საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

30 апр. 2015 г.

KINGS'S დაჯილდოება

ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები კინგსის ოლიმპიადაში. სკოლის დირექტორმა საბაზო საფეხურის გამარჯვებულ მოსწავლეებს გადასცა ქართული ენის, მათემატიკისა და ინგლისური  ენის  ოლიმპიადის  დიპლომები და სერტიფიკატები.














კალიგრაფიის ნამუშევრების გამოფენა

ქართული ენის დღესთან მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში დაწყებითი კლასების კათედრამ ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრასთან ერთად მოაწყო კალიგრაფიის ნამუშევრების გამოფენა











29 апр. 2015 г.

ვუერთდებით სოციალურ პროექტს

25-26 აპრილს ქართული ენის ოლიმპიადის მონაწილე ჩვენი სკოლის აქტიური კინგსელები  სოცილურ პროექტში ,,გარემო ბარიერების გარეშე შეუზღუდავი შესაძლებლობებისთვის" ჩაერთნენ!



მხატვრული კითხვის კონკურსი

 მხატვრული კითხვის კონკურსის შედეგების მიხედვით ადგილები გადანაწილდა შემდეგნაირად:
                                      I ადგილზე გავიდნენ:
 ლილე ოხანაშვილი(5კლ.)
 ეკატერინე ხაჭაპურიძე(5კლ.)
თურქაძე ნანი(6კლ.)
წიქარიშვილი თამარი(6კლ.
 პაქსაშვილი სალომე (6კლ.)
ალავიძე ნია(6კლ.)
კაპანაძე ლანა(7კლ.)
მაღრაძე ქეთი(7კლ.)
                                     II  ადგილზე გავიდნენ:
ღრუბელაშვილი ნანი(5კლ)
თევდორაშვილი თამაზი(5კლ.)
ხეხელაშვილი ვიკა(6კლ.)
ფილაშვილი ლუკა(6კლ.)
ალავიძე ინგა(10კლ.)
                                     III ადგილზე გავიდნენ:
ნოზაძე გიორგი(6კლ.)
ბეჟუაშვილი ნიკოლოზი(5კლ.)





















ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის კვირეული

                                       ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა
                                        ქართული ენის კვირეულის ანალიზი
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე 15.04-დან 24.04-ის ჩათვლით ჩატარდა კვირეული.
15 აპრილს ---კლასებში(5-11კლ.) ჩატარდა საუბრები ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის როლისა და დანიშნულების შესახებ.
ქართული ენისა დალიტერატურის მასწავლებელმა მანანა წერეთელმა გამოაკრა წარწერები: სწორია- არასწორია.
კლასებში დაიწერა კალიგრაფიული ნაწერები საკონკურსოდ.
16 აპრილს---სკოლის დერეფნებში გამოიკრა გაზეთები.
კლასებში (5-11კლ.) ჩატარდა წერები თემებზე:“სიტყვა- ფრთიანი, ნაპერწკლიანი“ და „ო,ენავ ჩემო“.
17 აპრილს---ჩავატარეთ მხატვრული კითხვის კონკურსი5-10 კლასებში. კონკურსში მონაწილეობა მიიღო  თხუთმეტმა მოსწავლემ:
მე-5 კლასებიდან-ლილე ოხანაშვილმა, ეკეტერინე ხაჭაპურიძემ, ნანი ღრუბელაშვილმა(5აკლ. მასწავლებელი მარინე მიმინოშვილი), თევდორაშვილმა თამაზმა და ბეჟუაშვილმა ნიკოლოზმა(მე-5 ბ კლ მასწავლებელი ნანა დათაშვილი)
მე-6 კლასებიდან--ლუკა ფილაშვილმა,  გიორგი ნოზაძემ( მე-6კლ. მასწავლებელი მარინე ტაბატაძე), ხეხელაშვილმა ვიკამ,თურქაძე ნანიმ, წიქარიშვილმა თამარმა, პაქსაშვილმა სალომემ, ალავიძე ნიამ(მრ-6 ბ კლ, მასწავლებელი მაყვალა ბერძენიშვილი).
მე-7 კლასებიდან --კაპანაზე ლანამ და ქეთი მაღრაძემ(მე-7კლ. მასწავლებელი მარინე ტაბატაძე).
მე-10 კლასიდან ინგა ალავიძემ (მე-10კლ, მასწავლებელი მანანა წერეთელი).

