საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

1 апр. 2015 г.

პროფორიენტაციის გაკვეთილების გაგრძელება - შეხვედრები და ექსკურსიები

წელს პირველად  მიმდინარეობს ჩვენს სკოლაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი საგანმანათლებლო პროგრამა - პორფორიენტაციის გაკვეთილები მეცხრე კლასელთათვის.
გარდა იმისა, რომ პროფორიენტაციის გაკვეთილები თავისი აქტივობებით და სპეციფიკით საინტერესოა მოსწავლეებისათვის, პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ხვდებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, უშუალოდ მათგან ისმენენ პროფესიის შესახებ ინფორმაციას, ეცნობიან სირთულეებსაც და მისი დაუფლების გზებსაც.
შეხვედრების შემდეგ მოსწავლეებისთვის  ექსკურსიაც ეწყობა სხვადასხვა დაწესებულებაში, რათა ნახონ, დაათვალიერონ და თვითონაც სცადონ მათთვის სასურველი პროფესიის ადამიანების საქმიანობობა.
ამ მიზნით წლის მანძილზე შედგა შეხვედრა იურისტებთან, ჟურნალისტებთან, ფსიქოლოგებსა და პროგრამისტებთან.

 ფსიქოლოგები: მ.დუდაშვილი და მ.კობრავა

 შეხვედრა პროგრამისტებთან


მოსწავლეები იყვნენ სამედიცინო მუშაკებთან და რუსთავის უნივერსიტეტში.

ვიზიტი ,,რვალში"



0 коммент.:

Отправить комментарий