საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

13 мар. 2015 г.

მუსიკალური ღონისძიება

13 მარტს, IV- VI კლასის მოსწავლეებმა (ხელმძღვანელი: მაია ვეფხოშვილი) სასიამოვნო საღამო მიუძღვნეს მასწავლებლებს. ,,მართალია, 8 მარტი უკვე გასულია, მაგრამ ყველა დღე ხომ მანდილოსნებს გეკუთვნით?!" - ამ სიტყვებით დაიწყეს ღონისძიება პატარა წამყვანებმა და  მაყურებელს ლამაზი მუსიკალურ-მხატვრული კომპოზიცია წარმოუდგინეს.
ერთმანეთს ცვლიდნენ სცენაზე ლექსების თქმაში, ქართული თუ სამეჯლისო ცეკვების შესრულებაში, ხალხურ და საესტრადო სიმღერებში. დარბაზი აღფრთოვანდა ვაჟების მიერ შესრულებული სიმღერით.
მოსწავლეებს ჩანაფიქრი გამოუვიდათ. მათ მაყურებელთა მოწონება და გულწრფელი აღფრთოვანება დაიმსახურეს.




  

   
 

    


0 коммент.:

Отправить комментарий