20 აპრილი--- მესამე სართულზე გამოიფინა მე-8 ა კლსელი დიანა ბადალიანის  ნამუშევრები(მზია ალთუნაშვილი).
21 აპრილს---გაკეთდა სტენდი „დავიცვათ ქართული ენის სიწმინდე“, რომელზეც მე-8 კლასის მოსწავლეებმა შემოგვთავაზეს საინტერესო გამოფენა (მასწავლებელი მზია ალთუნაშვილი).
22 აპრილს ----სააქტო დარბაზში ჩატარდა ღონისძიება:“ვაჟა-ფშაველა-მთის არწივი“ მე-6ა კლასის ძალებით.(მ.ტაბატაძე).მათ წარმოადგინეს სლაიდ-შოუ,წაიკითხეს ვაჟას ბიოგრაფიიდან ადგილები.მისი შეოქმედებიდან გააცოცხლეს ბუნების სურათები. წაიკითხეს ნაწყვეტები :“ია“ ,მთის წყარო“,’შვლის ნუკრის ნაამბობი“, „ხმელი წიფელი“, ფესვები“,“ტყე ტიროდა“,“მთანი მაღალნი“ და სხვ.მოსწავლეებმა წაიკითხეს უამრავი ლექსი, სასიამოვნო გარემო შექმნეს დარბაზში.
ღონისძიებაში მონაწილეები:
 ბორცვაძე თამარი,ამირხანიანი გიორგი, ბუკუკიშვილი ანაბელა, მჭედლიძე ევა,ბზუკაშვილი ნინო,ბულაშვილი ალექსანდრე, კიკნაველიძე ლიზი, კაპანაძე ლუკა, ტალახაძე საბა,შაკო ხოხონიშვილი, მარტყოფლიშვილი გურამი,ია თევზაძე, თინათინ ქიმბარიშვლი,გიორგი ნიკვაშვილი,ანა გიანაშვილი,ჯონი გონგაძე, ლიკა იაკობიშვილი“,ნათია მაისურაძე.
23 აპრილს----მე-7 გ კლასის ძალებით ჩატარდა კონფერენცია“ რა უნდა ვიცოდეთ ქართული ენის შესახებ“(მ.ტაბატაძე). მოსწავლეებმა წარმოადგინეს 4 თემა“:
1.ქართული ანბანის წარმოშობა“---ქეთი მაღრაძე
2.“ქართული ენის წარმოშობის თეორიები“--ლანა კაპანაძე
3.“ქართული ენის კონტაქტი  მსოფლიო ენებთან“---ნია მურჯიკნელი
4. „ქართული ენის დიალექტები“---თამარ ნებიერიძე
მისწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ვერსიები მეცნიერული კვლევებიდან, გაუზიარეს ერთმანეთს აზრები, იყო შეკითხვები დარბაზის მხრიდან და რაც მთავარია, დააინტერესეს მკითხველი.
24 აპრილი---1)  მე-10 ა და მე-10 ბ კლასებმა ერთობლივი ძალებით მოწყვეს სასკოლო კონფერენცია“დიდი წიგნი“.რომელიც მიეძღვნა შოთა რუსთაველის“ვეფხისტყაოსანს“.
შორენა რევაზიშვილმა წარმოადგინა სლაიდ-შოუ და ისაუბრა „ვეფხისტყაოსნის“ მხატვრობის შესახებ;
 თიკა სულთანიშვილმა წარადგინა სხვადასხვა დროს გამოცემული წიგნები და ისაუბრა მათ შესახებ.
მარიამ გიგაურმა ისაუბრა ქალთა სახეების შესახებ „ვეფხისტყაოსანში“;
ნინო ლობჯანიძემ  წარადგინა მეგობრობა „ვეფხისტყაოსანში“;
ნინო ჭოველიძემ ისაუბრა სიყვარულის შესახებ „ვეფხისტყაოსანში“;
2)მე-8ა კლასში ჩატარდა ღია  ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე „ხანი უნდობარი“( ისტორია- ქართული) პედაგოგები : მზია ალთუნაშვილი, ნინო ბიძინაშვილი.
3) მე-6 ბ კლასმა წარმოადგინა ღონისძიება“ ყველაზე ნიჭიერი“ -პედაგოგი: მაყვალა ბერძენიშვილი.


24 апр. 2015 г.

