საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

27 мар. 2015 г.

მხიარულთა და საზრიანთა კონკურსი (მე-2 დღე)

 მხიარულთა და საზრიანთა კონკურსის მეორე დღე  მერვე კლასების გუნდების შეხვედრით გაგრძელდა. ისევ ორი კლასი ასპარეზობდა. მე-8ა (დამრიგებელი:მზია ალთუნაშვილი) და მე-8 ბ კლასი (დამრიგებელი: ქეთევან ფოფხაძე)
,,მსკ"-ის წამყვანმა დავით კეკელიამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ჟიური და კონკურსის ნომინაციები. აქტიური იყო დღევანდელი შეხვედრაც. მონაწილეები ცდილობდნენ ჟიურის მოწონება დაემსახურებინათ იუმორით , სიმღერით, მსახიობური მონაცემებით. დღევანდელი შეხვედრაც გამარჯვებულის გამოვლენით დამთავრდა და შემდეგ ტურში ასპარეზობის უფლება მე-8ა კლასის გუნდმა მოიპოვა.
































26 мар. 2015 г.

მხიარულთა და საზრიანთა კონკურსი

სკოლაში მხიარულთა და საზრიანთა კონკურსი დაიწყო. პირველი ტური მე-7 კლასებს შორის გაიმართა. ერთმანეთს მე-7ა კლასის გუნდი ,,გადარეულები" და მე-7 გ კლასის გუნდი ,,შებერტყილები"შეხვდნენ.
,,მსკ" საინტერესოდ წარიმართა. ორივე გუნდი სახალისო პროგრამით წარსდგა მაყურებლის წინაშე. იუმორით იყო გაჯერებული მათი მისალმება, იმღერეს და იცეკვეს, ორიგინალურად უპასუხეს ჟიურის კითხვებს.განსაკუთრებით მოწონება დაიმსახურა,,შებერტყილების" საშინაო დავალებამ.  































საბოლოოდ ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული გუნდი ,,შებერტყილები", რომელსაც ფინალურ ტურში კვლავ იხილავს მაყურებელი.