18 მარტს, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ თეატრში ნოვრუზ–ბაირამის დღესასწაული აღინიშნა.
ღონისძიება რუსთავის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. გაზაფხულის დღესასწაულისადმი მიძღვნილ კონცერტს რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე დაესწრნენ. მიწვეულ სტუმრებს შორის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სავალან მირზოევი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ზაურ დარგალიც იყვნენ. რუსთავის მერმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა რუსთაველ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ–ბაირამის დღესასწაული სცენიდან მიულოცეს.
კონცერტში ჩვენი სკოლის ცეკვის ანსამბლი იღებდა მონაწილეობას. (ხელმძღვანელი: ემზარ ბაშარაული)

0 коммент.:
Отправить комментарий