თსუ საჯარო და კერძო სკოლებისათვის კონკურსს ,,შექმენი შენი სლოგანი” აცხადებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტი, ამავე უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის მიმართულებაზე არსებული თსუ ეკო კლუბი და ქალაქ ხაშურის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფი გთავაზობთ კონკურსს ,,შექმენი შენი სლოგანი“.
უნივერსიტეტის ცნობით, კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოს კერძო და საჯარო სკოლებში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობას, მიღებული ცოდნის საზოგადოებამდე მიტანას. კონკურსი სთავაზობს სკოლას, წარმოადგინოს სლოგანი (დევიზი), რომელიც ეხება:
  • გარემოსდაცვით პრობლემატიკას
  • განათლებას
  • ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზებას
თითოეულ სკოლას შეუძლია წარმოადგინოს სამი სლოგანი, ზემოთ ჩამოთვლილი სამი სფეროდან ცალ-ცალკე, ორი სლოგანი ორი სფეროდან, ან ერთი სლოგანი ერთი სფეროდან მაინც.    
სლოგანის შექმნისას სკოლამ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:
ა) სლოგანი უნდა იყოს მოკლე, მაქს.10 სიტყვა;
ბ) არ უნდა იყოს ეთნიკური, რელიგიური, გენდერული დისკრიმინაციის შემცველი;
გ) არ უნდა წარმოადგენდეს ცნობილი გამონათქვამების კოპირებას;
დ) აქცენტი რეალურ პრობლემაზე  უნდა იყოს  გაკეთებული.
სლოგანების კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება:
  • პირველი ეტაპი მოიცავს კონკურსის შესახებ ინფომრაციის გამოქვეყნებას უნივერსიტეტის ვებ- გვერდზე, თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და თსუ საბავშვო უნივერსიტეტის და თსუ ეკო კლუბის ფეისბუქ გვერდებზე, რეგიონების და თბილისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ინფორმირებას, რათა მათ ეს ინფორმაცია სკოლებს გადაუგზავნონ.
  • კონკურსის მეორე ეტაპზე  მოხდება სკოლის მიერ სლოგანის (სლოგანების) შექმნა და  ელექტრონულ ფოსტაზე junior@tsu.ge გადმოგზავნა.
  • კონკურსის მესამე ეტაპი მოიცავს შემოსული სლოგანების განთავსებას თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ფეისბუქ გვერდზე და ფეისბუქ „მოწონებების“ (Like-ების) კონკურსის დაწყებას. თსუ საბავშვო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სამი თემატური სფეროს მიხედვით სლოგანების განთავსებას, სადაც ერთიანად დაფიქსირდება შესაბამის სფეროში შემოსული სლოგანი, სლოგანის ავტორი და სკოლა. კონკურსის ამ ეტაპზე მონაწილეები ვერ დაინახავენ შემოსულ მოწონებებს.
  • კონკურსის მეოთხე ეტაპზე გაიხსნება კონკურსის ჩატარების პროცესში შემოსული ინფორმაცია, მონაწილეებსა და საკონკურსო კომისიას ექნებათ შესაძლებლობა  გადაამოწმონ მონაცემები;  ყოველი თემატური ჯგუფიდან გამოვლინდება ყველაზე მეტი მოწონების მფლობელი სლოგანი, რომელიც შემდეგ დაჯილდოვდება უნივერსიტეტის დიპლომით და სიმბოლური საჩუქრით.
    ფეისბუქზე მოწონებების დაგროვების წესი
შემოსული სლოგანები ფეისბუქზე შემდეგი წესით განთავსება:
სლოგანი; სკოლა; შეფასება (მოწონება)
ბ) თითოეული ფეისბუქ მომხმარებლისგან ყოველ თემაზე მხოლოდ ერთი სლოგანის მოწონებაა შესაძლებელი;
გ) თითოეულ სლოგანზე გაკეთებული არჩევანის შეცვლა შესაძლებელია კონკურსის მესამე ეტაპის დასრულების მომენტამდე;
დ) სლოგანის მოწონება შეუძლია ფეისბუქის ყველა მომხმარებელს, რომელიც 2015 წლის 1 იანვრამდეა გაწევრიანებული ფეისბუქში;
ე) კონკურსის მესამე ეტაპის ამოწურვის შემდეგ მოწონებები აღარ მიიღება;
ვ) კონკურსზე მიღებული მოწონებების შემთხვევითი შერჩევის წესით  გადამოწმების საშუალება ექნება როგორც საკონკურსო კომისიას, ასევე მონაწილეებს;
ზ) წესების  დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სკოლა მოიხსნება კონკურსიდან.
კონკურსის ჩატარების განრიგი
  • კონკურსის პირველი ეტაპი – ინფორმირება – დაწყების დრო – 2015 წლის 21 აპრილი;
  • კონკურსის მეორე ეტაპი – სლოგანების შექმნა – დაწყების დრო 2015 წლის 26 აპრილი, 00:00 სთ, დასრულების დრო 2015 წლის 8 მაისი 24:00 სთ;
  • კონკურსის მესამე ეტაპი – მოწონებების დაგროვება – დაწყების დრო 2015 წლის 10 მაისი, 00:00 სთ, დასრულების დრო 2015 წლის 24 მაისი 24:00 სთ;
  • კონკურსის მეოთხე ეტაპი – 24 მაისი 24:00 სთ-დან – მონაწილეების სიისა და შემოსული მოწონებების  გახსნა, გადამოწმების დასრულება 27 მაისის 24.00-სთ;
  • გამარჯვებულის ინფორმირება  – 28 მაისი 10.00 – 16.00სთ.
გამარჯვებულებთან შეხვედრა გაიმართება 2015 წლის 30 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუში 14:00 სთ-ზე.

22 апр. 2015 г.

22 აპრილი დედამიწის დღე

დედამიწის დღეს სკოლის ეზოში მოსწავლეებმა დარგეს ხეები და ყვავილები.

აქცია განხორციელდა რუსთავის მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად