტის გამოყენებით მუსიკალური ნომერი ან მხატვრული ლექსი, იუმორი, მონოლოგი, სპორტული, მხატვრული თუ განსაკუთრებული ნიჭის გამომხატველი ერთი ნომერი.
პროექტი ტარდება სამ ტურად.
I ტური ტარდება ოქტომბრის თვეში. წარმოდგენილი ნომერი არ უნდა აღემატებოდეს 2 წთ-ს. ჟიურისა და მაყურებლის მიერ გამოვლენილი ყველა საუკეთესო ნომრის შემსრულებელი გადადის II ტურში.
II ტური ტარდება ნოემბრის თვეში. შეფასება იქნება 5-ბალიანი სისტემით. საუკეთესო ქულების დაგროვების შემთხვევაში 3-5 მუსიკალური, ქორეოგრაფიული, არტისტული და განსხვავებული ნომრის შემსრულებლები გადადიან III ტურში. ასევე შეუძლიათ 3 მონაწილე მაყურებლის მიერ იქნას გამოვლენილი და გადაყვანილი III ტურში.
III ტურში მონაწილეებიდან 5-ბალიანი სისტემით გამოვლინდება 5 ნომინანტი: მუსიკალური ქორეოგრაფიული და არტისტული ნომრის შემსრულებელი, ასევე ჟიურის რჩეული და მაყურებლის რჩეული. ფინალური ტური და დაჯილდოება ჩატარდება დეკემბერში. მონაწილეები დაჯილდოვდებიან სიგელებითა და პრიზებით. საუკეთესო შედეგების მქონე ერთ-ერთი მონაწილე კი მოიპოვებს ,,2019 წლის სკოლის ნიჭიერის“ ტიტულს.
პროგრამა:
1. საინფორმაციო შეხვედრა - 30 სექტემბერი
2. ინფორმაციის განთავსება სკოლის გვერდზე - 1 ოქტომბერი
3. მონაწილეთა რეგისტრაცია - 1-9 ოქტომბერი
4. ღონისძიების მომზადების სამუშაოები - 10-16 ოქტომბერი
5. I ტური - 18 ოქტომბერი
6. მეორე ტურში გადასული მონაწილეებისთვის ნომრების შერჩევა-დამუშავება - 21-30 ოქტომბერი
7. II ტურის ჩატარების ორგანიზება - 4-8 ნოემბერი
8. II ტური - 15 ნოემბერი
9. III ტურში მონაწილეთა მომზადება - 19-30 ნოემბერი
10. ფინალის მოსამზადებელი სამუშაოები - 2-6 დეკემბერი
11. III ტური - 12 დეკემბერი