,,მდგრადი ენერგეტიკის დღესთან" დაკავშირებით 12 მარტს რუსთავის მერიისა და კავშირის ,,ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს’’ ორგანიზებით, ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკში, ტბის გარშემო განათების განახლებული სისტემის პრეზენტაცია მოეწყო.
ღონისძიების ფარგლებშივე, პარკის ტერიტორიაზე გაიხსნა საინფორმაციო დაფა, ჩატარდა ველოგარბენი სპორტის ამ სახეობის მოყვარულთათვის, ხოლო ადგილობრივი საჯარო სკოლების ეკოკლუბების მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე „რუსთავი-ენერგოეფექტურობა-მე“.
მონაწილეობას ჩვენი სკოლის ეკოკლუბიც იღებდა.( ხელმძღვანელი: მარინე კოპაძე) მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია ,,დედამიწას სიცხე აქვს" (ხელმძღვანელი: ნელი ღოლიჯაშვილი).
ღონისძიების ყველა მონაწილეს სამახსოვრო საჩუქრები და საცნობარო ინფორმაცია გადაეცა.
ღონისძიებას რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, რუსთავის მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელი, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების გამგებლები, ,,BP საქართველოს’’ გენერალური მენეჯერი კრის შლიტერი და კავშირის ,,ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო’’ წარმომადგენლები დაესწრნენ.

0 коммент.:
Отправить комментарий